eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
წესები
  გამანაწიელებლი ქსელის წესებისაცალო ბაზრის წესები დადგენილება #44დადგენილება #45დადგენილება #46დადგენილება #47საკანონმდებლო მაცნე 80698 - 214სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისობის პროგრამასემეკის 2022 წლის 18 აგვისტოს #36/6 გადაწყვეტილება სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დღეღამური (საათობრივი) დატვირთვის გრაფიკების შექმნისა და პროფილების საშუალებით საათობრივი ხარჯის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის უზრუნველჰყოფის პერიოდის - ვადების გაზრდის თაობაზე სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მოთხოვნების განხილვის შესახებაბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიურისაფასურის ანაზღაურების შესახებ ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრისთაობაზე საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურებისღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელებისვალდებულების დაკისრების შესახებსს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს წერილი სემეკს #20011628სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს წერილი #20002180 სემეკსსს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს წერილი #2344051 სემეკს სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს წერილი სემეკს #2347660 სს "ენერგო-პრო ჯორჯია"ს წერილი სემეკს #2349322სს "ენერგო-პრო ჯორჯია"ს წერილი სემეკს 2360138მესტიის მუნიციპალიტეტში ზემოაღიშნული გადაწყვეტილებების მიღების დროისათვის არსებულ ქსელზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადასს ენერგო-პრო ჯორჯიას წერილი სემეკს #2370386 მსხვილი მომხმარებლების საყურადღებოდ! მსხვილი მომხმარებლის სტატუსი განისაზღვრება ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის (სსე) ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის (ენერგო-პრო ჯორჯია, თელასი) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2020 წლი 28 დეკემბრის n80 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5069902?publication=0 ) შესაბამისად. მსხვილი მომხმარებელი არის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც აქვს ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე (საბითუმო ბაზარი) ვაჭრობის უფლება. მსხვილ მომხმარებელს 2021 წლის 1 ივლისის შემდეგ უფლება ექნება, მიწოდების ხელშეკრულება ერთდროულად დადოს რამდენიმე მიმწოდებელთან. სემეკის 2014 წლის 17 აპრილის n10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 3241 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მქონე მომხმარებლები ვალდებულებები არიან მოაწესრიგონ აღრიცხვის კვანძები: „მუხლი 3241. მსხვილი მომხმარებლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით აღრიცხვის მოწესრიგება 1. იმ საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №80 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელთა ელექტროენერგიის მრიცხველები ვერ აკმაყოფილებს ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნებს, ელექტროენერგიის მრიცხველები უნდა მოწესრიგდეს შემდეგი პირობების დაცვით: ა) ელექტროენერგიის მრიცხველები ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს მსხვილი მომხმარებლის ხარჯით: ა.ა) ა.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ა.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა არ აღემატება ათს; ა.გ) 0.4 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუ მრიცხველების რაოდენობა აღემატება ათს. ბ) მსხვილი მომხმარებლის ქსელზე დაერთებული განაწილების ლიცენზიატის (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) აბონენტების მრიცხველები (ე.წ. „ტრანზიტული მრიცხველები“) ამ წესების 65-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით უნდა მოწესრიგდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხარჯით: ბ.ა) 35/110 და 6/10 კვ ძაბვაზე – არაუგვიანეს 2021 წლის პირველ სექტემბრამდე; ბ.ბ) 0.4 კვ ძაბვაზე – განაწილების ლიცენზიატების (გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები) მიერ წარმოდგენილი და კომისიის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
ბმული გვერდიდან:
წესები
სიმძლავრის გაზრდა
მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მე-11 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად აკონტროლოს და შეზღუდოს ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრე. მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას. მომხმარებლის მიერ „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. მომხმარებელი ვალდებულია, „ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – ელექტრონულად ან მატერიალურად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. თუ 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის მომხმარებელი ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრეს გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით ისე, რომ საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის შეცვლა ან/და ითხოვს მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლას (შეცვლას), ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ახალი ტექნიკური პირობის გაცემა და ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით უზრუნველყოფა) ახალი ტექნიკური პირობის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრე ან/და მოთხოვნილი ძაბვის საფეხური გადადის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების სხვა შეთავაზებულ პაკეტში, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი პაკეტის საფასურს, გამოკლებული ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრული საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მიერთების სიმძლავრეს; ბ) თუ მოთხოვნილი სიმძლავრე არ სცილდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების იმ შეთავაზებული პაკეტის ფარგლებს, რომელსაც შეესაბამება მომხმარებლის არსებული მიერთების ტექნიკური პირობით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრე: ბ.ა) მოთხოვნილი სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია ან/და სხვა მოწყობილობების შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს საფასური, რომელიც იანგარიშება ყოველ კვტ-ისთვის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების შესაბამისი მისაერთებელი შეთავაზებული პაკეტის საფასური გაყოფილი ამ პაკეტის მაქსიმალურ სიმძლავრეზე და გამრავლებული მომხმარებლის მიერ დამატებით მოთხოვნილ კვტ-ებზე; ბ.ბ) თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრის მიწოდება არ საჭიროებს მომხმარებელთან დამაკავშირებელი ელექტრული ქსელისა და აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქციას ან/და სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობასა და დამონტაჟებას მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდა არ ხდება. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა განაცხადით მოთხოვნილ სიმძლავრეზე წესების №2 დანართით შეთავაზებული პაკეტით განსაზღვრულ ვადაში. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-18 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოებზე გადახდილი უნდა იქნეს წესების დანართით №3 განსაზღვრული „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური“ შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. თუ ადგილი აქვს ელექტროენერგიის ფაქტობრივი მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნას 6/10 კვ. ძაბვის საფეხურზე 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის საფეხურზე 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ განმცხადებლის (სიმძლავრის გაზრდის მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება 6/10 კვ და 35/110 კვ ძაბვის მომხმარებლების მიერ იმავე ძაბვის საფეხურზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდაზე.
ბმული გვერდიდან:
სიმძლავრის გაზრდა
ხელშეკრულებები
განაწილების მომსახურების სტანდარტული პირობებიგანაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნაარასტანდარტული პირობებით განაწილების მომსახურების ხელშეკრულება ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა გადაწყვეტილება -განაწილების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცებაუნივერსალური მიწოდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის უნივერსალური მიწოდება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის  ელ.ენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ხელშეკრულება  ბოლო ალტერნატივის მიწოდების ხელშეკრულება ერთზე მეტი აბონენტის ნომრის/ერთზე მეტი მიწოდების მისამართის არსებობის შემთხვევაში  მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობის დამატებითი საფუძვლების განსაზღვრის თაობაზე სემეკი 02.03.2022 გადაწყვეტილება სტანდარტული ხელშეკრულების დამტკიცების შესახებ
ბმული გვერდიდან:
ხელშეკრულებები
კომპანიის პოლიტიკა
კორუფციის და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკამდგრადობის პოლიტიკა გლობალური ქცევის კოდექსი განგაშის (ინფორმირების) პოლიტიკაგარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკაგარემოს დაცვის, სოციალური საკითხების და მართვის პოლიტიკა დასაქმებულთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკაუსაფრთხოების პოლიტიკაშესყიდვების პოლიტიკაშრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკაადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაადამიანის უფლებების პოლიტიკაface up აპლიკაციის გამოყენების ინსტრუქცია
ბმული გვერდიდან:
კომპანიის პოლიტიკა
სტანდარტული დროებითი მიერთება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, 220 ვ ძაბვის 10 კვტ-ის ჩათვლით, და 380 ვ ძაბვის 30 კვტ-ის ჩათვლით, სიმძლავრით დროებით მიერთებებზე, არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 100 მეტრის რადიუსში; ამასთან, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს. პაკეტი   ტიპი   საფასური   შესრულების ვადები 0-10 კვტ 0.22კვ   მარტივი   687   7 სამუშაო დღე   რთული   2673   მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე 0-10 კვტ 0.38 კვ   მარტივი   1159   7 სამუშაო დღე   რთული   3447   მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე 10-30 კვტ 0.38 კვ   მარტივი   1285   7 სამუშაო დღე   რთული   5700   მშენებლობის შეთანხმების მიღებიდან 20 სამუშაო დღე სტანდარტული მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მოგვმართოს ქსელზე დროებითი მიერთების სტანდარტული განაცხადით, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი პაკეტის მიერთების საფასურის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან ქვითარი. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ. მარტივი მიერთება გულისხმობს ისეთ ტიპის მიერთებას, როდესაც ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლისთვის, არ არის საჭირო არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერება (არსებული სადენის კვეთის გაზრდა), ახალი ქსელის მშენებლობა (დამატებითი საყრდენ(ებ)ის მონტაჟი) ან/და რაიმე სახის ნებართვის მიღება და შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძისა შესაბამისი სადენის მოწყობით; რთული მიერთება გულისხმობს სხვა ყველა ისეთი ტიპის მიერთებას, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი ტიპის კატეგორიას. სტანდარტული განაცხადის ფორმაში აუცილებლად უნდა იყოს შევსებული (წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდება ხარვეზი): 1. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, ხოლო არსებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – აბონენტი ნომერი და მისამართი. 2. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სტანდარტული პირობის შესაბამისი პუნქტი. 3. მოთხოვნილი ძაბვა და სიმძლავრე. 4. სხვა აუცილებელი პუნქტები რაც გათვალისწინებულია სტანდარტული განაცხადის ფორმით. განაცხადზე აუცილებელია თანდართული იყოს: 1. სისტემის ოპერატორის მიერ, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მომსახურებისთვის საჯაროდ შეთავაზებული საფასურის ავანსის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 2. მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება. 3. ფოტოსურათი: 3.1. მისაერთებელი ობიექტის, ადგილი და არსებული გამანაწილებელი ქსელის სრულის ხედით 3.2. განამაწილებელი ქსელის იმ ადგილის, საიდანაც გსურთ რომ განხორციელდეს მომარაგება განაცხადზე სასურველია თანდართული იყოს: 1. სისტემის ოპერატორის მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობა (შესაძლებელია ვებ-გვერდიდან ამობეჭდილი ვერსიის თანდართვაც). 2. სხვა დოკუმენტაცია რაც საჭიროა დროებითი მიერთების უზრუნველსაყოფად. დანართი ჩამოტვირთეთ აქ: სტანდარტული დროებითი მიერთების განაცხადის ფორმა
ბმული გვერდიდან:
სტანდარტული დროებითი მიერთება
არასტანდარტული დროებითი მიერთება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით: სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებული საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე. არასტანდარტულია ყველა მიერთება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტული მიერთების პაკეტებით. არასტანდარტულია ასევე, როდესაც მომხმარებლი საკუთარი ნებით ითხოვს არასტანდარტულ მიერთებას. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი სისტემის ოპერატორს მიმართავს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილს, მისაერთებელი ძაბვის საფეხურს და სიმძლავრეს. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერებას, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს ქსელის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №3 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში. დანართი ჩამოტვირთეთ აქ: არასტანდარტული დროებითი მიერთების განაცხადის ფორმა
ბმული გვერდიდან:
არასტანდარტული დროებითი მიერთება
უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთება:
მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიასთან ურთიერთშეთანხმებით, დროებით წინასწარ განსაზღვრული საჭიროებისთვის (ელ.შედუღება, მოხვეწა და ა.შ.) ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე მოიხმაროს ელექტროენერგია, წერს დროებითი მიერთების შესახებ (1 კვირამდე ვადით) განაცხადს. ინდივიდუალური მრიცხველით აღრიცხვის გარეშე ქსელზე დროებითი მიერთება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: · 220 ვ ძაბვაზე (ე.წ. „ფაზა-ნოლი“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, · 380 ვ ძაბვაზე (ე.წ. „3 ფაზა“) მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 30 კვტ-ს, განაცხადში მითითებული უნდა იყოს მიერთების ადგილი, აბონენტის ნომერი (თუ ის უკვე დაფიქსირებულია აბონენტად) აბონენტის ზუსტი დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტიური და იურიდიული მისამართი, გამოსაყენებელი ელექტროდანადგარების ჩამონათვალი მათი მახასიათებლებით (სიმძლავრე, ძაბვა და ა.შ.), სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა, როდესაც დაგეგმილია მოხმარების განხორციელება. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უმრიცხველო (1 კვირამდე ვადით) მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. განმცხადებელმა თავად (თავისი ხარჯებით) უნდა განახორციელოს სამუშაოები და აცნობოს სისტემის ოპერატორს ამის შესახებ, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქსელთან მიერთებას. საფუძველი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის #19 დადგენილების „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ 24-ე მუხლის მე-17 პუნქტი - „მიერთების მსურველი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს,მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს ობიექტზე არსებული დანადგარ(ებ)ის დადგმული სიმძლავრის, მათი დატვირთვის 0.5 კოეფიციენტისა და 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით“. მოხმარებული ელექტროენერგიის ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე ურთიერთშეთანხმებული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს შვიდ კალენდარულ დღეს.   დანართი ჩამოტვირთეთ აქ: უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთების განაცხადის ფორმა
ბმული გვერდიდან:
უმრიცხველო (1 კვირამდე) ვადით მიერთება:
ეტაპი ii
გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპი მოიცავს მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორის მიერ ტექნიკური პროექტის შეთანხმებას და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ „ქსელის წესების“ 121-ე-136-ე მუხლებში მითითებული მოთხოვნების, 138-ე-145-ე მუხლებით განსაზღვრული ოპერატიული შეტყობინებისა და 150-ე-165-ე მუხლებით განსაზღვრული შესაბამისობის ტესტირების წარმატებით დასრულებას.   მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების ii ეტაპი იწყება ზემოაღნიშნული წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერისა და მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადახადი შემდგომ.   მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის განსაზღვრულია მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური, რომელიც დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის მიხედვით და გაანგარიშდება შემდეგნაირად: სადაც,  - ელექტროსადგურის მიერთების წერტილის (ქსელის მზადყოფნის) საფასური;            - ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე;            - ელექტროსადგურის 1 მვტ მისაერთებელი სიმძლავრის საფასური:  2 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის  k= 60 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით);  2 მვტ-დან - 15 მვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მქონე სადგურებისათვის k = 300 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). მაგალითად: 2 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფინის საფასურია 2 × 60 000 = 120 000 ლარი. 3 მვტ-ს მოთხოვნის შემთხვევაში ქსელის მზადყოფნის საფასურია 3 × 300 000 = 900 000 ლარი.   მიერთების მსურველი (განმცხადებელი)  ვალდებულია, მიერთების მეორე ეტაპის საფასური სრულად გადაიხადოს ამ წესების 69-ე მუხლის მე-6 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ხელშეკრულების მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდგომ 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში, რომელიც იანგარიშება შემდეგი წესით:ა. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ქვესადგურში უჯრედის მოწყობისას მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს წინამდებარე წესების დანართი n6-ით განსაზღვრულ სისტემის ოპერატორის ქვესადგურში უჯრედის მოწყობის  შემთხვევაში, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მეორე ეტაპის საფასურისა და ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით დაანგარიშებულ ქსელის მზადყოფნის საფასურების ჯამს.ბ. სისტემის ოპერატორის კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზში შეჭრის შემთხვევაში, მიერთების მეორე ეტაპის საფასური წარმოადგენს მხოლოდ ამ წესების 69-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ ქსელის მზადყოფნის საფასურს.
ბმული გვერდიდან:
ეტაპი ii
15 16 17 18 19