აბონენტის/უძრავი ქონების გაყოფა

აბონენტის/უძრავი ქონების გაყოფა

უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით, ხოლო ჭკვიანი მრიცხველებით გამრიცხველიანებულ ობიექტზე გაყოფის შემთხვევაში – დანართი №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას  და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ სიმძლავრით მომარაგებისთვის;

გ) შენობა-ნაგებობაში არსებული ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონება მარაგდება ელექტროენერგიით (რეგისტრირებული აბონენტის მეშვეობით),  ადგილი აქვს ამ შენობა-ნაგებობაში ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან ინდივიდუალურად მიერთების მოთხოვნას  და ამ ობიექტის არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის  საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობა.

ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ელექტრული ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს წესების მე-18 მუხლის მე-17  პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

 


დანართი № 4

ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური

 

ძაბვის  საფეხური, კვ სიმძლავრე,  კვტ აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა  (სამუშაო დღე) მრავალფუნქციური  ელექტრონული აღრიცხვის სისტემის  მოწყობის საფასური  დღგ-ის ჩათვლით, ლარი ჭკვიანი მრიცხველის  მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით,  ლარი
0.4 1-10 (220 ვ) 15 600 450
1-დან -10 15 1200 1000
10-დან -30 15 1200 1000
30-დან-50 15 1200 1000
50-დან -80 15 1500 1200
80-დან – 100 20 1500 1200
100-დან-120 20 1800 1200
120-დან -150 20 1800 1200
150-დან -200 20 2000 1200
200-დან -320 20 2500 1200
320-დან -500 20 3000 1200
500-დან -800 25 3500 1200
800-დან -1000 25 3800 1200
1000-დან და მეტი კვტ 25 4000 1200
10 კვ 1-500 25 13000 2200
500-დან -1000 25 14000 2200
1000-დან და მეტი კვტ 25 15000 2200

 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006
 

მიმღები ბანკის დასახელება: სს "საქართველოს ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943


დანიშნულება: გამოყოფილ ფართზე აბონენტად რეგისტრაციის და ქსელზე მიერთების საფასური (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი).

გამოყოფილ ფართზე აბონენტად რეგისტრაციის შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისა-მართზე: newcustomers@energo-pro.ge