8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით გამართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს ინფორმაცია საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შესახებ და გამართეს შესაბამისი პრეზენტაცია.
პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის დეტალურად მიეწოდებუნათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლები, როგორც ამომრჩევლები, მაქსიმალურად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ აღნიშნული სიახლის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილზე განხორციელდა საარჩევნო აპარატების დემონსტრირება და ფუნქციური განმარტება. აგრეთვე, ჩატარდა კენჭისყრის იმიტაცია, რაც მოიცავდა უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას და სიმულირებული არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებას.
„სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამოდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიმზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
გენდერული ბანალსის საკითხებზე მომუშავე usaid-ის კონტრაქტორი კომპანიის წამომადგენლები, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ
,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ usaid ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც თანამშრომლეთა გენდერული ბალანსის საკითხებზე მუშაობენ. ისინი ეხმარებიან კომპანიებს ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახადონ პროფესიები, რომლებიც აქამდე, ტრადიციულად მამაკაცების პროფესიებად ითვლებოდნენ. ენერგოკომპანია წლებია აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში.
უცხოელი სტუმრები ფოთში ჩავიდნენ და ვალანეტინა ზიბზიბაძეს შეხვდნენ, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტრიკოსი იყო. ვალენტინა სულ ახლახან დაწინაურდა და უბნის მენეჯერი გახდა.
,,ჩემთვის საინტერესო იყო გავცნობოდი ვალენტინას და მის საქმიანობას. მნიშვნელოვანია ის ტექნიკური და პრაქტიკული სამუშაოები, რომლებსაც ენერგო-პრო ჯორჯია ახორციელებს ქალთა პროფესიული განვითარებისთვის. კომპანიასთან ერთად ვიმუშავეთ წელიწადნახევრის განმავლობაში და ახლა უკვე ვხედავთ ამ მუშაობის შედეგს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი” - განაცხადა usaid ის დაქირავებულმა ექსპერტმა მუსამა კლარამ.
usaid ის კონტრაქტორი კომპანიის წამოადგენლები ბათუმსაც ეწვივნენ, სადაც შეხვდნენ ენერგო-პრო ჯორჯიას ათ ქალ თანამშრომელს, რომლებიც ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობენ.
,,ორი დღის განმავლობაში გვქონდა ძალიან საინტერესო საუბრები ენერგო-პრო ჯორჯიაში დასაქმებულ ნიჭიერ ქალბატონებთან. კომპანია არის ჩვენი პარტნიორი 2015 წლიდან და ერთად ბევრს მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის კუთხით. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ამ გუნდთან“ - თქვა usaid ის დაქირავებულმა ექსპერტმა ჟასმინ ბოემმა.
usaid - ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომელბსაც სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს გენდერული თანასწორობის კუთხით.
ბმული გვერდიდან: გენდერული ბანალსის საკითხებზე მომუშავე usaid-ის კონტრაქტორი კომპანიის წამომადგენლები, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს
უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას 2 თვის განმავლობაში გაივლიან, წარმატებულებს კი კომპანია დასაქმებას შესთავაზებს
პროექტში მონაწილეობა შეეძლებათ ენერგეტიკის, შრომის უსაფრთხოების, ფინანსების, ლოჯისტიკის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს
,,ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც საშუალება ექნებათ პრაქტიკაში მიიღონ გამოცდილება და შემდეგ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ჩვენ მათ შევუქმნით ყველა პირობას, რომ ღირსეულ გარემოში შეძლონ მუშაობის გაგრძელება“ - თქვა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ
კომპანია, სტუდენტებს უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან ერთად შეარჩევს. თუმცა, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეუძლია გააგზავნოს რეზიუმე - მეილზე vacancy@energo-pro.ge
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროექტს იწყებს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, პირველი ივლისიდან დაიწყებს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს შეხვედრები იმ სტუდენტებთან, რომლებმაც საზაფხული დასაქმების პროგრამაში მონაწილების სურვილი გამოთქვეს. კომპანიის შესაბამისი მიმართულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.
სტუდენტებს აქვთ საშუალება აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება შესარჩევი გასაუბრებები.
საზაფხული დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა.
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, პირველი ივლისიდან დაიწყებს
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” მომხმარებლებს აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოსმიერ გავრცელებული ინფორმაციისა და 112-ის მიერ მოწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
ამინდის მკვეთრიცვლილება მნიშვნელოვანგავლენას ახდენს ელექტროენერგიის ობიექტებზე, განსაკუთრებით,საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე. “ენერგო-პრო ჯორჯია” მოუწოდებს თავის მომხმარებლებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქარიშხლის ან სხვა სტიქიური მოვლენისშემთხვევაში, ელექტრული ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწვდითსასარგებლო და პრაქტიკულ უსაფრთხოების რჩევებს სტიქიურ სიტუაციებში სახელმძღვანელოდ:
თუ აღმოჩნდებით ისეთ რაიონში, სადაც ქარიშხალი მძვინვარებს, მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ელექტრო სადენებისგან, ელექტრო ბოძებისგან, სატრანსფორმატორო ქვესადგურებისგან და სხვა ობიექტებისგან, რომლებიც ელექტროგამანაწილებელი ქსელის ნაწილია;
თუ გაწყვეტილისადენი შენიშნეთ, არ მიუახლოვდეთ მას 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე და მიიღეთ ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებულიმესამე პირების შესვლასაფრთხის ზონაში. დროულად დაუკავშირდით “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ცხელ ხაზსნომერზე +995322471707ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს- 112;
არ მიუახლოდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ელექტროსადენის გადაადგილება და შეუძლებელია სპეციალიზებული ჯგუფების მოსვლამდე ლოდინი, ეს უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მინიმუმ 2 მეტრის სიგრძის პლასტმასის ან მშრალი ხის საგნისგამოყენებით;
ჭექა-ქუხილის დროსარ შეეხოთ ლითონკონსტრუქციებს, ღობეებს, მოაჯირებს და სხვა ლითონის ბარიერებს;
თუ ჭექა-ქუხილის დროს სახლში იმყოფებით, სასურველია გამორთოთ ელექტრომოწყობილობები, მაგ.: ტელევიზორი, კომპიუტერი, კონდიციონერი, მაცივარი და ა.შ..
ყურადღებითდა უსაფრთხოების წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ისეთიუბედურ შემთხვევების აცილება, რომლებიც მოიცავენ ადამიანების დაზიანების ან სიკვდილის რისკებს, რაც ამასთანავე დაზოგავს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დროს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა კომპანიას, რომელიც ფლობს დიდი ზომის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები და სიფრთხილით იმუშაონ ელექტროგადამცემი ხაზებთან.
კლიმატური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეიძლება შეექმნათ სირთულეები „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს 24-საათიან ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას. სატელეფონო ხაზებზე გადაჭარბებული დატვირთვის შემთხვევაში, კომპანია ახორციელებს დამატებითი პესონალის მობილიზებას არსებული პროცესების დარეგულირების მიზნით. ელექტროენერგიის გამანაწილებელქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად გამოქვეყნდება კომპანიისვებგვერდზე.
ბმული გვერდიდან: სს “ენერგო-პრო ჯორჯია” მომხმარებლებს აფრთხილებს
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
გურიაში და აჭარაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან ჩასული „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დამატებითი ჯგუფები, რამდენიმე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზებზე დიდთოვლობის გამო, სპეციალურ ტექნიკას გადაადგილება უჭირს და უმეტეს შემთხვევაში, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა, თუმცა, ისინი ცდილობენ, შეძლებისდაგვარად დროულად მოახდინონ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. ამ დროის ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება გურიის სოფლების ნაწილს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება რაიონულ ცენტრებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. თითქმის მთელი საქართველოდან გურიაში და აჭარაში ჩასული ელექტრიკოსები ამ წუთებშიც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ და განაგრძობენ იქამდე, სანამ ენერგომომარაგების აღდგენა სრულად არ მოხდება.
ბმული გვერდიდან: საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ელექტრიკოსები გურიასა და აჭარაში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია - გურიაში, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%
დასავლეთ საქართველოში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ - აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სტიქიის პიკზე, გურიის მასშტაბით, ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%.„მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა. ასევე, ძაბვა მიეწოდება სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება.აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია“, - აღნიშნავენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.ამასთან, ზოგიერთ სოფელში, შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი და ადგილზე ახალი ბოძების მიტანის საჭიროება იყოს.„შესაძლოა, იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ბმული გვერდიდან: დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი დაწყებულია - გურიაში, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%
სტიქიის ზონაში შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ
გურიაში ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩასული დამატებითი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. კომპანიის ცნობით, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან, მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება უფრო ჭირს.„ავარიების ლიკვიდაცია და აბონენტების ენერგომომარაგების აღდგენა ეფექტურად გრძელდება. თუმცა, რაც უფრო მცირდება გათიშულ აბონენტთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება აღდგენითი სამუშაოები, რადგან რჩება რელიეფურად უფრო რთულ ადგილებზე განლაგებული, მაღალმთიანი სოფლები, სადაც თოვლის საფარი კვლავ დიდია და გადაადგილებაც უფრო ჭირს. რა თქმა უნდა ავარიების კერების იდენტიფიცირების და მათი ლიკვიდაციის ტემპი მომდევნო დღეების განმავლობაში შენარჩუნდება. მუშაობა გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია“, - აცხადებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
ბმული გვერდიდან: სტიქიის ზონაში შემცირდა იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ