გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა დამუდმივიდენის მხარეს წარმოების მოწყობილობების დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.“
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) დადგმული სიმძლავრის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს
თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს (მაგრამ არაუმეტეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარისა), სისტემის ოპერატორი აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფთს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცესის დაწყებისთვის (სისტემის ოპერატორთან შესაბამისი განაცხადით მიმართვისათვის) ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრესთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი წინასწარ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილების შემდეგ შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის მომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები.
2023 წლის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალურმა პიკურმა დატვირთვამ შეადგინა 890 მგვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების 21 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ქსელზე დასაშვები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 124,6 მგვტ-ს. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შეადგენს 74,312 მგვტ-ს.
ძაბვის |
სიმძლავრე, |
აღრიცხვის სისტემის |
მრავალფუნქციური ელექტრონული |
ჭკვიანი მრიცხველის |
||||
0,4 |
1-10 (220 ვ) |
15 |
400 |
400 |
||||
1-10 |
15 |
600 |
600 |
|||||
10-დან -30 |
15 |
600 |
600 |
|||||
30-დან-50 |
15 |
700 |
600 |
|||||
50-დან -80 |
15 |
700 |
600 |
|||||
80-დან – 100 |
20 |
800 |
600 |
|||||
100-დან-120 |
20 |
800 |
600 |
|||||
120-დან -150 |
20 |
1000 |
600 |
|||||
150-დან -200 |
20 |
1200 |
600 |
|||||
200-დან -320 |
20 |
2200 |
2000 |
|||||
320-დან -500 |
20 |
2500 |
2000 |
|||||
500-დან -800 |
25 |
2800 |
2000 |
|||||
800-დან -1000 |
25 |
3100 |
2000 |
|||||
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
3500 |
2000 |
|||||
6/10 |
1-500 |
25 |
13000 |
2000 |
||||
500-დან -1000 |
25 |
14000 |
2000 |
|||||
1000-დან და მეტი კვტ |
25 |
15000 |
2000 |