eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია
ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ჩეხური ენერგო–პრო ეი–ეს–ის მფლობელობაში არსებული კომპანია. კომპანია შემოვიდა საქართველოს ენერგო ბაზარზე 2007 წლის 29 ივნისს. აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების ტერიტორიის გათვალისწინებით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ კომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ენერგო–პრო ჯგუფის წევრი; ენერგო–პრო ჯგუფი თავის მხრივ ფლობს ენერგო ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში. ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება დღეს შეადგენს 650 მლნ ევროს. ამდენად, ჩვენ განვაგრძობთ: ქმედებას მდგრადი ენერგო გარემოს შესაქმნელად ჩვენი აბონენტების და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად. ჩვენი აბონენტებისთვის ხარისხიანი ენერგო მომარაგების მიზნით, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, იმისათვის რომ განვავითაროთ და მატერიალურად ვუზრუნველჰყოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის ობიექტები, მოვახდინოთ ქსელის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ მომსახურება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ენერგო საქართველოს სექტორის უსფრთხო განვითარებას; 
ბმული გვერდიდან:
არსებული აბონენტის/ ქსელის მოდიფიკაცია
როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?
ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ჩეხური ენერგო–პრო ეი–ეს–ის მფლობელობაში არსებული კომპანია. კომპანია შემოვიდა საქართველოს ენერგო ბაზარზე 2007 წლის 29 ივნისს. აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების ტერიტორიის გათვალისწინებით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ კომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია არის ენერგო–პრო ჯგუფის წევრი; ენერგო–პრო ჯგუფი თავის მხრივ ფლობს ენერგო ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში. ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება დღეს შეადგენს 650 მლნ ევროს. ამდენად, ჩვენ განვაგრძობთ: ქმედებას მდგრადი ენერგო გარემოს შესაქმნელად ჩვენი აბონენტების და ქართული საზოგადოებისთვის ზოგადად. ჩვენი აბონენტებისთვის ხარისხიანი ენერგო მომარაგების მიზნით, კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები, იმისათვის რომ განვავითაროთ და მატერიალურად ვუზრუნველჰყოთ ჩვენს მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის ობიექტები, მოვახდინოთ ქსელის რეაბილიტაცია და გავაუმჯობესოთ მომსახურება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ენერგო საქართველოს სექტორის უსფრთხო განვითარებას; 
ბმული გვერდიდან:
როგორ გავხდეთ კომპანიის აბონენტი?
რეგულირებული ახალი მიერთება
საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, როდესაც ადგილი აქვს: ა) გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას; ბ) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთებას. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვაზე ახალი ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას: ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში; ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში. ახალი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს უფლება აქვს აირჩიოს: ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა წესების მე-18 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე, სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.   დანართი 2 0,220 კვ, 0,380 კვ და 6-10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური 0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის შემთხვევაში: ძაბვის საფეხური (კვ)     სიმძლავრე (კვტ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ  ქსელთან მიერთების ვადა (სამუშაო დღე)   თვითმმართველ ქალაქებში     სხვა მუნიციპალიტეტებში   ახალი ობიექტის მიერთების  საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)   0,4   10 (1-10 კვტ 220 ვ.)   40   60   800   10 (1-10 კვტ 380 ვ)   40   60   2000   10-დან -30   40   60   7000   30-დან-50   40   60   14000   50-დან -80   40   60   22400   80-დან – 100   40   60   28000   100-დან-120   40   60   36000   120-დან -150   40   60   45000   150-დან -200   45   60   80000   200-დან -320   60   90   110000   320-დან -500   60   90   167500   500-დან -800   90   110   216000   800-დან -1000   90   110   270000   1000-დან -1300   90   110   288000   1300-დან -1600   90   110   320000   1600-დან -2000   90   110   400000   2000-დან -2600   90   110   520000   2600-დან -3200   90   110   640000 6-10   1-500   60   90   130000   500-დან -1000   90   110   200000   1000-დან -1500   90   110   287000   1500-დან -2000   90   110   350000   2000-დან -3000   90   120   463500   3000-დან -5000   90   120   749000 ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე თითოეული ახალი ობიექტისთვის დანართ №4-ით განსაზღვრული ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის შეთავაზებული პაკეტის საფასურის დამატებით. დანართი 3 აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური     ძაბვის საფეხური, კვ     სიმძლავრე, კვტ აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე) აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით ლარი                                     0,4 1-10 (220 ვ.) 10 100 1-10 10 300 10-დან -30 10 350 30-დან-50 10 600 50-დან -80 10 650 80-დან – 100 15 700 100-დან-120 15 750 120 დან-150 15 800 150-დან -200 15 850 200-დან -320 15 950 320-დან -500 15 1200 500-დან -800 20 1500 800-დან -1000 20 2200 1000-დან და მეტი კვტ 20 3000           6/10 1-500 25 13000 500-დან -1000 25 14000 1000-დან და მეტი კვტ 25 15000 დანართი 4 ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ვადები და საფასური   ძაბვის  საფეხური, კვ   სიმძლავრე, კვტ   აღრიცხვის სისტემის მოწყობის ვადა (სამუშაო დღე)   მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის სისტემის მოწყობის საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი   ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ლარი 0,4   1-10 (220 ვ)   15   400   400   1-10   15   600   600   10-დან -30   15   600   600   30-დან-50   15   700   600   50-დან -80   15   700   600   80-დან – 100   20   800   600   100-დან-120   20   800   600   120-დან -150   20   1000   600   150-დან -200   20   1200   600   200-დან -320   20   2200   2000   320-დან -500   20   2500   2000   500-დან -800   25   2800   2000    800-დან -1000   25   3100   2000    1000-დან და მეტი კვტ   25   3500   2000 6/10   1-500   25   13000   2000   500-დან -1000   25   14000   2000    1000-დან და მეტი კვტ   25   15000   2000  
ბმული გვერდიდან:
რეგულირებული ახალი მიერთება
ობიექტზე მიკროსმიძლავრით ელ. მომარაგება
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. საცალო მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება განაწილების ლიცენზიატისთვის „მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასურის“ გადახდის პირობით, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს ა) არსებული მომხმარებლის შიდა ქსელში დაერთების შემთხვევაში – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“; ბ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში –დანართით №2 გათვალისწინებული „0,220კვ, 0,380 კვ, და 6/10 კვ ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური“ და დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“; გ) მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში (ჭკვიანი მრიცხველის მოწყობისთვის) – დანართით №4 განსაზღვრული „ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური“, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი მიერთებულია საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის დაბალი ძაბვის მხარეს ან გააჩნია ჭკვიანი მრიცხველი; დ) სიმძლავრის გაზრდის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდას, შიდა ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობისას, ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლის სიმძლავრის გაზრდას – სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული საფასური. გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა დამუდმივიდენის მხარეს წარმოების მოწყობილობების  დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.“ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის (მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის) დადგმული სიმძლავრის ცვლილების  შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს წერილობით სისტემის ოპერატორს თუ მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს (მაგრამ არაუმეტეს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარისა), სისტემის ოპერატორი  აბონენტის ნომერზე რეგისტრირებულ მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფთს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის პროცესის დაწყებისთვის (სისტემის ოპერატორთან შესაბამისი განაცხადით მიმართვისათვის) ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის მომხმარებლის (ან მომხმარებელთა ჯგუფის) გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრესთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი წინასწარ არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ტექსტური შეტყობინებით გაფრთხილების შემდეგ შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის მომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისთვის კომისიის მიერ დადგენილი დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, ამ ფაქტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს წესების 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და ჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები. 2024 წლის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალურმა პიკურმა დატვირთვამ შეადგინა 1098 მგვტ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის #19 დადგენილების 21 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ქსელზე დასაშვები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მაქსიმალური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 219,6 მგვტ-ს. 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით ქსელზე მიერთებული და განაცხადებით მიღებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრემ გადააჭარბა ქსელზე დასაშვებ სიმძლავრეს.  
ბმული გვერდიდან:
ობიექტზე მიკროსმიძლავრით ელ. მომარაგება
არარეგულირებული ახალი მიერთება
ა) არარეგულირებულია ახალი მიერთება თუ ობიექტზე ადგილი აქვს ისეთ მიერთებას როდესაც განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრე არ ჯდება რეგულირებული ახალი მიერთების მოთხოვნილ პაკეტებში, ასევე ობიექტი განაცხადში მითითებული ძაბვის მიხედვით დაშორებულია კომპანიის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან უფრო მეტი მანძილით (სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას):   0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში (6/10 კვ და 0.4 კვ) – 600 მ-ზე მეტ რადიუსში; 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში - არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში. ასევე თუ ადგილი აქვს 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ქსელის) მიერთების მოთხოვნას გამანაწილებელ ქსელზე ან ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს განაწილების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მიერთების წერტილს; მიერთების ძაბვის საფეხურს; მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად). გაცემული ტექნიკური პირობების შესაბამისად თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია: სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები; წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (განაწილების ლიცენზიატის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები; ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50%, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №6, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. ბ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების დანართი #4-ით გათვალისწინებულ საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი ასევე დამატებით იხდის თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურს - 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) დამატებით. ანუ, 20 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიერთების შემთხვევაში, საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მისაერთებელი სიმძლავრის საფასურთან ერთად, მიერთების მსურველი დამატებით გადაიხდის 2000 ლარს აღრიცხვის კვანძის მოწყობისთვის. გ) ერთდროულად 2 ან მეტი აბონენტის მიერთების შემთხვევაში, მრავალბინიანი სახლის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) ერთდროულობის დატვირთვის კოეფიციენტის ცხრილი გაზიფიცირებული სექტორისთვის. აბონენტთა რაოდენობდა        ახალი კოეფიციენტები           2   0.78  3   0.67  5   0.56  6   0.53  9   0.47  12   0.43  15   0.40  18   0.39  24   0.37  40   0.33  60   0.3  100   0.28  150   0.27  200   0.26  250   0.26 
ბმული გვერდიდან:
არარეგულირებული ახალი მიერთება
ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენა
გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში). ძველი მოხმარებლის რეგისტრაციის აღდგენის პროცედურა შემდეგია: 1. ქსელზე მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) გააკეთოს მომართვა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სათანადო განაცხადით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ძველი ტექნიკური პირობები, ობიექტის ჩართვის აქტი და ა.შ), რომელიც დაადასტურებს წარსულში (არაუმეტეს 10 წელი არასაყოფაცხოვრებოს შემთხვევაში) ელ. მომარაგების ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩაატარებს ობიექტზე მოკვლევას და განმცხადებლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში მოამზადებს და გასცემს სათანადო ტექნიკურ პირობებს 2 კვირის ვადაში. 3. ტექნიკური პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ განმცხადებელი ვალდებულია მიმართოს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წერილობით „აღრიცხვის კვანძის მოწყობა არარეგულირებული მიერთებისას“ განაცხადით, რომელსაც თან დაურთავს აღრიცხვის კვანძის მოწყობის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ან ქვითარს.
ბმული გვერდიდან:
ძველი მომხმარებლის რეგისტრაციის აღდგენა
განაცხადის გაუქმება
თუ გესაჭიროებათ თქვენს მიერ კომპანიაში გაკეთებული განაცხადის (წერილის, კორესპონდენციის) გაუქმება, საჭიროა კომპანიაში გააკეთოთ სათანადო მომართვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმება მოთხოვნილია 5 სამუშაო დღის ვადაში, კომპანია განაცხადში მითითებულ ანგარიშზე დაგიბრუნებთ თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხის სრულ ოდენობას. თუ ქსელზე მიერთების განაცხადის გაუქმების მოთხოვნა გაკეთებულია 5 და მეტი სამუშაო დღის შემდეგ, კომპანიის მიერ მოხდება გაწეული ხარჯის დაანგარიშება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კომპენსაცია დაიქვითება თქვენს მიერ ავანსად ჩარიცხული თანხიდან და დარჩენილი ოდენობა დაგიბრუნდებათ განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. განაცხადის გაუქმების შევსებული ფორმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newcustomers@energo-pro.ge დანართი ჩამოტვირთეთ აქ: განაცხადის გაუქმების ფორმა
ბმული გვერდიდან:
განაცხადის გაუქმება
სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება
მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას). სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობა, გამოიყენება მომხმარებლის იმ სათავსოების, ავტოფარეხების, ლიფტების, განათებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების ან/და დანადგარების ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად.განცხადების ფორმა ჩამოტვირთეთ აქ:სარეზერვო კვებით უზრუნველყოფის ფორმა
ბმული გვერდიდან:
სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის მომარაგება
13 14 15 16 17