8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ენერგო–პრო ჯორჯიაში საქმდებიან
ენერგო–პრო ჯორჯია წარმატებით განაგრძობს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტს. სწავლის დასრულებისთანავე, საქართველოს რეგიონებში დასაქმდა 6 კურსდამთავრებული; ხოლო ახლო მომავალში დასაქმდება კიდევ 7; გარდა ამისა, მაღალი რეიტინგის მქონე ყველა კურსდამთავრებული, რომელმაც გაიარა სწავლება პროფსასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიაში ვაკანსიის გამოჩენისთანავე დასაქმდება შესაბამის სპეციალობაზე. აღნიშნული დასაქმების პროექტი, ხელს უწყობს ელექტროენერგეტიკული დარგის პოპულარიზაციას და კვალიფიციური ტექნიკური კადრების განვითარებას.
ივნისიდან ენერგო–პრო ჯორჯია იწყებს პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის მესამე ეტაპის განხორციელებას. პროექტში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ტექნიკური განხრის პროფესიული სასწავლებელი. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უკვე ჩააბარეს მისაღები გამოცდები და ჩაირიცხნენ პროფესიულ სასწავლებლებში. პირველი ორი ეტაპის მსგავსად, 10 თვიანი სწავლების შემდეგ წარმატებული სტუდენტები, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, სტაჟირებას გაივლიან ენერგო–პრო ჯორჯიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
ბმული გვერდიდან: პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულები ენერგო–პრო ჯორჯიაში საქმდებიან
ენერგო–პრო ჯორჯია ახალი ტრეინინგ ცენტრის გახსნაზე მუშაობს
ენერგო–პრო ჯორჯია მალე ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ტრეინინგ ცენტრს გახსნის. ტრეინინგ ცენტრი ჩამოყალიბდება კომპანიის ბაზაზე და დაკომპლექტდება კვალიფიციური ტრენერებით. ცენტრის მიზანია პროფესიული და საკვალიფიკაციო ტრეინინგების ჩატარება, აგრეთვე თანამშრომელთა ან პოტენციურ თანამშრომელთა გადამზადება–სწავლება. ტრეინინგ ცენტრის მუშაობა ხელს შეუწყობს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, დაეხმარება მათ შრომითი პოტენციალის რეალიზაციასა და პროფესიონალიზმის განვითარებაში.
ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრი განახორციელებს როგორც შიდა, ისე გარე ტიპის ტრეინინგებს. კვალიფიციური ტრენერები ჩაატარებენ საკლასო ტიპის ჯგუფურ სწავლებას, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ელექტრონული კურსების ჩატარება და რაც მთავარია, ტრეინინგის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სასწავლო პრაქტიკა; აღნიშნული კი ენერგეტიკის დარგში მომუშავე კადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
პირებს, რომლებიც გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსს ან ტრეინინგს ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრში, გადაეცემათ სერთიფიკატები; ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე პირებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების საშუალება.
გარდა ამისა, ენერგო–პრო ჯორჯიას ტრეინინგ ცენტრი გამოირჩევა იმითაც, რომ შესაძლებლობა ექნება მომსახურება გაუწიოს სხვა კომპანიებსაც; კერძოდ, ჩაატაროს სხვა კომპანიის ან ფიზიკური პირის მიერ დაკვეთილი კონკრეტული ტრეინინგი ან სასწავლო კურსი.
სასწავლო კურსების ჩატარება, დამკვეთის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ენერგო–პრო ჯორჯიას შენობაში სპეციალურად გამოყოფილ ფართში. ტრეინინგის ოთახი მოეწყობა ევროსტანდარტების შესაბამისად და აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ბმული გვერდიდან: ენერგო–პრო ჯორჯია ახალი ტრეინინგ ცენტრის გახსნაზე მუშაობს
2016 წ. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელთა ჯანმრთელობას დააზღვევს „აისი ჯგუფი“
გაცნობებთ, რომ 2016 წ. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელთა ჯანმრთელობის მზღვეველი კომპანიის გამოვლენის მიზნით გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბაზარზე მოქმედმა 8 კომპანიამ.
საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით შეიქმნა ჯანმრთელობის დაზღვევის შერჩევის კომისია, რომელიც შედგებოდა კომპანიის ყველა დეპარტმენტის მინიმუმ თითო თანამშრომლისგან. კომისიამ, ხმათა უმრავლესობით (70%-ით) გამოავლინა გამარჯვენბული კომპანია.
2016 წ. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელთა ჯანმრთელობას დააზღვევს „აისი ჯგუფი“.
მნიშვნელობანი სიახლე – კომპანიის გადაწყვეტილებით ქვედა, ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათის (ენერგო პაკეტის), ღირებულება 100%-ით დაფინანსდება კომპანიის მიერ, შესაბამისად თანამშრომლისთვის იქნება სრულიად უფასო. სხვა ნებისმიერი პაკეტის არჩევისას, კომპანია თითოეულ თანამშრომლეს დაუფინანსებს 14 ლარს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: მიუხედავად მინიმალური პაკეტის 100%-ით დაფინანსებისა, დაზღვევა თანამშრომლებისთვის არ არის სავალდებულო და შესაძლებელია დაზღვევაზე უარის თქმა.
დაზღვევის პროცესის მართვის მიზნით, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში, თავდაპირველად ყველა თანამშრომელი ავტომატურად იქნება დაზღვეული ქვედა, მინიმალური პაკეტით (ისინიც კი, ვინც არ იყო დაზღვეული 2015-ში). გაითვალისწინეთ – 2015 წლის მონაცემები ოჯახის წევრების შესახებ ავტომატურად არ გადმოვა 2016 წლის დაზღვევაში, შესაბამისად დაზღვევის გაუქმების, სადაზღვევო პაკეტის ცვლილების ან/და ოჯახის წევრების დამატების შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ცვლილებების ასახვა აღნიშნულ პროგრამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თანამშრომელი დარჩება დაზღვეული მინიმალური, ინდივიდუალური პაკეტით.
დაზღვევის გაუქმება ან პაკეტებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: http://192.168.0.147:8080/insurance/login
გისურვებთ ჯანმრთელობას!!
ბმული გვერდიდან: 2016 წ. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელთა ჯანმრთელობას დააზღვევს „აისი ჯგუფი“
ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადამ ექსტრემალურ ვითარებაში წარმატებით შეასრულა ურთულესი სამუშაო
სს „ენერეგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ტექნიკური ბრიგადა ალპურ ზონაში 4 საათის განმავლობაში მუშაობდა. დაზიანებული 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „მოაშის“ აღდგენის მიზნით, სამუშაო ლენტეხის რაიონის კურორტ მოაშთან 5 კმ-ში, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე მიმდინარეობდა. ხაზის ავარიულ მონაკვეთთან ბრიგადა ვერტმფრენმა დატოვა, რადგან რთული რელიეფის და დიდთოვლობის გამო, დაზიანების ადგილამდე მისვლა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ფიქსირდებოდა -15 c0 ტემპერატურა და ამ პირობებში კომპანიის თანამშრომლებს მოუწიათ ხელით სამუშაოების შესრულება.
ერთი კვირის განმავლობაში, ალპურ ზონაში სამუშაოების დაწყებამდე, კომპანიის ქუთაისის, ზესტაფონის, რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალი ძაბვის სამსახურის თანამშრომლებს, ასევე, რთულ პირობებში უწევდათ „მოაშის“ ტრასის შემოვლა-დათვალიერება.
გადამცემი ხაზი „მოაში“ არის დაბა მესტიის ძირითადი მკვებავი ხაზი, ასევე ამარაგებს ელექტროენერგიით მესტიის რაიონის სოფლებს და ახლადგახსნილ სათხილამურო კურორტ თეთნულდს, შესაბამისად აღნიშნული ხაზის აღდგენა მეტად მნიშვნელოვანი იყო კომპანიისთვის. ,,ყველაზე დიდი რისიკი კი ის იყო, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ვერტმფრენი ვეღარ შეძლებდა ავარიის ადგილას დაბრუნებას და თანამშრომელთა გამოყვანა შეუძლებელი გახდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა თანამშრომლებმა გამოთქვეს მზადყოფნა და წინასწარ შეთანხმებულ დროის მონაკვეთში, წარმატებით მოახდინეს ავარიული მონაკვეთის აღდგენა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, ნამდვილად საამაყო და დასაფასებელია, რომ ასეთი პროფესიონალები ემსახურებიან საქართველოს ენერგეტიკას“- განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან: ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადამ ექსტრემალურ ვითარებაში წარმატებით შეასრულა ურთულესი სამუშაო
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
საქართველოში არსებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის,ელექტროინჟინერიის, სხვა ტექნიკური და ფინანსური მიმართულებების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, თბილისში და რეგიონებში საშუალება ეძლევათ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტები სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ.
,,დასაქმების პროგრამა ჩვენს კომპანიაში გამჭვირვალედ და საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს მრავალი წელია. ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტები მუდმივად იღებენ ჩვენგან სხვადასხვა შეთავაზებას, თუმცა ახლა ვეპატიჟებით არა მხოლოდ მომავალ ენერგეტიკოსებს, არამედ სხვა მიმართულებით დასაქმების მსურველებსაც. სტუდენტები სფეროების მიხედვით გადანაწილდებიან სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში და გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას, რა დროსაც უშუალოდ ჩაერთვებიან კომპანიის ოპერირების პროცესებში. რაც მთავარია, თუ ისინი თავს გამოიჩენენ, ჩვენგან არა მხოლოდ საზაფხულო დასაქმების, არამედ სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებასაც მიიღებენ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
დასაქმების პროგრამა მოიცავს უშუალოდ სამუშაო პროცესში ჩართულობას, თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას. მათ უხელმძღვანელებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ პროფესიონალი მენტორები.
დაინტერესებული სტუდენტები დაუკავშირდით სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ პერსონალის შერჩევის და კარიერის მართვის განყოფილების უფროსს თეონა ჩხეიძეს 577350050, ან გამოაგზავნეთ cv მისამართზე: vacancy@energo-pro.ge
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება
აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრში ახალი კომპიუტერული პროგრამა დაინერგა. პროგრამა მთლიანად მორგებულია კოპანიის ბიზნეს პროცესებზე, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის შემოსული ზარების დამუშაევებას და მათზე რეაგირებას.
აბონენტთა მომსახურების კუთხით, იცვლება მოხმარებბელთა მხირდან დაფისირებული დავალების გადაცემის ფრომაც, რაც შესაძლებელს გახდის აბონეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას უფრო სწრაფად და ეფქტურად. ქოლ ცენტრი აღჭურვილი იქნება ინტერაქტიული ხმოვანი შეტყობინების სისტემით, რაც მომხმარებლისთვის შესაძლებელს ხდის გარკვეული ტიპის ინფორმაციის მღებას უშუალოდ ოპერატორთან დაკავშირების გარეშე.
მიმდინარე წლის აპრილიდან განხორციელდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციონალური რესტრუქტურიზაცია; შედეგად, გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა და ახალი სტრუქტურა მიმართული იქნება უფრო მეტ ზარზე რეაგირებისთვის – ნაპასუხები ზარების პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას.
ბმული გვერდიდან: „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის მუშაობა უფრო ეფექტური გახდება
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შეთავაზება აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან
#აირჩიესინათლე - ამ სლოგანით მიმართავს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აბიტურიენტებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ან კოლეჯებში განაგრძონ სწავლა, თუმცა, კონკრეტული პროფესია ჯერ არ აურჩევიათ.
"წარმატებულ სტუდენტებს კომპანია დაუნიშნავს სტიპენდიებს, სწავლების ბოლოსკენ ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ჩვენთან და დასრულების შემდეგ ისინი დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. ჩვენი ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში და კოლეჯებში სწავლის მსურველების რეგისტრცია უკვე დაწყებულია“ - განაცხადა სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, აქცენტი ასევე გაკეთდება გენდერულ საკითხებზე. იმ შემთხვევაში, თუ გოგონები ჩააბარებენ ელექტროობის მიმართულებაზე, კომპანია მათ უპირობოდ შესთავაზებს აღნიშნულ პირობებს.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც პროფესიულ სასწავლებლებთან და კოლეჯებთან ისე უმაღლეს სასწავლებლებთან. პერიოდულად ფორმდება მემორანდუმები მათთან. კომპანიის წარმომადგენლები საჯარო თუ კერძო სკოლებში ატარებენ არაფორმალურ გაკვეთილებს, სადაც მოზარდებისთვის გასაგებ ენაზე ხდება დარგის წარდგენა. "ჩვენ გვსურს, რომ მომავალმა თაობამ აირჩიოს ენერგეტიკის პროფესია, რადგან უკვე არსებული ადამინური რესურსის დეფიციტი კიდევ არ გაღრმავდეს. ამისთვის მუშაობა კიდევ გაგრძელდება და მომავალი სტუდენტები "ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ სხვადასხვა შეთავაზებას მომავალშიც აქტიურად მიიღებენ“ - განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.
ბმული გვერდიდან: ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ შეთავაზება აბიტურიენტებს, რომლებიც პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების სტუდენტები გახდებიან
გენდერული საკითხები და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა „ენერგო-პრო ჯორჯია-ში
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ენერგეტიკის სექტორში გენდერული ბალანსის დაცვის ხელშეწყობის მიზნით, განაგრძობს პროექტების განხორციელებას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ გლდანისა და თემქის რაიონების ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში კომპანიას პარტნიორობა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაციამ world vision. მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჯერ ეწვივნენ კომპანიის სასწავლო ცენტრს, ხოლო შემდეგ ზაჰესის ჰიდრო ელექტროსადგურს. პროექტში ჩართული იყო 15 მოსწავლე – 9 გოგონა და 6 ვაჟი.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სასწავლო ცენტრში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია, სადაც მათ გააცნეს თუ როგორ შეუძლიათ ჩაერთონ პროფესიულ განათლებაში, რა მექანიზმები და ხელისშემწყობი პროგრამები არსებობს კომპანიაში მათი შემდგომი დასაქმებისა და კარიერის განვითარებისათვის. პრეზენტაციის შემდეგ, მოსწავლეებს ჩაუტარდათ გაცნობითი ექსკურსია ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე, სადაც მათ დაათვალიერეს ჰესის მართვის ფარი, სამანქანე დარბაზი და კაშხალი.
„ეს აქტივობა არის, კომპანიის სტრატეგიის ნაწილი – დარგში მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოთ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, რაც მიზნად ისახავს გოგონების ჩართულობის გაზრდას. მოტივაციის მიზნით, წარჩინებულ მოსწავლეებს ჩვენი პროექტის ფარგლებში ვთავაზობთ ყოველთვიურ სტიპენდიას და რაც მთავარია სწავლის დასრულების შემდეგ ვაძლევთ რეალური დასაქმების შესაძლებლობას ჩვენს კომპანიაში“ – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
ენერგეტიკის დარგში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და საქართველოში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან.
ბმული გვერდიდან: გენდერული საკითხები და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა „ენერგო-პრო ჯორჯია-ში