საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთების ან 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური. დანარჩენ შემთხვევებში, განმცხადებელმა განაცხადის წარდგენამდე უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, როდესაც ადგილი აქვს: ა) გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას; ბ) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთებას.
| ძაბვის საფეხური, კვ | სიმძლავრე, კვტ | ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადა (სამუშაო დღე) | ახალი ობიექტის მიერთების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარი | |
| თვითმმართველ ქალაქში | სხვა მუნიციპალიტეტებში | |||
| 0.4 | 10 (1-10 კვტ 220 ვ.) | 40 | 60 | 1600 |
| 10 (1-10 კვტ 380 ვ) | 40 | 60 | 2500 | |
| 10-დან -30 | 40 | 60 | 8800 | |
| 30-დან-50 | 40 | 60 | 17500 | |
| 50-დან -80 | 40 | 60 | 28000 | |
| 80-დან – 100 | 40 | 60 | 35000 | |
| 100-დან-120 | 40 | 60 | 45000 | |
| 120-დან -150 | 40 | 60 | 56000 | |
| 150-დან -200 | 45 | 60 | 100000 | |
| 200-დან -320 | 60 | 90 | 138000 | |
| 320-დან -500 | 60 | 90 | 210000 | |
| 500-დან -800 | 90 | 110 | 270000 | |
| 800-დან -1000 | 90 | 110 | 337000 | |
| 1000-დან -1300 | 90 | 110 | 360000 | |
| 1300-დან -1600 | 90 | 110 | 400000 | |
| 1600-დან -2000 | 90 | 110 | 500000 | |
| 2000-დან -2600 | 90 | 110 | 650000 | |
| 2600-დან -3200 | 90 | 110 | 800000 | |
| 6-10 კვ | 1-500 | 60 | 90 | 163000 |
| 500-დან -1000 | 90 | 110 | 250000 | |
| 1000-დან -1500 | 90 | 110 | 358000 | |
| 1500-დან -2000 | 90 | 110 | 438000 | |
| 2000-დან -3000 | 90 | 120 | 580000 | |
| 3000-დან -5000 | 90 | 120 | 936000 | |
ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური
| ძაბვის საფეხური, კვ | სიმძლავრე, კვტ | აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) | მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი | ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი |
| 0.4 | 1-10 (220 ვ) | 15 | 600 | 450 |
| 1-დან -10 | 15 | 1200 | 1000 | |
| 10-დან -30 | 15 | 1200 | 1000 | |
| 30-დან-50 | 15 | 1200 | 1000 | |
| 50-დან -80 | 15 | 1500 | 1200 | |
| 80-დან – 100 | 20 | 1500 | 1200 | |
| 100-დან-120 | 20 | 1800 | 1200 | |
| 120-დან -150 | 20 | 1800 | 1200 | |
| 150-დან -200 | 20 | 2000 | 1200 | |
| 200-დან -320 | 20 | 2500 | 1200 | |
| 320-დან -500 | 20 | 3000 | 1200 | |
| 500-დან -800 | 25 | 3500 | 1200 | |
| 800-დან -1000 | 25 | 3800 | 1200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 4000 | 1200 | |
| 10 კვ | 1-500 | 25 | 13000 | 2200 |
| 500-დან -1000 | 25 | 14000 | 2200 | |
| 1000-დან და მეტი კვტ | 25 | 15000 | 2200 |
ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართი 4-ით განსაზღვრული მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასურის დამატებით.
გ) ერთდროულად 2 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი გაზიფიცირებული სექტორისთვის.
| აბონენტთა რაოდენობა | ახალი კოეფიციენტები |
| 2 | 0.776 |
| 3 | 0.662 |
| 5 | 0.56 |
| 6 | 0.53 |
| 9 | 0.47 |
| 12 | 0.43 |
| 15 | 0.4 |
| 18 | 0.39 |
| 24 | 0.365 |
| 40 | 0.33 |
| 60 | 0.3 |
| 100 | 0.28 |
| 150 | 0.265 |
| 200 | 0.257 |
| 250 | 0.251 |
შენიშვნა:
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000609622943