8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
ენერგო–პრო ჯორჯიას ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ესტუმრა
დღეს, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა.
„ენერგო-პრო“ არის ერთერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფი, რომელიც უკვე 12 წელია ქართულ ენერგობაზარზე მოღვაწეობს და დაფუძნებულია 1994 წელს, ევროკავშირის წევრ ქვეყანა ჩეხეთში, ქალაქ სვიტავში. ზაჰესში გამართული შეხვედრისას კომპანიის წარმომადგენლებმა, ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს დაათვალიერებინეს ჰიდროელექტროსადგური და გააცნეს „ენერგო-პრო ჯგუფის“ საქმიანობა საქართველოში.
ამ დროისთვის „ენერგო-პრო ჯგუფი“ საქართველოში წარმოდგენილია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“, სს „ზაჰესისა“ და შპს „ჯი ფაუერის“ სახით. აღნიშნული კოპანიების საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის დისტრიბუციისა და გენერაციის სფეროებს.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს ელექტროენერგიის დისტრიბუციას საქართველოს რეგიონების მასშტაბით და ემსახურება 1200 000-ზე მეტ აბონენტს. რაც შეეხება დარაჩენ სამ კომპანიას, ისინი ახდენენ ელექტროენერგიის გენერაციას, მათ მფლობელობაშია 15 ჰიდროელექტროსადგური და გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური.
წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში. ეს შედეგი დაფიქსირდა 2018 წლის მეორე კვარტალშიც.
ბმული გვერდიდან: ენერგო–პრო ჯორჯიას ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი ესტუმრა
კახეთის რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. ამ დროისთვის კომპანია 0,4 კვ ქსელის სარეაბნილიტაციო სამუშაოებს კახეთში ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, იცვლება ამორტიზირებული ქსელის ინფრასტრუქტურა ახალი დგარებითა და საკაბელო სისტემებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი 3000 აბონენტისთვის ქალაქ ლაგოდეხში, თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მირზაანში, გურჯაანის რაიონის სოფლებში ძირკოკი და მზისგული, სიღნაღის რაიონის სოფელ წნორსა და ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურში.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან: კახეთის რამდენიმე სოფლის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალს ახალი მენეჯმენტი ჰყავს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ კახეთის ფილიალის ახალი მენეჯმენტი და თელავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი წარადგინა. რეგიონალურ ფილიალს ბერდია გოგლოძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორად მუშაობდა. რეგიონის მენეჯმენტის საკვანძო პოზიცებზე აგრეთვე დაინიშნენ ზურაბ ჯაფარიძე და ლერი კაკაურიძე. ახალი მენეჯერი ჰყავს თელავის მომსახურების ცენტრსაც, რომელსაც ლევან შავლაყაძე უხელმძღვანელებს.
2017 წლის აგვისტოში კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შეძენის შემდეგ, ფილიალი 8 თვის განმავლობაში უშუალოდ სათაო ოფისის მენეჯმენტის მიერ იმართებოდა.
„ყველა წარდგენილი კანდიდატი არის კომპანიის გამოცდილი და დამსახურებული თანამშრომელი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით გაართმევენ თავს ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც მათ ელოდებათ რეგიონში, რა თქმა უნდა, იმ ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის საქმიანობდნენ აღნიშნულ რეგიონში. გამოწვევები კი ნამდვილად ბევრია, რადგან სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მიზნად დაისახა რეგიონში მომსახურეობის ხარისხის შემჭიდროვებულ ვადებში გაუმჯობესება და კომერციული მაჩვენებლების ზრდა, რისთვისაც დამტკიცებული გვაქვს საგრძნობლად გაზრდილი საინვესტიციო ფონდი. კონკრეტული პროექტები უკვე დაწყებულია და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, რასაც აუცილებლად იგრძნობენ ჩვენი აბონენტები მთელი კახეთის მასშტაბით“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
კომპანიის ხელმძღვანელობამ აგრეთვე დაათვალიერა თელავისა და გურჯანის ახალი მომსახურების ცენტრები, რომლებშიც აბონენტებს საშუალება ექნებათ მიიღონ უნივერსალური მომსახურება.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალს ახალი მენეჯმენტი ჰყავს
ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადებების დაწერა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეუძლიათ
მომხმარებლებისთვის სერვისების მისაწვდომობის გამარტივების მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდების და განაწილების სექტორში მომსახურების მიღებაზე განაცხადების ჩაბარება, გარდა ენერგოკომპანიების მომსახურების ცენტრებისა, შესაძლებელია იუსტიციის სახლებში მთელი საქართველოს მასშტაბით.
იმ მოქალაქეებს, ვისაც აბონენტის დასახელების შესაცვლელად, დავალიანების ან დარიცხული თანხის გადასამოწმებლად, აბონენტის ამონაწერის მისაღებად, სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად, მრიცხველის შესამოწმებლად, ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენის ან შეწყვეტის, ძაბვის ხარისხის შემოსამოწმებლად განცხადების დაწერა ენერგოკომპანიის ოფისებში უწევდათ, ამიერიდან შეუძლიათ უახლოეს იუსტიციის სახლს მიმართონ და ადგილზე შეავსებინებენ შესაბამის განაცხადის ფორმას.
მომხმარებლის მიერ იუსტიციის სახლში შეტანილი ან შევსებული განცხადება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში გადმოეცემა ენერგოკომპანიებს, რის შემდეგაც განმცხადებლები ტელეფონზე შეტყობინების სახით მიიღებენ მათი განაცხადის რეგისტრაციის ნომერს და შემდგომში, ინფორმაციას რეაგირების შესახებ.
ბმული გვერდიდან: ენერგოკომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადებების დაწერა მოქალაქეებს იუსტიციის სახლებშიც შეუძლიათ
საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებმა თბილისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ენერგეტიკის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარეს და ენერგეტიკის დარგის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის სპეციალიტები მოსწავლეებს ელექტროენერგეტიკის, უსაფრთხოების აუცილებელი ზომების და კომპანიის საქმიანების შესახებ ესაუბრნენ, უპასუხეს მათ შეკითხვებს და ამ სფეროში პროფესიული საქმიანობის პერსპექტივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
,,ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, განსაკუთრებით საინეტერესო იყო ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების გაცნობა. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ ეს ყველაფერი წარმოდგენილი იყო მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე და მათთვის მისაღები ვიზუალით“ - განაცხადა 31-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თეა ბზიშვილმა. მისი თქმით, რამდენიმე მოსწავლე უკვე დაინტერესდა კიდეც ამ დარგით და არ არის გამორიცხული, მომავალში ამ სფეროს დაუკავშირონ პროფესია.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რამდენიმე წელია ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 150-ზე მეტ სკოლაში გაიმართა. სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ობიექტებსაც ეწვიონ და ადგილზე გაეცნონ ელექტროენერგიის წარმოების პროცესს.
სკოლას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცა. არასრულწლოვანებს შორის ცნობიერების ასამაღლებლად, მსგავსი პლაკატები საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლაში გაიკვრება.
ბმული გვერდიდან: საქართველოს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას, ენერგეტიკის დარგში არსებული უსაფრთხოების ნორმების შესახებ მომზადებულ საინფორმაციო პლაკატებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ გადასცემს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს რეგიონებში უფროსკლასელებისთვის საჩვენებელი გაკვეთილების ჩატარებას. მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები, ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე სახალისო ცდები და სხვა. მოსწავლეები აგრეთვე იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია. usaid-თან ერთად, კომპანია აღნიშნულ პროექტს, 2016 წლიდან ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში. ამ დროისთვის საჩვენებელი გაკვეთილები უკვე 100-მდე სკოლაში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 2018-2019 სასწავლო წელსაც. სკოლებს, რომლებსაც სურთ აღნიშნულ პროექტში ჩართვა, შეუძლიათ მიმართონ ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
გარდა ამისა, ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის, კომპანია აძლევს საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“ იწყებს. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული, საზაფხულო დასაქმების პროგრამის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი (მე-3, მე-4) კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების სტუდენეტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
“შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი), შემდეგ მიმართულებებში: მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია, ელ. მრიცხველების ლაბორატორია, გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები), შრომის უსაფრთხოება, ენერგოზედამხედველობა, დისპეჩერიზაცია, „scada” და „gis” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა.” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის n19) 7 ივლისს, 11:00 საათზე; აგრეთვე, რეგიონალურ ოფისებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი) 4-დან 7 ივლისის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1faipqlseuxibuqeip-_myenu_drssahpmdxfglkegbzdpmlgm4tsbtw/viewform?usp=sf_link
სტუდენტთა, საბოლოო შერჩევის პროცესში, 12-დან 14 ივლისის ჩათვლით, კანდიდატებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის გაკეთება, თავისუფალ თემაზე – „მომავლის ენერგეტიკა“ , რის საფუძველზეც მოხდება სტუდენტების შერჩევა.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, განაგრძობს სხვადასხვა პროექტების დანერგვას.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი პირველად დაასაქმა
,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ამბროლაურის მომსახურების ცენტრს, თვეზე მეტია ახალი ელექტრიკოსი ჰყავს. 2000 წელს დაბადებული გიორგი არველაძე, კომპანიაში ოფიციალურად 6 ნოემრიდან მუშაობს. ,,ერთი შეხვედით, ადამიანის დასაქმებაში უჩვეული თითქოს არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ მის ასაკს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში, მომავალი თაობის პროფესიონალი ენერგეტიკოსების დეფიციტია, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 18 წლის ახალგაზრდა უკვე ელექტიკოსის პოზიციაზე მუშაობს“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ.
სამსახურის ოფიციალურად დაწყებამდე, გიორგი არველაძემ კომპანიაში 3 თვიანი სტაჟირება გაიარა, სადაც ისწავლა ყველა ის თეორიული თუ პრაქტიკული უნარები, რომელიც აუცილებელია დამწყები ელექტრიკოსისთვის. გიორგი ჯერ კიდევ გამოცდილების დაგროვების ეტაპზეა და შესაბამისად მხოლოდ იმ სამუშაოებს ასრულებს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დაეხმარება გიორგის რომ ამბროლაურის პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს. როგორც კი იქ ელექტრიკოსის პროფესიის შესწავლა იქნება შესაძლებელი და როგორც ამბობენ ეს მალე მოხდება, ის დაიწყებს სწავლას და კიდევ უფრო გააღრმავებს პროფესიულ ცოდნას.
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 21-ე საუკუნეში დაბადებული ადამიანი პირველად დაასაქმა