eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ახალი, რესურსების მართვის შვედური ონლაინ სისტემის, ifs-ის დანერგვა დასრულდა. ifs-ის მეშვეობით კომპანია შეძლებს ეფექტურად მართოს არსებული რესურსები, რომლებიც მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის და სხვა მოდულებს. აღნიშნული ახალი სისტემით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია. ifs ერთერთი პოპულარული მართვის სისტემაა ევროპაში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის შედის პირველ სამეულში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად მოახდინა აღნიშნული მართვის სისტემის დანერგვა. დანერგვის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა ifs-ის პოლონური ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სპეციალისტებს კომპანიის სათაო ოფისში, თბილისში ჩაუტარეს შესაბამისი ტრეინინგები.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა
წარმატებით დასრულდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო იურიდიული პირი – სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომელიც აერთიანებს კომპანიის გენერაციის ობიექტებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ელექტრეოენერგიის განაწილების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას, შესაბამისი სადისტრიბუციო აქტივების ფლობას და ექსპლუატაციას. აღნიშნული რეორგანიზაციის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გახდა მომავალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც გამოწვეულია, საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის გაერთიანებაში გაწევრიანებით. კერძოდ – ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მიზნით, დამტკიცებულია 2009/72/ec დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების საერთო წესებს და აღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების იურიდიულ გამიჯვნას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც აქვს გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი კანონმდებლობით რეგულირებული საქმიანობის, ჯგუფმა გამოიყენა აღნიშნული გამოცდილება და წინსწრებით დაასრულა რეორგანიზაციის პირველი ფაზა. რაც შეეხება მომდევნო ცვლილებებს „ენერგო-პრო ჯგუფი“ მიესალმება ევრორეგულაციებისადმი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპზე დაფუძნებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ბაზრის ლიბერალიზაციას და კონკურენციის ზრდას, რაც თავის მხრივ გარანტირებულად გამოიწვევს აბონენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და რეალურად მიახლოებას ევროპულ ხარისხთან. ხაზგასასმელია, რომ უკვე განხორციელებული და სამომავლო რეფორმები არ გამოიწვევს არსებით ცვლილებებს, ენერგო-პრო ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში, სრულად იქნება შენარჩუნებული არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსები, რაც აუცილებელია კომპანიის ეფექტური საქმიანობისათვის.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2016 წლის ანგარიში წარადგინა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო. განხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები თუ პრობლემები. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლები, აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი, წარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ა.შ. აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2016 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს. ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2017 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2016 წლის ანგარიში წარადგინა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები ახალი, სმს მომსახურებით ისარგებლებენ
აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ახალი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისი დანერგა. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს მობილური ტელეფონით მიიღოს ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, მას შეუძლია გამოგზავნოს სმს ნომერზე 91573, სადაც უნდა ჩაწეროს ციფრი 3. სმს მომსახურებას აბონენტები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მიმართავენ კომპანიას მომსახურების ცენტრებში ან დაუკავშირდებიან ცხელ ხაზს (0322471707) და დააფიქსირებენ სურვილს ან კომპანიის საიტზე (www.energo-pro.ge) აბონენტებისთვის განკუთვნილ გვერდზე (http://my.energo-pro.ge/ow/#/login) გაივლიან რეგისტრაციას. გარდა ამისა, აბონენტებს ექნებათ საშუალება სმს-ით სხვა მომსახურების შესახებაც მიიღონ ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს სურს კიდევ ერთხელ გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც მოცემული იყო მისთვის ბოლოს გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, მან მითითებულ ნომერზე ტექსტში უნდა ჩაწეროს ციფრი 1. თუ სმს-ის ტექსტში აბონენტი ჩაწერს ციფრს 2 და ამავე დროს მიუთითებს იმ მობილური ტელეფონის ნომერს, რომელზეც სურს კომპანიის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, მაშინ სისტემაში ძველი ნომერი შეიცვლება ახლით და მომავალში აბონენტს ახალ ნომერზე მიუვა ტექსტური შეტყობინებები. აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში აგრეთვე ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც. ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ მოიწერონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: customers@energo-pro.ge. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტები ახალი, სმს მომსახურებით ისარგებლებენ
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტთა მომსახურებას აუმჯობესებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აბონენტთა მომსახურების ახალი ცენტრები გახსნა. ცენტრის დანიშნულებას წარმოადგენს აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, აბონენტებისთვის კომფორტული მომსახურების გარემოს შექმნა, შემოსულ განცხადებებზე სწრაფი და დროული რეაგირება. ქუთაისის აბონენტთა მომსახურების ახალ ცენტრში, რამდენიმე საათის განმავლობაში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ს აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაცვლიშვილი თავად იღებდა აბონენტებს და პასუხობდა მათ შეკითხვებს. ყველა ახალი მომსახურების ცენტრი იქნება უნივერსალური და მოემსახურება არა მხოლოდ მის ქალაქში არსებულ აბონენტებს, არამედ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ნებისმიერ მომხმარებელს. კიდევ უფრო გამარტივებული იქნება განცხადების მიღებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, რაც აბონენტთა მომსახურების ეფექტურობას გაზრდის. კოპანიის აბონენტთა მომსახურების ცენტრებში, ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში, უშუალოდ ოპერატორთან შემოიტანოს განცხადება და გაიაროს კონსულტაცია მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამ დროისთვის მომსახურების ცენტრები გახსნილია თბილისსა და ქუთაისში. უახლოეს მომავალში აბონენტთა მომსახურების ცენტრები გაიხსნება გორში და კომპანიის სხვა ფილიალებშიც. აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც. ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ მოიწერონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: customers@energo-pro.ge. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტთა მომსახურებას აუმჯობესებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიაში ე.წ. „gender friendly“ გარემოს ქმნის
გენდერული ბალანსის გაუმჯობესება, ენერგეტიკის სფეროში მდედრობითი სქესის თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კარიერული ზრდის თანასწორი მექანიზმების დანერგვა – ეს ის საკითხებია, რომლებზე სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს. ამ კუთხით კომპანია, usaid-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროში არსებული პროფესიები და სამუშაო ადგილები უფრო მიმზიდველია მამაკაცებისთვის, ვინაიდან ასოცირდება ფიზიკურ შრომასთან. მიუხედავად ამისა, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გადააფასა პრიორიტეტები და მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩართულიყო, კომპანიაში გენდერული ბალანსის გაუმჯობესების პროცესში. ამ კუთხით კომპანიაში იცვლება და ინერგება რიგი საკადრო რეგულაციები და პროცედურები. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაციისა და პროფესიულ განათლებაში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მოზიდვის მიზნით, 2016 წლიდან გაეშვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები სტუმრად ეწვივნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 საჯარო სკოლას. მე-8, მე-9 კლასელებს ჩაუტარდათ გაკვეთილები თემაზე ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები, მნიშვნელობა და პერსპექტივები. მოსწავლეთა ნაწილს ჩაუტარდა ექსკურსია კომპანიის კუთვნილ ჰიდრო და აირტურბინულ ელექტროსადგურებზე. გაკვეთილები ჩაატარეს კომპანიაში დასაქმებულმა, ენერგეტიკოსმა ქალბატონებმა, რაც მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის, იყო მკაფიო მესიჯი, რომ დარგი მომხიბვლელია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. გაკვეთილებს, ჯამურად დაესწრო 1500-ზე მეტი მოსწავლე, როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. პროექტს ექნება პერმანენტული ხასიათი. კომპანიაში მოქმედი წესების საფუძველზე, სამსახურის მაძიებელთა ე.წ. გაფილტვრა არ ხორციელდება გენდერული ნიშნის მიხედვით. დასაქმების პროცესში, კომპანიაში არსებულ პოზიციათა აბსოლიტური უმრავლესობისთვის გამოიყენება პროფესიული ტესტირების მექანიზმი, რაც გამორიცხავს რაიმე სახის სუბიექტივიზმს. გასაუბრების შემთხვევაში, შერჩევის კომისია, წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს კანდიდატებს. ამავე დროს, შერჩევის კომისიის დაკომპლექტება ხდება გენდერული ნიშნის გათვალისწინებით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა გადამზადების საკითხს და სთავაზობს მათ სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა თუ კურსებს: ინგლისური ენის და კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსების მონაწილეთა შერჩევისას, სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად გათვალისწინებულია და დაცულია გენდერული ბალანსის საკითხი. 2016 წლის ბოლოს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ მონაწილეობა მიიღო მე-3 გლობალურ ფორუმში – „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ (პანამა), სადაც დააფიქსირა კომპანიის მიღწევები ამ მიმართულებით და მიიღო მაღალი შეფასება. „მიუხედავად, უკვე გადადგმული ნაბიჯებისა, არსებული სიტუაცია არ არის საკმარისი გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით და კომპანია გააგრძელებს აქტიურ მუშაობს ამ მიმართულებით“ – განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიაში ე.წ. „gender friendly“ გარემოს ქმნის
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში
ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ–ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია შედის 10 ყველაზე მსხვილ კომპანიათა რიცხვში. დღესდღეობით, სს ენერგო-პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებულია 5400 თანამშრომელი. კომპანია ახორციელებს ღია და გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკას. სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კომპანიის მთელი მომსახურების არეალის მასშტაბით საქართველოს რეგიონებში. კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებს ტესტირებას. კონკურსი არის გამჭვირვალე და კანდიდატების შერჩევა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით. ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები, რომლთა საფუძველზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება ან საწარმოო პრაქტიკები მათთვის საინტერესო დარგში, პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით. სწავლების პროცესის დასრულების შემდგომ, სტაჟიორებს უტარდებათ პროფესიული ტესტირება, რომლის საფუძველზე დგება პოტენციურ თანამშრომელთა რეიტინგი და ყველა წარმატებულ კანდიდატს ეძლევათ კომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა. კომპანიაში არსებული, პერსონალის კარიერული განვითარების ეფექტური და ეფექტიანი სტრატეგია, უზრუნველყოფს ქვედა რგოლის თანამდებობებზე მომუშავე, წარმატებული პერსონალის სწრაფ პოზიციურ დაწინაურებას. ეს კი, თავის მხრივ რეგიონებში იწვევს ქვედა დონის პოზიციების გამოთავისუფლებას და ვაკანტური ადგილების გაჩენას. აქედან გამომდინარე, რეგიონებში ხშირად ცხადდება დასაქმების კონკურსები. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია სისტემატურად ატარებს პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს და ზრუნავს ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ვინაიდან კომპანიის პერსონალი წარმოადგენს მის ყველაზე ღირებულ აქტივს.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალციხის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას. კომპანიამ „ჰაკათონი 2017“ მონაწილე, ახალციხის პროფესიული სასწავლებლის – “ოპიზარის”, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტებს, ფულადი ჯილდო გადასცა. სტუდენტებმა კონკურსზე წარმოადგინეს „ულტრაბგერითი სამაჯური უსინათლოთათვის“, რომლის მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში (მაგ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში). სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფავორიტ გუნდს, რომლებიც დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ულტრაბგერითი სამაჯურის იდეასა და მის პროტოტიპზე, ექნება საშუალება, მიღებული ფულადი ჯილდოს მეშვეობით დახვეწოს ინოვაცია და მოახდენოს მისი შემდგომი რეალიზება. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად იყო ჩართული პროექტის მიმდინარეობაში, სპონსორის რანგში, ასევე კომპანიის წარმომადგენელი იყო ჟიურის წევრი. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და „euhack“. „ჰაკათონი 2017-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ცხრა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დაკომპლექტებულმა, სტუდენტურმა გუნდებმა, კოლეჯებში არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიებისა და „ტექნოპარკის“ შესაბამისი ბაზის გამოყენებით, შექმნეს საინტერესო პროექტები – იდეების პროტოტიპები. პრეოფესიული განათლების პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული პროექტი იყო ერთერთი იმ მრავალრიცხოვან პროექტთაგანი, რომელსაც მხარი დაუჭირა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“. ზოგადად, ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალციხის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადასცა
4 5 6 7 8