ელექტრო ენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება

ელექტრო ენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება

სისტემის ოპერატორის წინასწარი ინფორმირებით, მომხმარებელს უფლება აქვს სარგებლობდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ წარმოებული ელექტროენერგია არ გადადინდება გამანაწილებელ ქსელში და სრულად ათვისებული იქნება მხოლოდ მომხმარებლის საკუთარი მოხმარებისთვის. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში გადადინება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული წარმოების საშუალების სისტემის ოპერატორთან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე იმავე წარმოების საშუალების ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად რეგისტრაციის შემთხვევაში.
 
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინება უნდა შეიზღუდოს მომხმარებლის მიერ მომხმარებლის შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების, ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის სპეციალური სქემის მოწყობით, რაც ტექნიკურად ზღუდავს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინებას.
 
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების კონტროლის მიზნით, მომხმარებელთან, რომელიც ფლობს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებას, ხდება ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი შემდეგი პროცედურის დაცვით:  ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებით სარგებლობის ფაქტის გამოვლენისთანავე, სისტემის ოპერატორი მომხმარებელს აცნობებს წარმოების საშუალების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ოპერატორთან ან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე რეგისტრაციამდე გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გადადინების აკრძალვის შესახებ, და მომხმარებელს რეგისტრაციისთვის მისცემს გონივრული ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, თუ ამ პერიოდში მომხმარებელმა სათანადო განაცხადით არ მოითხოვა ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველის მონტაჟი, სისტემის ოპერატორი თავად დაამონტაჟებს ელექტროენერგიის ორმიმართულებიან (რევერსული) მრიცხველს და მომხმარებელს დაარიცხავს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურს, წესების №4 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
 
დანართი №4
 
ძაბვის  საფეხური, კვ სიმძლავრე,  კვტ აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა  (სამუშაო დღე) მრავალფუნქციური  ელექტრონული აღრიცხვის სისტემის  მოწყობის საფასური  დღგ-ის ჩათვლით, ლარი ჭკვიანი მრიცხველის  მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით,  ლარი
0.4 1-10 (220 ვ) 15 600 450
1-დან -10 15 1200 1000
10-დან -30 15 1200 1000
30-დან-50 15 1200 1000
50-დან -80 15 1500 1200
80-დან – 100 20 1500 1200
100-დან-120 20 1800 1200
120-დან -150 20 1800 1200
150-დან -200 20 2000 1200
200-დან -320 20 2500 1200
320-დან -500 20 3000 1200
500-დან -800 25 3500 1200
800-დან -1000 25 3800 1200
1000-დან და მეტი კვტ 25 4000 1200
10 კვ 1-500 25 13000 2200
500-დან -1000 25 14000 2200
1000-დან და მეტი კვტ 25 15000 2200
 
მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გადადინების შეზღუდვის  პირობის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული წარმოების საშუალება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული სათანადო წესით ელექტროენერგიის საცალო ან საბითუმო ბაზარზე და მომხმარებელთან დამონტაჟებულ ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველზე დაფიქსირებული მონაცემით დასტურდება, რომ ადგილი აქვს წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში უკანონოდ (არასანქცირებულად) გადადინებას სისტემის ოპერატორი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის:
 
მომხმარებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას შიდა ქსელში შესაბამისი ავტომატიკის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მოწყობისთვის, ხოლო აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ  გამანაწილებელ ქსელში თავად მოაწყობს შესაბამის ავტომატიკას და ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ელექტროენერგიის ქსელში გადადინების თავიდან ასაცილებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
 

საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასური

მომსახურების ღირებულება ელექტროენერგიის საკუთარი საშუალებების დადგმული სიმძლავრის დადასტურებისათვის, სადგურის სიმძლავრის მიხედვით ერთ ლოკაციაზე 

 

განაწილების სისტემის ოპერატორთან დაფიქსირებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი
საშუალების სიმძლავრე (კვტ)
მომსახურების ღირებულება
 დღგ-ს ჩათვლით (ლ)
0 - 150 1100
150-დან  320 1600
320-დან  500 2200

 

შენიშვნა:

  1. ერთ ლოკაციაზე 500 კვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის დაფიქსირების შემთხვევაში, ყოველ დამატებით 1-დან 100 კვტ-მდე მომსახურების ღირებულება იზრდება 600 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
  2. შემოწმების შედეგების შესაბამისად თუ აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად არსებული სიმძლავრე აღემატება განაწილების სისტემის ოპერატორთან დაფიქსირებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სიმძლავრეს, მომსახურების ღირებულება დაანგარიშდება  ფაქტობრივად არსებული სიმძლავრის შესაბამისი პაკეტით.
  3. საშუალების სიმძლავრე სპეციფიკიდან გამომდინარე, ამწე კოშკურის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, დასახელებულ თანხას დაემატება დღეში 250 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასურის გადახდა:

 

დანიშნულება: საკუთარი წარმოების საშუალების დადგმული სიმძლავრის შემოწმების საფასური (აგრეთვე მიუთითეთ თქვენი აბონენტის ნომერი)


სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ აქ: