8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს ენერგო–პრო ჯორჯია მემორანდუმს აფორმებს
ენერგო–პრო ჯორჯია დასაქმების ახალ პროექტს იწყებს. ხვალ, 17 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება სს ენერგო-პრო ჯორჯიას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის (15-მდე პროფ. სასწავლებელი). ხელმოწერის ცერემონია გაიმართება განათლების სამინისტროში. ენერგო–პრო ჯორჯიას მხრიდან ხელს მოაწერს კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ნიკოლოვი, სამინისტროს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, ეროვნული ცენტრის მხრიდან ელენე ჯიბლაძე და პროფესიული სასწავლებლების დირექტორები.
ენერგო–პრო ჯორჯიას გადაწყვეტილებით და მემორანდუმის მიხედვით, ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს და მიმდინარე წელს ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე, სწავლების პერიოდში კომპანიისგან მიიღებენ 150-200 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები სს ენერგო–პრო ჯორჯიაში გაივლიან 1-3 თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
„საგრანტო კონკურსის გამოცხადებიდან დღემდე ჩვენთან უკვე შემოვიდა 51 განცხადება. განცხადებების მიღება გრძელდება. პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა შემოიტანონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში ან ფილიალებში, ასევე მათ შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ელექტრონულად კომპანიის ვებ გვერდზე. შემდეგ მოხდება გასაუბრება კანდიდატებთან, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში დაენიშნებათ სტიპენდია ენერგო–პრო ჯორჯიასგან.
კონკურსის პირობების მიხედვით განაცხადის შემომტანი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა, საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ საშუალო განათლება და დაწყებით დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენებს.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან ასევე ბავშვთა სახლებიც. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ შეხვდნენ ბავშვთა სახლების დირექტორებს. შეხვედრის მიზანი იქნება ის, რომ აღსაზრდელებს, რომლებიც მალე დაიწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, მოტივაცია გაუჩნდეთ ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამის სპეციალობებზე. შესაბამისად კომპანია მათ სწავლის განმავლობაში გადაუხდის სტიპენდიას მომავალი დასქმების პერსპექტივით.
ბმული გვერდიდან: სს ენერგო–პრო ჯორჯია მემორანდუმს აფორმებს
ენერგო-პრო - ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც
energo-pro ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.
„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყნაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოვება.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან: ენერგო-პრო - ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც
სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესი ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით გაიმართება. შესაბამისად, საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მეორედ შეხვდა. „სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამოდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიმზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“ - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოვებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ცესკო კომპანიას მიაწვდის საარჩევნო უბნების ზუსტ მისამართებს და ყველა სხვა საჭირო მონაცემს თუ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების შეუფერხებელ ენერგომომარაგებას, ხოლო კომპანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება რომ საარჩევნო პროცესმა უმტკივნეულად ჩაიაროს, ელექტრომომარაგების კუთხით.“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საარჩევნო პროცესის შეფერხების გარეშე დასრულება, როგორც ვხედავთ, ქსელურმა კომპანიამ არჩევნებამდე 18 თვით ადრე დაიწყო მზადება, რაც ადასტურებს ჩვეთვის საკითხის მნიშვნელობას, მითუფრო მაშინ როდესაც პირველად, ყველა უბანზე არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით ჩატარდება. ზოგადად ქსელში ავარიული გათიშვა არასდროს არის გამორიცხული, თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში არსებული ავარიების ოდენობა და სიხშირე ცალკე განხილვის საკითხია და ამაზე უფრო ღიად სასაუბროდაც მზად ვართ, რადგან აქ კომპანიის პასუხისმგებლობა მინიმალურია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, დარწმინებული ვართ, რომ აღნიშნულ კიდევ ერთ გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ და გარდა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობისა, ეს იქნება მკაფიო პასუხი სხვადასხვა ინსინუაციებზე.” - განაცხადა სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს
დღეს ქუთაისში ენერგო–პრო ჯორჯიამ გააფორმა ხელშეკრულება პროფესიული სასწავლებლების 5 სტუდენტთან. სწავლების პერიოდში ენერგო–პრო ჯორჯია აღნიშნულ სტუდენტებს გადაუხდის ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით. ამასთან, სტუდენტები 10 თვიანი სწავლის დასრულების შემდეგ გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას და დასაქმდებიან კომპანიაში. კომპანიასა და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში „იბერია“. სტუდენტები შეირჩნენ ქუთაისის, ოზურგეთისა და ქობულეთის პროფესიული სასწავლებლებიდან „იბერია“, „ჰორიზონტი“ და „ახალი ტალღა“.
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დასაქმების პროექტის ფარგლებში, ენერგო–პრო ჯორჯიას უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება 12 სტუდენტთან.
სტუდენტების დასაქმების პროექტი გაგრძელდება და მეორე ეტაპზე, რომელიც სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ენერგო–პრო ჯორჯია კიდევ 12 სტუდენტს გადაუხდის სტიპენდიას.
„პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.
ბმული გვერდიდან: პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს
ენერგო–პრო ჯორჯიამ დარიალის ხეობაში ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა
ხმოვანი სიგნალი, რომელიც ენერგო–პრო ჯორჯიამ დარიალის ხეობაში სოფელ გველეთში დაამონტაჟა, მოსალოდნელი საფრთხის დროს ამოქმედდება.
„სიგნალის დაფარვის ზოინა მოიცავს 1000 მეტრს. ენერგო–პრო ჯორჯიას ყაზბეგის მომსახურების ცენტრმა განახორციელა სიგნალის და ყველა საჭირო გაყვანილობის მონტაჟი. ადგილზე მორიგეობს მორიგე, რომელიც საშიშროების შემთხვევაში ჩართავს ხმოვან სიგნალს“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა დავით კიკალიშვილმა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, კვლავ დადგება მეწყერის ჩამოწოლის ან სხვა საშიშროება, მომსახურე პერსონალი, რომელიც მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე ხმოვანი სიგნალით მიიღებს გაფრთხილებას.
ბმული გვერდიდან: ენერგო–პრო ჯორჯიამ დარიალის ხეობაში ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა
energo-pro ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა
სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დედა კომპანიამ, energo-pro a.s-მა, უკვე მეოთხედ წარმატებით გამოუშვა 300 მილიონი ევროს არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები. ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (dfc)–ის მიერ. ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც dfc-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში. ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს.
ობლიგაციის მოსალოდნელი რეიტინგია aa1/სტაბილური moody’s-სგან. goldman sachs bank europe se მოქმედებდა, როგორც გარიგების ერთპიროვნული საერთაშორისო კოორდინატორი და ერთპიროვნული რეგისტრატორი.
dfc არის აშშ მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაცია, მისი ვალდებულებები მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის სრული ნდობით და საიმედობიით. აღნიშნული გარანტია მიღებულია როგორც dfc-ის საქმიანობის ნაწილი, მხარდაჭერა გაუწიოს ენერგეტიკის და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს ევროპის და აზიის ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის აქტის-ის შესაბამისად.
energo-pro ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა, აღნიშნულ გარიგებაზე განაცხადა: „ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება energo-pro-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძლევადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით. ჩვენთვის დიდი პატივია გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა dfc, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენს აქტივებისა და ჩვენი ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად.
energo-pro ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“ - განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.
„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყნაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოვება.
მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, ენერგო-პრო ჯორჯიას მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან: energo-pro ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა
ენერგო–პრო ჯორჯიამ ახალი გადამცემი ხაზი ააშენა
ენერგო–პრო ჯორჯიამ ახალი 110 კვ მაღალი ძაბვის სატრანზიტო გადამცემი ხაზის მშენებლობა დაასრულა. 12 კმ სიგრძლის ხაზი „ნიგვზიანი“,110 კვ ქვესადგურ ლანჩხუთი–წევას დააკავშირებს 110 კვ ქვესადგურ ფოთი 2–თან. აღნიშნულ ხაზს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის მნიშვნელოვნად გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობას და იძლევა მეტი სიმძლავრეების გატარების საშუალებას. პროექტის ღირებულება შეადგენს 3,5 მლნ ლარს.
ხაზი ნიგვზიანი ელექტროენერგიას მიაწვდის ურეკისა და ფოთის ზონას. დღემდე აღნიშნულ რაიონებს ელექტროენერგია მიეწოდებოდა 110 კვ ხაზი „ჭალადიდის“ მეშვეობით; ხოლო „ნიგვზიანის“ ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, აღნიშნულ რაიონებს სიმძლავრის მიწოდების თვალსაზრისით გაუჩნდებათ კვების მეორე წყარო; რაც ელექტროენერგიის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიაა.ხაზი ნიგვზიანი ექსპლუატაციაში შევა სექტემბრის ბოლოს.
„ნიგვზიანის ექსპლუატაციაში შესვლით ურეკისა და ფოთის ზონის ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობა გაიზრდება 100 %. რაც ნიშნავს იმას, რომ 110 კვ–ში კომპანიის მიერ განხორციელებული გეგმიური და ავარიული გათიშვების შემთხვევაშიც კი, რომლებიც ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, აღნიშნულ რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება არ შეფერხდება. აღნიშნული ხაზით ავარიული რეჟიმის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ძაბვის მიწოდება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, სამტრედიის, ხონის და ბათუმის ნაწილი მომხმარებლებისთვის ალტერნატიული კვების წყაროებიდან“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ტექნიკურმა მენეჯერმა ალეკო ნემსაძემ.
ბმული გვერდიდან: ენერგო–პრო ჯორჯიამ ახალი გადამცემი ხაზი ააშენა
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დაასაქმების მეორე ეტაპი დაიწყო
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. კომპანიისგან სტიპენდიებს კიდევ 10 საუკეთესო კანდიდატი მიიღებს. ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, მათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე ჩაატარა ერთიანი პროფესიული ტესტირება. შედეგებიდან გამომდინარე პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხულ ახალგაზრდებს, რომელთაც ენერგო–პრო ჯორჯიაში შემოტანილი ექნებათ განაცხადი სტიპენდიის დაფინანსებაზე, ჩაუტარდებათ გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები, რომლებსაც მიეცემათ სტიპენდია. ამ ეტაპზე იგეგმება კიდევ 10-მდე სტუდენტის დაფინანსება“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ტაბატაძემ.
პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამის პირველი ეტაპი განხორციელდა 2014 წლის ივნისში. შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით სს ენერგო–პრო ჯორჯიამ სასტიპენდიო ხელშეკრულება გააფორმა 12 სტუდენტთან 8 პროფესიულ სასწავლებელში. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობამ შეადგინა 150 ლარი.
პროექტის მიმართ დიდი ინტერესის გამო, კომპანიამ დასაქმების საშუალება მისცა არა მარტო სტიპენდიანტებს, არამედ 20 სხვა სტუდენტსაც, რომლებმაც გამოთქვეს კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი. მათ ჩაუტარდათ შუალედური პროფესიული ტესტი, რომელიც მიახლოებული იყო სს ენერგო-პრო ჯორჯიაში დასაქმების საბოლოო ტესტთან. სტიპენდიანტების საშუალო შედეგმა შეადგინა 80.1 %; ხოლო სხვა სტუდენტების საშუალო შედეგმა – 73.4 %.
პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის დასრულების შემდეგ, ან ბოლო ეტაპზე სტიპენდიანტებს და შუალედურ ტესტირებებში მაღალი შედეგების მქონე სტუდენტებს სს ენერგო–პრო ჯორჯია შესთავაზებს 1 ან 2 თვიან სტაჟირებას. სტაჟირების შემდეგ სტუდენტები გაივლიან დასაქმების საბოლოო ტესტირებას და საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში.
ბმული გვერდიდან: პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების დაასაქმების მეორე ეტაპი დაიწყო