eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონს აჭარაში მომზადებული ხვდება
აჭარაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი დაასრულა. პირველი პროექტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მზადება იყო. ზაფხულის სეზონისთვის მზადების ფარგლებში, კომპანიამ რეგიონში არსებულ 7 ქვესადგურს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. აგრეთვე, 22 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა ტრანსფორმატორები, ძველი მიწისქვეშა კებელები ჩანაცვლდა ახლით. სამუშაოები განხორციელდა როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. მხოლოდ აღნიშნული პროექტისთვის კომპანიამ 3 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დღეს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაოები აჭარაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა ქსელის მაქსიმალურად დატვირთვის საშუალებას ცხელ სეზონზე. რეაბილიტირებული და განახლებული ქსელის მეშვეობით კომპანია აუმჯობესებს აბონენტთა მომსახურების ხარისხს, გარდა ამისა მინიმუმამდე დაჰყავს ავარიული გათიშვების ალბათობა. მეორე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აჭარაში დაასრულა, მოიცავდა აბონენტების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ხულოს რაიონის სოფელ რაქვთით დასრულდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება მთელ აჭარაში. გამრიცხველიანების პროექტისთვის კომპანიამ 37 450 000 ლარის ინვესტიცია განახორხციელა. კომპანიის ყველა აბონენტს აჭარაში დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები, რომელთა მეშვეობით ისინი თავად გააკონტროლებენ საკუთარი ელექტროენერგიის მოხმარებას და ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდიან ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. „სოფელ რაქვთაში მრიცხველების მონტაჟით, აჭარაში ჩვენ დავასრულეთ კომპანიის ერთერთი უმთავრესი და პრიორიტეტული, გამრიცხველიანების პროექტი. ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა მაქსიმალურად ეფექტურად წარმართა სამუშაოები, რამაც აბონენტთა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა. გამრიცხველიანების პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავზარდოთ ინვესტიციები საშუალო და მაღალი ძაბვის კუთხით, ქსელის საიმედოობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ – აცხადებენ კომპანიაში.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკურორტო სეზონს აჭარაში მომზადებული ხვდება
fitch ratings-მა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ,,bb“ რეიტინგი მიანიჭა
საერთშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტომ fitch ratings სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გრძელვადიანი რეიტინგი ,,bb’’ რეიტინგი მიანიჭა სტაბილური პროგნოზით. ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოს მიერ, ასეთი მაღალი შეფასება, რათქმაუნდა დიდი წარმატება და იშვიათი გამონაკლისია, რადგან რეიტინგი აღემატება ქვეყნის გრძელვადიან სუვერენულ რეიტინგს- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში. ,,bb“ რეიტინგის მიღება ერთის მხრივ ხაზს უსვავს კომპანიის ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, რაც ყოველი ჩვენი თანამშრომლის ეფექტური საქმინაობის შედეგია, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის დამატებიტი ინვესტიციების მიზოდვის და მომსახურეობის ხარსხის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით“- აღნიშნა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. fitch ratings საკრედიტო რეიტინგების და კვლევის მიმართულებით, ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში ერთერთი წამყვანი საერთაშორისო სააგენტოა. სამომავლოდ ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, fitch ratings-ის რეიტინგებს დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ინვესტორები.
ბმული გვერდიდან:
fitch ratings-მა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ,,bb“ რეიტინგი მიანიჭა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ახალი, რესურსების მართვის შვედური სისტემის, ifs-ის დანერგვა დასრულდა, რომლის მეშვეობით კომპანია შეძლებს უფრო წარმატებით წარმართოს თავისი საქმიანობა და ეფექტურად გამოიყენოს თავისი რესურსები. სისტემა მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის, დოკუმენტმენეჯმენტის და სხვა მოდულებს. ახალი სისტემის საშუალებით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საშუალებას მისცემს უფრო სწორად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.   ifs ერთერთი პოპულარული მართვის სისტემაა მსოფლიოში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის (gartner’s rating-ის თანახმად) შედის პირველ ოთხეულში (sap, oracle, microsoft, ifs). სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად მოახდინა აღნიშნული მართვის სისტემის დანერგვა.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს საკუთარ, არაქართულენოვან თანამშრომლებს, საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. კომპანიის, სამხრეთ საქართველოს ფილიალის, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მომსახურეობის ცენტრების თანამშომლები სახელწიფო ენას უკვე სწავლობენ ადგილებზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, შესაბამისი რეგიონის სასწავლო ცენტრებში. აღნიშნულ სკოლასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შორის მალე გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, სს ენერგო-პრო ჯორჯიასთან შეთანხმებით, უსასყიდლოდ დაგეგმავს და განახორციელებს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სს ენერგო-პრო ჯორჯიას პერსონალისათვის ქართული ენის სწავლებას ენობრივი კომპეტენციის a1, a2, b1, b1+, და b2 დონეებზე. ასევე, უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მაღალ ორგანიზაციულ დონეზე წარმართვას, მსმენელთათვის მოსახერხებელი გრაფიკითა და ენერგეტიკის სფეროს დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებული სასწავლო სახელმძღვანელოების გამოყენებით. ამჟამად, კომპანიის ახალქალაქის და ნინოწმინდას მომსახურების ცენტრების ოცამდე თანამშრომელი პირველ საფეხურს გადის. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სახელმწიფო ენის სწავლებას დაიწყებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მარნეულის, ბოლნისის, გარდაბანის და დმანისის, არაქართულენოვანი თანამშრომლები, რომელთაც სურვილი ექნებათ გაიღრმავონ სახელმწიფო ენის ცოდნა.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს არაქართულენოვანი თანამშრომლები სახელმწიფო ენას სწავლობენ
მწვანე კონცხის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის ქვესადგურ მახინჯაურის რეაბილიტაციას ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება მწვანე კონცხის ენერგომომარაგება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ სამუშაოებში 250 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ მახინჯაურში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, რის შედეგადაც 3 000 აბონენტის ენერგომომარაგება მწვანე კონცხზე უფრო სტაბილური გახდება. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზარდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან:
მწვანე კონცხის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
მესტიის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით. მესტიაში მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ქვესადგურის რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა მესტიის ენერგომომარაგება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ ხუდონში განხორციელდა სხვადასხვა მაღალი ძაბვის მოწყობილობების რეაბილიტაცია, ამორტიზირებული მოწყობილობები რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ავარიული გამორთვების ალბათობას და გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს მესტიისა და მესტიის რაიონის 2000-მდე აბონენტისთვის. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან:
მესტიის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რუსთავში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელი მოაწყო
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ რუსთავში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აბონენტების ენერგომომარაგება რუსთავში. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, გაიჭიმა ახალი მიწისქვეშა კაბელი და მოეწყო შესაბამისი ქსელის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის, ტაბიძის, პუშკინის, ლესელიძის და თოდრიას ქუჩების 1040 აბონენტისთვის. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ რუსთავში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელი მოაწყო
ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
ზაფხულისთვის მზადების ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აგრძელებს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანიამ დაბა ურეკში ახალი მაღალი ძაბვის მიწისქვეშა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება. სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ძველი კაბელის დემონტაჟი და იჭიმენა ახალი მიწისქვეშა სადენი, რის შედეგადაც დაბა ურეკის აბონენტების ენერგომომარაგება უფრო სტაბილური გახდებაა. აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.
ბმული გვერდიდან:
ურეკის საკურორტო ზონის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
5 6 7 8 9