eng

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების პროცედურა (ეტაპი II)

გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.

 

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების II ეტაპი იწყება ზემოაღნიშნული წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისა და მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადახადი შემდგომ.

 

მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად:

სადაც,  - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;

           - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;

           - ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური:

  1.  2 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);
  2.  2 ვტ-დან - 15 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

მაგალითად:

  • 2 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფინის საფასურია 2 × 60 000 = 120 000 ლარი.
  • 3 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფნის საფასურია 3 × 300 000 = 900 000 ლარი.

 

მიერთების მსურველი (განმცხადებელი)  ვალდებულია, მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადაიხადოს ამ წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რომელიც იანგარიშება შემდეგი წესით:

ა.ისტემის ოპერატორის კუთვნილ ქვესადგურში უჯრედის მოწყობისას მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს წინამდებარე წესების დანართი N6-ით განსაზღვრულ სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასურისა და ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულ ქსელის მზადყოფნის საფასურების ჯამს.

ბ. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს მხოლოდ ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის მზადყოფნის საფასურს.

დანართი №6

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასური, სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის შემთხვევაში:

ძაბვის საფეხური

კვ

მიერთების უზრუნველყოფის მეორე ეტაპის პერიოდი - ვადა

მიერთების მეორე ეტაპის საფასური, ლარი (დღგ-ისჩათვლით)

10 კვ დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას

მიერთების ხელშეკრულების მოქმედების ვადისგანმავლობაში

60 000

35 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

218 000

35 დახურულ გამანაწილებელზე მიერთებისას

300 000

110 ღია გამანაწილებელზე მიერთებისას

560 000

 

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის განმავლობაში, სისტემის ოპერატორის მიერ გაცემული ტექნიკური პირობისა და მიერთების ხელშეკრულების შესაბამისად მოამზადოს ტექნიკური პროექტი და წარუდგინოს იგი როგორც სისტემის ოპერატორს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორს შესათანხმებლად.

მიერთების მსურველი (განმცხადებელი) მას შემდეგ, რაც შეასრულებს მიერთების ტექნიკური პირობითა და შეთანხმებული ტექნიკური პროექტით განსაზღვრულ სამუშაოებს, ვალდებულია დაუდასტუროს შესაბამის სისტემის ოპერატორს „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების შესრულება, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების პროცედურები.

განმცხადებელი, მას შემდეგ, რაც დაასრულებს მე-2 ეტაპით განსაზღვრულ მოქმედებებს, წერილობით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აცნობებს გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა ერთოდეს:

  • ა) აკრედიტებული პირის მიერ ჩატარებული მიერთების მსურველის (განმცხადებლის) ქვესადგურის პირველადი და მეორადი კომუტაციის ელექტრომოწყობილობების გაზომვის ოქმები (ოქმში მითითებული უნდა იყოს დასკვნა მისი ვარგისიანობის შესახებ);
  • ბ) სარელეო დაცვის დანაყენების ოქმი;
  • გ) საექსპერტო დასკვნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ვარგისიანობის შესახებ;
  • დ) მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების სია საკვალიფიკაციო ჯგუფისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით;

 

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, მიერთების მსურველის მიერთების მზადყოფნის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმებს შესაბამისი მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს მოქმედ წესებსა, მიერთების ტექნიკურ პირობასა და შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობას (შემდგომში – შესაბამისობის შემოწმება) და გასცემს შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქსელში ჩართვის ტექნიკურ დოკუმენტს). რის შემდეგ ჩართავს მიერთების მსურველის ელექტრომოწყობილობა-დანადგარებს ქსელში, რითაც სრულდება გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურა.

არსებულ გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთებისას ყველა მისაერთებელი ელექტრომოწყობილობა-დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების, „ქსელის წესებისა“ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების მოთხოვნებს.

 

საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის გადახდა:

მიმღები ბანკის დასახელება: სს „თიბისი ბანკი“

ანგარიშის ნომერი: GE32TB7015336030100006

დანიშნულება: მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის (მიეთითოს განმცხადებლის დასახელება და ობიექტის ფაქტიური მისამართი) ქსელზე მიერთების საფასური.

ქსელზე მიერთების შევსებული განაცხადის ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge