eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
ბოლო 8 თვის განმავლობაში 363 სოფელი გამრიცხველიანდა
ინდივიდუალური გამრიცხველიანება კიდევ 363 სოფელში დასრულდა. ბოლო რვა თვის განმავლობაში სს ენერგო–პრო ჯორჯიამ კომპანიის 58 619 აბონენტს ევროპული სტანდარტების ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟა. გამრიცხველიანების პროექტის საინვესტიციო თანხამ შეადგინა 14 654 750 ლარი. „რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება, რადგან ის ჩვენი კომპანიისთვის ერთერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“– განაცხადა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა. გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კომპანიის გეგმის თანახმად ინვესტიციები გაგრძელდება როგორც ქსელის რეაბილიტაციის, ისე გამრიცხველიანების კუთხით. 2014-2015 წლებში საერთო ჯამში განხორციელდება 75 მლნ ლარამდე ინვესტიცია. ინდივიდუალური გამრიცხველიანება კომპანიის მომსახურების არეალში 2015 წელს დასრულდება.
ბმული გვერდიდან:
ბოლო 8 თვის განმავლობაში 363 სოფელი გამრიცხველიანდა
ელექტროობის მიმართულების წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნებათ - ისინი ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების შეთავაზებასაც მიიღებენ
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ზესტაფონში მდებარე კოლეჯ ,,კონსტრუქტ2ს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. კოლეჯის ელექტროობის მიმართულების წარმატებული სტუდენტებისთვის ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. ,,აირჩიე სინათლე“ - ამ სლოგანით მიმართავს კომპანია მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია.   ,,აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. პროფესიები, რომლებიც აქ ისწავლება და პროფესიონალები, რომლებიც აქ უნდა გაიზარდნონ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული მომავალისთვის, ამიტომ, ყველას გვინდა მოვუწოდოთ, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს არჩეული პროფესია, აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ თუნდაც აღნიშნული კოლეჯის ელექტროობის მიმართულებაზე და ისწავლონ კარგად. თავის მხრივ ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ მათ სტიპენდიას, ანაზღაურებად სტაჟირებას და დასაქმების შეთავაზებას ჰპირდება“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა მამისეიშვილმა.   მსგავსი მემორანდუმების ფარგლებში, კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოში არსებულ უმაღლეს თუ პროფესიულ სასწავლებლებთან. მათი წარმატებული ყოფილი სტუდენტების დიდი ნაწილი სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ უკვე სრულუფლებიანი თანამშრომლები არიან.   ,,გარდა ამისა, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აქტიურად მუშაობს გენდერულ საკითხებზე. თქვენ იცით, რომ გოგონები ნაკლებათ ირჩევენ ენერგეტიკოსის პროფესიას. ამიტომ, მათთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს, აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ და ისწავლიან ,,კონსტრუქტ2“ -ის ენერგეტიკის მამრთულებაზე, კომპანია მათ ყველანაირი წინაპირობის გარეშე ჰპირდება სტიპენდიასაც, ანაზღაურებად სტაჟირებასაც და დასაქმებასაც“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ.
ბმული გვერდიდან:
ელექტროობის მიმართულების წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნებათ - ისინი ანაზღაურებადი სტაჟირების და დასაქმების შეთავაზებასაც მიიღებენ
ქუთაისში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მომსახურების განახლებული ოფისი გაიხსნა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განახლებულ ოფისში, ქუთაისის მომსახურების ცენტრის ადმინისტრაცია, ტექნიკური სამსახური და აბონენტთა მომსახურების სამსახური განთავსდება, რომელიც მომხმარებლებს ადგილზე გაუწევს კონსულტაციას, მიაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას და აქვე მიიღებს მათ განცხადებებს შემდგომი რეაგირებისთვის. ქუთაისის მომსახურების ცენტრის ახალი ოფისი, სს ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურ დირექტორთან ნიკოლაი ნიკოლოვთან ერთად, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქ. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნეს. ქუთაისის მომსახურების ცენტრი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ერთ-ერთი უმსხვილესი ერთეულია აბონენტთა რაოდენობის თვალსაზრისით. ენერგოკომპანია ქუთაისში 70 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურებს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სისტემატურად ატარებს სარებილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს და ახორციელებს ახალ პროექტებს ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში.
ბმული გვერდიდან:
ქუთაისში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მომსახურების განახლებული ოფისი გაიხსნა
ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტების რაოდენობამ 1 000 000 გადააჭარბა
სს ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა კომპანიის მე–1 000 000 აბონენტი დააჯილდოვა. ბათუმში მცხოვრები ზურაბ ბოლქვაძე, რომელიც აბონენტად ახლახანს დაფიქსირდა, კომპანიისგან ელექტროენერგიის 500 ლარიანი ვაუჩერი მიიღო. აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება აბონენტს ნებისმიერ დროს, მისი შეხედულებისამებრ შეუძლია. „ჩვენ სისტემატურად ვაუმჯობესებთ აბონენტთა მომსახურებას. აბონენტების რიცხვმა დღეს უკვე 1 000 000 გადააჭარბა. ენერგო–პრო ჯორჯია საქართველოს ენერგო–ბაზარზე მოღვაწეობს 2007 წლიდან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ აბონენტებს მივაწოდოთ სტაბილური და ხარისხიანი ელექტროენერგია.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა. ამჟამად, ენერგო–პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 15 საშუალო და მცირე ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურებს საერთო ჯამური სიმძლავრით 469,25 მგვტ. კომპანიის გენერაციის აქტივები მოიცავენ რიონჰესს (დადგმული სიმძლავრე 48 მგვტ), გუმათ ჰესების კასკადს (1 დადგმული სიმძლავრე 44 მგვტ და 2 დადგმული სიმძლავრე 22,8 მგვტ), შაორჰესი (დადგმული სიმძლავრე 38,4 მგვტ), ძევრულჰესი (დადგმული სიმძლავრე 80 მგვტ), ლაჯანურჰესი (დადგმული სიმძლავრე 112,5 მგვტ), აწჰესი (დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ), იორის კასკადი (სიონჰესი 9.14 მგვტ, საცხენჰესი 14 მგვტ, მარტყოფჰესი 3.84 მგვტ), ჩითახევჰესი (დადგმული სიმძლავრე 21 მგვტ), ორთაჭალჰესი (დადგმული სიმძლავრე 18 მგვტ), ზაჰესი (დადგმული სიმძლავრე 36.8 მგვტ), კინკიშაჰესი (დადგმული სიმძლავრე 1.4 მგვტ) და ჩხორჰესი (დადგმული სიმძლავრე 3.35 მგვტ); აგრეთვე – გარდაბნის გაზის ელექტროსადგურს დადგმული სიმძლავრით 110 მგვტ. გენერაციის გარდა ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ელექტროენერგიის დისტრიბუციის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 47 265 კმ2 (ფარავს საქართველოს ტერიტორიის 70%) და ემსახურება 1 000 000–ზე მეტი აბონენტს.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტების რაოდენობამ 1 000 000 გადააჭარბა
ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის თანამშრომელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში. მან 2 ოქროს მედალი მოიპოვა; ერთი ძალისმიერ სამჭიდში, ხოლო მეორე – ამოწევაში. მან აგრეთვე შეძლო მსოფლიო რეკორდების გამეორება სამჭიდში, სადაც დააგროვა საერთო ჯამში 590 კგ და ამოწევაში, სადაც გაიმეორა შარშანდელი რეკორდი და ამოწია 220 კგ. რეკორდის დამყარებისთვის გივი მარგველასვილს გადაეცა აბსოლუტური თასი. 25-ე საიუბილეო მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, წოლჭიმსა და ამოწევაში უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდა მიმდინარე წლის 14-17 მაისს. ჩემპიონატში მონაწილეობა 45 ქვეყნის 550–ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გივი მარგველაშვილი ემზადებოდა თვეების მანძილზე. პროფესიით ენერგეტიკოსი, გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სამჭიდით ინტერესდებოდა ბავშვობიდან, თუმცა პროფესიონალურად ამ სპორტით დაკავდა 2010 წლიდან. 2014 წლის მაისში გივი მარგველაშვილი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში. შემდეგ იმავე წლის 7-9 ნოემბერს კიევში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – წოლჭიმში ასწია 140 კგ, ხოლო ამოწევაში 220 კგ, რაც დღემდე აღნიშნულ სპორტში ვერც ერთმა მჩატე წონის (65 კგ) სპორცმენმა ვერ შეძლო. გივი მარგველაშვილი ამჟამად მუშაობს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალში იმერეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის i კატეგორიის მორიგედ.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ენერგო–პრო ჯორჯია ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს
ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. კომპანიის ხელმძღვანელობამ, ენერგეტიკოსთა დღესთან დაკავშირებით ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებსაც კომპანიის საქმიანობასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. კომპანიისგან მათ ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვდა ენერგო-პრო ჯორჯიას 9 თანამშრომელი, რომლებსაც 30 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი აქვთ ენერგეტიკის სფეროში. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს და ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანს ენერგეტიკოსების პროფესიულ დღეს! კომპანია მადლობას უხდის ყველა მის თანამშრომელს კომპანიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. „ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი თანამშრომელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და ვამაყობთ, რომ კომპანიაში მუშაობს არაერთი პროფესიონალი. დღეს კი არის ის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი კადრები“ – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯია ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს
ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალის თანამშრომელი გივი მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში. მან სამი მსოფლიო რეკორდი მოხსნა – წოლჭიმში ასწია 140 კგ, ხოლო ამოწევაში 220 კგ, რაც დღემდე აღნიშნულ სპორტში ვერც ერთმა მჩატე წონის (65 კგ) სპორცმენმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, გივი მარგველაშვილის მესამე რეკორდი დაფიქსირდა მისი საერთო ქულების ჯამით, რომელმაც შეადგინა 570 ქულა. მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა ქ. კიევში 2014 წლის 7-9 ნოემბერს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 34 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. მარგველაშვილის მთვარი მოპაექრე იყო სპორცმენი რუსეთის ფედერაციიდან, რომელსაც მან აჯობა 70 კგ–ით. ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გივი მარგველაშვილი ემზადებოდა თვეების მანძილზე. პროფესიით ენერგეტიკოსი, გივი მარგველაშვილი ძალისმიერი სამჭიდით ინტერესდებოდა ბავშვობიდან, თუმცა პროფესიონალურად ამ სპორტით დაკავდა 2010 წლიდან. ის ვარჯიშობდა ქუთაისის 35–ე სკოლის სპორტულ დარბაზში მისი მწვრთნელის კონსტანტინე ჯანაშიას ხელმძღვანელობით. 2014 წლის მაისში გივი მარგველაშვილი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში. გივი მარგველაშვილი ამჟამად მუშაობს ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ფილიალში იმერეთის მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაციის i კატეგორიის მორიგედ.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ენერგო–პრო ჯორჯია პროფესიულ ტრეინინგებს განაგრძობს
  ენერგო–პრო ჯორჯიამ კომპანიის თანამშრომლებს შემდუღებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგები ჩაუტარა. სასწავლო კურსი გაიარა კომპანიის თანამშრომელმა ტექნიკურ დარგში. ტრეინინგი მიმდინარეობდა ორი კვირის მანძილზე. სასწავლო კურსი ჩაატარა ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ სპეციალურად მოწვეულმა პროფესიონალმა ტრენერებმა შპს „შემდუღებელთა საზოგადოებიდან“. კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული კადრების განვითარების მიზნით, კომპანიის თანამშრომლებმა გაიარეს კურსი ელ. შედუღებაში, აირ შედუღებასა და არგონ შედუღებაში. ამასთან, მათ ჩაუტარდათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი და პრაქტიკული მეცადინეობა. ტრეინინგების დასრულების შემდეგ, ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდები. გარდა ამისა, მათ გაიარეს ატესტაცია და მიიღეს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები. საკვალიფიკაციო ტრეინინგები მეტად მნიშვნელოვანია კომპანიაში პროფესიონალიზმის ხელშეწყობისთვის. აღნიშნული ტრეინინგების შედეგად, ენერგო–პრო ჯორჯია ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების განვითარებას, რაც კომპანიის წარმატებული საქმიანობის ერთერთი წინაპირობაა.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯია პროფესიულ ტრეინინგებს განაგრძობს
1 2 3 4 5