8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების 94% უკვე გამრიცხველიანებულია
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად განაგრძობს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას რეგიონებში. კომპანია ემსახურება მილიონზე მეტ აბონენტს, რომელთა დაახლოებით 94% უკვე გამრიცხველიანებულია, წლის ბოლომდე კი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველებით ისარგებლებს კომპანიის აბონენტების დაახლეობით 98%.
მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე გამრიცხველიანდა 34 სოფლის 4500-მდე აბონენტი, რაშიც კომპანიამ განახორციელა 1 575 000 ლარის ინვესტიცია.
ამჟამად, „ენერგო-პრო ჯორჯია“ გამრიცხველიანების სამუშაოებს ახორციელებს 57 სოფელში. გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს, ის მოიცავს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, რომლის ფარგლებშიც 0,4 კვ ძაბვის ქსელში ამორტიზირებული საყრდენები და სადენები იცვლება ახალი ბოძებითა და სადენებით.
„რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება. ის ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტია. ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. გამრიცხველიანების უმნიშვნელოვანესი პროცესის მთლიანად დასრულების შემდეგ, კომპანია კიდევ უფრო გაზრდის ინვესტიციებს საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელში.“ – განაცხადა სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა გრიგოლ მამისეიშვილმა.
გამრიცხველიანების გეგმის მიხედვით, 2016 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს 40 000 აბონენტის გამრიცხველიანებას, რაც გულისხმობს 14 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას და პროექტი სრულად ფინანსდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების 94% უკვე გამრიცხველიანებულია
„ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „litostroj power“ და „Čkd blansko engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ
სასტუმრო „courtyard marriott“-ში გაიმართა „litostroj power“-ის ჯგუფის წევრი „Čkd blansko engineering“-ის და ქართულ ენერგოსექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც „Čkd blansko engineering“-მა თავისი პროდუქცია წარმოადგინა. 2006 წლიდან Čkd blansko engineering წარმოადგენს „litostroj power“ ჯგუფის წევრს, რომლის 100% წილის მფლობელი არის „ენერგო-პრო ჯგუფი“.
„litostroj power“-ის ჯგუფის წევრი „Čkd blansko engineering“ წარმოადგენს საინჟინრო საწარმოს, რომელიც ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურებისთვის ჰიდროტექნიკური მოწყობილობების და მანქანა-დანადგარების, სატუმბი სადგურებისა და ყველა ტიპის და ზომის სტანდარტული ჰიდროტურბინების, ტუმბოებისა და ტუმბო-ტურბინების წარმოებასა და მიწოდებას; აგრეთვე, ჰიდროტურბინების დამზადებისთვის საჭირო სპეციალიზირებული და თანამედროვე დაზგების წარმოებას, დაპროექტებას და განვითარებას. ახალი მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გარდა, კომპანია, აგრეთვე, ეწევა არსებული დანადგარების რეკონსტრუქციას, მოდერნიზაციასა და კაპიტალურ შეკეთებას.
წარმოების 100 წლიანი გამოცდილების მქონე „Čkd blansko engineering“ პროექტებს ახორციელებს 60-ზე მეტ ქვეყანაში; გამოშვებული აქვს 800-ზე მეტი ჰიდროტურბინა და მსხვილი სატუმბი დანადგარი, 1200-ზე მეტი მსხვილი ამწე. კომპანიას ფილიალები აქვს კანადაში, სლოვენიაში და ჩეხეთში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა თურქეთში ახალი საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით.
„litostroj power“-ის ჯგუფის წევრი „Čkd blansko engineering“ არის სერტიფიცირებული კომპანია, რომელიც ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს iso 9001 (ხარისხი), iso 14001 (გარემოსდაცვა), ohsas 18001 (უსაფრთხოება), iso 3834 (შედუღების ხარისხი).
„Čkd blansko engineering“-მა წარმოადგინა ინფორმაცია არა მხოლოდ განხორციელებული პროექტების შესახებ, არამედ გააცნო საზოგადოებას კომპანის ტექნიკური შესაძლებლობები. კონფენრენციაზე წარმოებული პროდუქციის შესახებ დასმულ შეკითხვებს გაეცა პასუხები. „litostroj power“-ის ჯგუფის წევრ „Čkd blansko engineering“ საქართველოში უკვე აქვს განხორციელებული რამდენიმე პროექტი. პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მხრიდან გამოითქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი და დაიგეგმა შეხვედრები.
ბმული გვერდიდან: „ენერგო-პრო ჯგუფში“ შემავალი კომპანიები „litostroj power“ და „Čkd blansko engineering“, საქართველოში კომპანიებს საკუთარ პროდუქტებს და მომსახურებას სთავაზობენ
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაფხულის სეზონს საკურორტო ზონებში მომზადებული ხვდება
ზაფხულის სეზონზე, საკურორტო ზონებში მნიშვნელოვნად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ტურისტულ რაინოებში ელექტროენერგიის ხარისხიანი და სტაბილური მიწოდების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ინვესტიციების ფოკუსირებას ქსელის საიმედოობის გაზრდასა და რეაბილიტაციაზე აკეთებს. ამ მიზნით, კომპანიამ აჭარის და გურიის რეგიონში მილიონობით ლარის ინვესტიცია განახორციელა.
დღეს, ბათუმში 110 კვ ქვესადგურში „ბათუმი 4“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ. ამჟამად, მიმდინარეობს ქვესადგურის სრული რეკონსტრუქცია, არსებულ ტრანსფორმატორს დაემატება ორი ახალი ტრანსფორმატორი, რითაც სამჯერ გაიზრდება ქვესადგურის მიერ გატარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე. სამუშაოები დასრულდება საზაფხულო სეზონის დადგომამდე და განახლებული ქვესადგური უზრუნველჰყოფს ბათუმის განსაკუთრებით დატვირთული უბნების ენერგომომარაგების სტაბილურობას.
გარდა ამისა, მიმდინარეობს 110 კვ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების „ადლია 1“ და „ადლია 2“ სრული რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკურორტო სეზონის დადგომამდე დასრულდება. განახლებული გადამცემი ხაზები სრულად უზრუნველჰყოფენ მთლიანად ქ. ბათუმის საიმედო ენერგომომარაგებას.
მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ბათუმის ბულვარში, სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის სხვა ქუჩებზეც. ამავდროულად, ქობულეთის სანაპირო ზოლში მიმდინარეობს 35 კვ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველჰყოფს ქობულეთის სანაპირო ზოლის ენერგომომარაგების სტაბილურობას, გაზრდილი მოხმარების პირობებში. რაც შეეხება გონიოსა და კვარიათს, სანაპირო ზოლის მკვებავ 10 კვ გადამცემ ხაზს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზაფხულის სეზონს საკურორტო ზონებში მომზადებული ხვდება
გუდაურის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ 20 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ დაასრულა მაღალი ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია დაბა გუდაურში. რეაბილიტაციის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაბა გუდაურის ენერგეტიკული ქსელის ინფრასტრუქტურა, რაც ზამთრის ტურისტულ სეზონზე ხელს შეუწყობს კურორტის სტაბილურ და უსაფრთხო ენერგომომარაგებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ მოახდინა 20 000 ლარამდე ინვესტიცია.
სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს და მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატრანსფორმატორო პუნქტებს, სადაც დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცველები. ავარიის დროულად ლიკვიდაციის და საჭირო გადართვების მყისიერად განხორციელების მიზნით, დამონტაჟდა 2 მაღალი ძაბვის გამთიშველი. სამუშაოების წარმოების პროცესში, კომპანიის ტექნიკური სამსახური და შესაბამისი ტექნიკა სრულად იყო მობილიზებული.
დაბა გუდაურში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ემსახურება 2 000 აბონენტს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება ხორციელდებოდა ალტერნატიული წყაროდან; შესაბამისად, მათ ელექტროენერგია უწყვეტად მეწოდებოდათ.
ბმული გვერდიდან: გუდაურის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ 20 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში გადამზადდნენ
საქართველოს სხვადასხვა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებმა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში პრაქტიკული სწავლება გაიარეს. სწავლების მიზანს, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საგანმანათლებო პროგრამის პედაგოგების გადამზადება წარმოადგენდა.
პედაგოგებმა დაათვალიერეს კომპანიაში არსებული მრიცხველების შემოწმების სტაციონარული ლაბორატორია, დამცავი საშუალებების გამოსაცდელი სტაციონარული ლაბორატორია, ელექტროგადამცემი ხაზების დიაგნოსტიკური მობილური ლაბორატორია; ასევე ადგილზე გაეცნენ კომპანიის მთავარი სადისპეტჩეროს მუშაობის სპეციფიკას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა, ჩაატარეს პრეზენტაციები კომპანიის საქმიანობისა და დასაქმების პროცედურების შესახებ. კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინჟინერმა ჩაატარა სწავლება, უსაფრთხოების ნორმების თანამედროვე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„სს ენერგო-პრო ჯორჯიაში მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგში მოღვაწე პედაგოგებისთვის. ის დაგვეხმარება დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის განვითარებაში“ – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა შორენა ჯაფარიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრაქტიკულ სწავლებას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული თანამშრომლობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი – დარგში მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
ბმული გვერდიდან: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში გადამზადდნენ
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დარგის პოპულარიზაციის მიზნით კიდევ ერთ პროექტს იწყებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ usaid-თან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში „საჩვენებელ გაკვეთილებს“ ჩაატარებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
სწავლების პერიოდში, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლები აუხსნიან ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონებსა და ხიფათის შემცველ სიტუაციებს; ჩაატარებენ ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე ცდებს და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, კომპანიისგან სკოლებს საჩუქრად გადაეცემა ჰიდროელექტროსადგურები სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები, ბუკლეტები და სწავლებაზე დასწრების სერტიფიკატები.
რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია კომპანიის შვილობილ აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დარგის პოპულარიზაციის მიზნით კიდევ ერთ პროექტს იწყებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს
დაბა ბაკურიანში ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. ამ კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ ძაბვის საფიდერო ხაზი, აგრეთვე დამონტაჟდება ახალი მიწისქვეშა საკაბელო სისტემა, განხორციელდება 35 კვ ქვესადგურების და გამანაწილებელი პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას.
დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს
დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რეგიონებში უფროსკლასელებს საჩვენებელი გაკვეთილები ჩაუტარა. კომპანია აღნიშნულ პროექტს usaid-თან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში ახორციელებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
საჩვენებელ გაკვეთილებზე, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლებმა გააცნეს ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდები; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონები და ხიფათის შემცველი სიტუაციები; ჩაატარეს ელექტროობასთან დაკავშირებული მცირე ცდები და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, იმ სკოლების ნაწილს, სადაც უკვე ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილები, კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ჰიდროელექტროსადგურების სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები და სერტიფიკატები.
დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, რუსთავის #4 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჩვენებელ გაკვეთილებთან ერთად, ჩაუტარდათ ექსკურსია „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს შვილობილ, აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს