8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
თიანეთში ქვესადგურის რეკონსტრუქციის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 3 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს
თიანეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებთ 3 მილიონი ლარია. რეაბილტაცია უტარდება მაღალი ძაბვის ქვესადგურს „თიანეთი-110“ და 2 მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, რითაც გაიზრდება მცხეთა-მთანეთისა და კახეთის რეგიონებს შორის ენერგომომარაგების საიმედოობა.
მთლიანად იცვლება და რეკონსტრუქცია უტარდება ქვესადგურში არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს, მონტაჟდება მეორე ძალოვანი ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თიანეთის ენერგომომარაგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს „მაღაროსკარი“, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს თიანეთთან აკავშირებს და მ/ძ გადამცემ ხაზს „კვეტერა“, რომლითაც თიანეთის რაიონიდან ელექტროენერგია ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეწოდება.
სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროეტის განხორციელებაში ჩართული არიან, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი, ისე კონტრაქტორები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.
ბმული გვერდიდან: თიანეთში ქვესადგურის რეკონსტრუქციის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 3 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წლის ანგარიში წარადგინა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2017 წლის მუშაობის ანგარიში და 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ბათუმში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო.
2017 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გააუმჯობესა მაჩვენებლები: აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. 2017 წელს წარმატებით დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა აბონენტს დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები; კომპანიის გაფართოებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში, 2017 წლის აგვისტოში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, რითაც გაზარდა მომსახურების არეალი და გახდა ერთერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია საქართველოში. ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2017 წლის ოქტომბერში ,,bb stable“ რეიტინგის მიღება, რომელიც კომპანიას fitch ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვავს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში; 2017 წელს წარმატებით დაინერგა კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის სისტემა ifs; კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი.
ანგარიშის წარდგენისას, აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2017 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წელს 89 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2018 წელს 92 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2018 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წლის ანგარიში წარადგინა
ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანია, ბათუმში მაღალი ძაბვის ახალი გამანაწილებელი მოწყობილობას ამონტაჟებს, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნული სამუშაოებისთვის 250 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
მაღალი ძაბვის გამანაწილლებელი მოწყობილობის მეშვეობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 10 000-მდე აბონენტი ბათუმის ცენტრალურ უბნებში უფრო სტაბილურ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან: ბათუმის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
ფოთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. კომპანიამ ფოთში მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია განახორციელა, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდა ფოთის ცენტრალური უბნების ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქვესადგურ ფოთი 2-ის რეაბილიტაციაში 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ფოთი 2-ში მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი დამონტაჟდა, რის შედეგადაც 8000 აბონენტი ფოთში უფრო სტაბილურ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან: ფოთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში, ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა
2017 წელს ქ. ბათუმის და ქობულეთის პიკურმა დატვირთვამ 117 მგვტ/სთ-ს გადააჭარბა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25% მეტია; მნიშვნელოვნად გაზრდილია ახალი მიერთებების რაოდენობაც, რამაც გაზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა ახალი სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ამჟამად შეუძლებელია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ერგე 1“-ის არსებული ტექნიკური მდგომარეობის გამო. აღნიშნული ხაზი მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული. შესაბამისად, საჭიროა ხაზის კაპიტალური რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მინიმუმ 2-ჯერ გაიზრდება ხაზის გამტარუნარიანობა და შესაძლებელი გახდება ბათუმის და ქობულეთის საიმედო და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აჭარაში 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ერგე 1-ის“ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა ეკონომიკის სამინისტროს და სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი მთავრობის და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ კიდევ ერთხელ განემარტათ, რომ „ერგე 1“ წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ენერგომომარაგების ერთერთ ძირითად მაგისტრალს. აღნიშნული ხაზით შესაძლებელი გახდება მოსალოდნელი დატვირთვების დაკმაყოფილება და ახალი მიერთებების უზრუნველყოფა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე წარმოადგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების და ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვით ხაზის რეაბილიტაციის შემდეგ, დაცული იქნება ყველა უსაფრთხოების ნორმა. შესაბამისად, ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება. დაშორება მიწასა და სადენს შორის კიდევ უფრო გაიზრდება და გატარდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.
„ერგე 1“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაა, რომელიც სრულად არის დარეგისტრირებული, შესაბამისად ახალი ანძების მონტაჟი იმავე მიწის ნაკვეთებზე განხორციელდება. ხაზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება პირველ ეტაპზე შეადგენს 6 მლნ ლარს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აჭარაში მაღალი ძაბვის ხაზი „ერგე 1“ გახდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების წყარო.
ბმული გვერდიდან: ელექტროენერგიის მოხმარება აჭარაში, ერთი წლის განმავლობაში 25%-ით გაიზარდა
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელის გიორგი სოზაშვილის ცილისწამებასთან დაკავშირებით
2018 წლის 13 ივლისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მცხეთის მომსახურების ცენტრის ტერიტორიაზე, ნაფეტვრებში, კომპანიის თანამშრომლების მიერ აღმოაჩენილ იქნა ტყეში შენიღმული ავტობუსი, რომელშიც განთავსებული იყო ე.წ. მაინერები. აღნიშნული ავტობუსი, აღრიცხვის წრედის გვერდის ავლით, პირდაპირ სატრანსფორმატორო პუნქტიდან, უკანონო მოიხმარდა ელექტროენერგიას. გარდა ელექტროენერგიის დატაცებისა, სრულად იყო დარღვეული ელექტროენერგიის მოხმარების უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით, ადგილზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სწორედ ამის გამო, კომპანიამ განცხადებით მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს. არსებობდა რისკი, რომ აღნიშნული ავტობუსი კიდევ არაერთ წერტილში მოახდენდა მსგავსი სახის უკანონო მოხმარებას, ასევე დაარღვევდა უსაფრთხოების წესებს, რაც სიცოცხლის საფრთხეს შეუქმნიდა მოსახლეობას.
რაც შეეხება ბრალდებებს, კომპანიის თანამშრომლების მხრიდან ფინანსური დაინტერესების შესახებ, არის სრული აბსურდი და ცილისწამება, რადგან ელექტროენერგიის დატაცების ფაქტი სწორედ კომპანიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ოპერატიულად და მიუხედავად შეთავაზებისა, რომ მომხდარიყო ფინანსური გარიგება და არ დაფიქსირებულიყო დატაცება, კომპანიის თანამშრომლებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით, შეადგინეს შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმი. უფრო მეტიც, ამის შემდეგ დაიწყო აღნიშნული მოძრავი საშუალების გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი, სწორედ ამის მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი იყო მეორე მოხმარების წერტილიც.
თავად ფაქტი, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავების სერვერები დამონტაჟებულია ავტობუსში, წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ სწორედ ელექტროენერგიის დატაცების მიზნით არის მოწყობილი მოძრავი საშუალება, რათა მუდმივად გადაადგილდეს ქსელში და მცირე დროის მონაკვეთში მაინც (2-3 დღე) აწარმოოს ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი წილი ეკუთვნის ელექტროენერგიის ხარჯს.
კომპანიაში არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა მსგავსი მოძრავი საშუალებები კიდევ გადაადგილდებოდნენ მის სამოქმედო არეალში და ახდენდნენ ელექტროენერგიის დატაცებას. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის სამსახურებს დავალებული აქვთ მკაცრი კონტროლი განახორციელონ აღნიშნული შემთხვევების პრევენციის და დატაცების ფაქტების მაქსიმალურად შემცირების მიმართულებით.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება „სალვუს დეველოპმენტის“ მფლობელის გიორგი სოზაშვილის ცილისწამებასთან დაკავშირებით
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს
ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის განსაკუთრებულად დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს.
ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.
მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან ძაბვა უხილავია და სახიფათო. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთის!
იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს.
ბმული გვერდიდან: უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის კომპანიის ბალანსზე აღებას გეგმავს
იმის გათვალისწინებით, რომ ბახმაროსა და ბეშუმის მკვებავი და გამანაწილებელი ელექტროქსელები მოძველებულია და მძიმე მდგომარეობაშია, შეფერხდებით ხდება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგება, უსაფრთხოების ნორმები მოსაყვანია არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განიხილავს აღნიშნული კურორტების ქსელის კომპანიის ბალანსზე მიღებას, ენერგო ინფრასტრუქტურის განახლებასა და ბახმაროსა და მეშუმისთვის ელექტრომიწოდების გამოსწორებას. ამჟამად, ბახმაროსა და ბეშუმის ქსელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეთვალყურეობის ქვეშაა და შესაბამისად, კომპანია კონსულტაციებს მათ წარმომადგენლებთან დაიწყებს.
ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, აღნიშნულ კურორტებზე ელექტრომომარაგების პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, როგორც ბახმაროში, ასევე ბეშუმში ხელი შეეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება აღნიშნულ კურორტებზე ინვესტიციების მოსაზიდად, მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ყოველივე კი გამართული და სტაბილური ელექტრომომარაგების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია.
ელექტროქსელის კომპანიის მფლობელობაში გადმოსვლის შემდეგ, დაიგეგმება ყველა ის ღონისძიება, რაც საჭიროა ინფრასტრუქტურის გამართვისა და ქსელის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ბახმაროსა და ბეშუმის ელექტროქსელის კომპანიის ბალანსზე აღებას გეგმავს