eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ჩეხურ-ქართულ სამეცნიერო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა სტუდენტებში პოპულარიზაცია, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ქართულ და ჩეხურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტის პრეზენტაცია ჩეხეთის საელჩოში გაიმართა. პრეზენტაცია გახსნეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პრაღაში, დოქტორმა პეტრ ნოვაკმა და იან ჩერნიკმა, ჩეხეთის საელჩოს თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა. პროექტი ხელს უწყობს პრაღის ტექნიკურ უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას. მთავარი მიზანი არის ჰიდროენერგეტიკული მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და საგანმანათლებლო პროცესებში თანამედროვე მიდგომების დანერგვა. თანამშრომლობა ჩეხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტების ლექტორებისთვის არის გამოცდილების გაცვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობაც. მაღალხარისხიანი განათლების მიღების გარდა, სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ საწარმოო პრაქტიკა / სტაჟირება energo-pro-ს ბაზაზე პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით. სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ დასაქმების და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობა კომპანიაში. „ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემის განხილვისას, ენერგეტიკის სფეროში ძალიან დიდი ხარვეზი იკვეთებოდა. წლიდან წლამდე ძნელი იყო კვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების მოძიება შემდგომი დასაქმებისთვის. ცხადია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი კომპანიის საქმიანობისთვის. ასეთი რთული გამოწვევების ფონზე, დაახლოებით 5 წლის წინ ჩვენ გადავხედეთ კომპანიის ”სტრატეგიის შემუშავების გეგმას”. ამ დროიდან ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი გახდა საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა და ენერგოსექტორის პოპულარიზაცია, რა მიმართულებითაც განვახორციელეთ არაერთი წარმატებული პროექტი. რაც შეეხება ამ პროექტს და ჩეხეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ გრანტს, სადაც ჩვენი კომპანია წარმოდგენილია როგორც თანამონაწილე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მაღალი ხარისხის განათლება ახალგაზრდებს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე შესვლის პირველივე დღიდან.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ხელს უწყობს ქართულ-ჩეხურ უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობას
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივი და წარმატებაა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, როგორც ენერგეტიკული დარგის განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამ მიმართულებით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში განხორციელდა არაერთი პროექტი. ჩვენ ვთანამშრომლობთ 20-მდე კერძო თუ საჯარო პროფესიულ სასწავლებლებთან, ძირითადად ელექტროინჟინერიის მიმართულებით. პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა კომპანიაში გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა და სტაჟირება მომავალი დასაქმების რეალური პერსპექტივით. კომპანიაში ყოველწლიურად ხორციელდება სტუდენტთა "საზაფხულო დასაქმების" პროგრამა. წარჩინებული სტუდენტების წახალისების მიზნით, ყოველთვიურად სტუდენტებს ვუხდით სტიპენდიებს, სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გაიმართა 30 ივლისს სასტუმრო „სტამბაში“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დარგის 150-მდე კომპანიამ და პირმა.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო მიიღო
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა
ენერგეტიკის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განსაზღვრულ ვადებში დაასრულა საქმიანობის გამიჯვნის პროცესი. ელექტროენერგიის მიწოდებისა და ვაჭრობის ბიზნესი გამოეყო გამანაწილებელ (ქსელის მფლობელ) კომპანიას, აგრეთვე დაფუძვნდა ჰოლდინგური კომპანია. შეიცვალა მმართველობითი სტრუქტურაც, კომპანიების მართვას განახორციელებს ახლად შექმნილი დირექტართა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდა გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით - აცხადებენ სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში.   გარდამავალ პერიოდში მომხმრებლებს არანაირ შეფერხება არ შეექმნებათ ელექტრომომარაგების, სხვადასხვა მომსახურების თუ ანგარიშსწორების კუთხით, ამის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია კონკრეტული გეგმა. აბონენტს შეუძლიათ ნებისმიერი კითხვით მოგვმართონ ცხელ ხაზზე და სოციალურ ქსელში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ენერგეტიკის მიმართულებით, არაერთმა უწყებამ უკვე მეტად ნაყოფიერი და ეფექტური საქმინობა გასწია რეფორმირების პროცესში, პრაქტიკულად თავიდან შეიქმნა საქმიანობის საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზა, შემუშავდა არაერთი ახალი პროცედურა თუ მეთოდოლოგია. ,,რათქმაუნდა, ,,ენერგო-პრო“ ჩართულია აღნიშნულ მნიშვნელოვან პროცესში, მუდმივ რეჟიმში ვიღებთ მონაწილეობას დისკუსიებში. მივესალმებით ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას საქართველოში, ჩვენი ევროპელი კოლეგების გამოცდილება და ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია, აღნიშნული რეფორმები ბიძგს მისცემს დარგის სწრაფ განვითარებას“. აღნიშნა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ. ყველაზე მეტად პოზიტიურია ის, რომ რეფორმირების შედეგად, ძირეულად შეიცვლება მდგომარეობა მრავალი მიმართულებით, ბაზრის ლიბერალიზაცია გაზრდის კონკურენციას, მოხდება ინვესტიციის ზრდის სტიმულირება, რეალურად მივიღებთ ისეთი სტანდარტის ქსელს როგორიც არის ევროპულ ქვეყნებში, უფრო ტრანსფარენტული გახდება ელექტროენერგიით ვაჭრობა, პოლიტიკური სპეკულაციებიდან თუ წნეხიდან საბოლოოდ გათავისუფლდება სამომხმარებლო ტარიფი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადებითად აისახება აბონენტთა მომსახურების ხარისხზე. აღნიშნული არ ნიშნავს იმას რომ გარდაუვლად მოხდება ტარიფის ზრდა, პირიქით, შესაძლოა ზოგიერთ კომპონენტში შემცირებაც კი მივიღოთ, სამაგიეროდ დასტაბილურდება ბიზნესი, მარტივად პროგნოზირებადი გახდება ფინანსური თუ კომერციული შედეგები, რისკების პრევენციას უფრო ეფექტურად შევძლებთ, სხვადასხვა გარე ფაქტორი ვეღარ დააზიანებს კომპანიებს და შესაბამისად აღარ მოგვიწევს საინვესტიციო გეგმების მუდმივი კორექტირება-შემცირება. რეფორმა და დანერგილი ახალი მიდგომები, საშუალოვადიან პერსპექტივაში უზრუნველჰყოფს ამ სამწუხარო წრიდან გამოსვლას როდესაც ერთის მხრივ, საბოლოო მომხმარებლის ტარიფის ზრდა გარდაუვალი ხდება, ხოლო მეორეს მხრივ მაინც ვერ ვუზრუნველჰყოფთ ქსელის მნიშვნელოვან გაჯანსაღებას და შესაბამისად ავარიული გათიშვების მაჩვენებლის შემცირებას. ,,ახლა მთავრია ბოლომდე მივიდეს დაწყებული პროცესი, წარმატებით ამოქმედდეს ენერგეტიკული ბირჟა, ყველა პროცესი წარიმართოს სამართლიანობის პრონციწებზე დაყრდნობით, ,,ენერგო-პრო“ კი თავის მხრივ განაგრძობს პროცესში ჩართულობას და რეფორმების სრულ მხარდაჭერას“ - აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფში შემავალ კომპანიებში, რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა
სს,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო დაფინანსებით, სრულად განახლდა ელექტროქსელი, რომელიც ბახმაროს ამარაგებს ელექტროენერგიით. ყველა მომხმარებელს დაუმონტაჟდა მაღალი კლასის ინდივიდუალური მრიცხველი. იმისათვის, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, აბონენტების ინდივიდუალურად რეგისტრაცია მოხდეს, მაცხოვრებლებმა წერილობით უნდა მომართონ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერ ფილიალს თუ მომსახურების ცენტრს საქართველოს მასშტაბით და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამორიცხვის მიზნით, სასურველია ყველა დამსვენებელმა, კომპანიაში განცხადების შემოტანა განახორციელოს 15 ივნისამდე, საკურორტო სეზონის დაწყებამდე.   აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის ყველას შეუძლია დაუკავშირდეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზს 0322471707
ბმული გვერდიდან:
სს,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
სტაჟიორებმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დასაქმების შეთავაზება მიიღეს
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ წარმატებით დასრულდა საზაფხულო, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც 17 ივლისიდან 17 სექტემბრამდე მიმდინარებდა.   13 სტაჟიორიდან უმეტესობამ უკვე მიიღო კომპანიაში დასაქმების შეთავაზება. უმაღლესი სასწავლებლების და პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ასევე ახლად კურსდამთავრებული ახალგაზრდები, სტაჟირებას გადიოდნენ კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში და ჰესებზე. მათ პროფესიულ, პრაქტიკულ უნარჩვევების გამომუშავებაში უშალოდ პროფესინალი ენერგეტიკოსები თუ სხვა სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. ,,ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკის დარგით, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს დარგში კადრების კრიზისი. წლის ყველა სეზონში გვაქვს სხვადასხვა შეთავაზება ენერგეტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის, ასევე ვცდილობთ მომავალ სტუდენტებს გავაცნოთ და დავაინტერესოთ ენერგეტიკის დარგი“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოდინგის“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, კომპანია სთავაზობს ახალგაზრდებს აირჩიონ სინათლე. უკვე ყოფილი სტაჟიორებისთვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო გარდაბნის აირტურბუნულ ელექტროსადგურში ,,ჯი-ფაუერი“. მათ გადაეცათ სერტიფიკატებიც.
ბმული გვერდიდან:
სტაჟიორებმა ,,ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ დასაქმების შეთავაზება მიიღეს
„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა
ელექტროენერგიის დამოუკიდებელი მწარმოებელი, ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო“ ეი. ეს. საქმიანობას ესპანეთში გალიციაში აფართოვებს. კომპანიამ დაასრულა xallas electricidad y aleaciones, s.a.u ("xeal") და feroe ventures & investments s.l.u. ("feroe") კომპანიების 100% სააქციო კაპიტალის შეძენა წამყვანი გლობალური საინვესტიციო ფირმა sixth street-გან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩეხური ინვესტიცია ესპანეთში. ტრანზაქციის დასაფინანსებლად „ენერგო-პრო“ ეი. ესმა  300 მილიონი ევროს სესხი მიიღო j.p. morgan and goldman sachs-ისგან. xeal ფლობს და ამუშავებს 167 მეგავატი სიმძლავრის ათ ჰიდროელექტროსადგურს და ორ ფეროშენადნობ ქარხანას.   „ესპანეთში, გალიციაში ჰიდროელექტროსადგურების შეძენა არის ჩვენი საქმიანობის დივერსიფიკაციის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებას. პირველად გავედით ევროზონის უმსხვილეს და ჩვენთვის პერსპექტიულ ბაზარზე. აღნიშნული შესყიდვთ გაიზრდება გაყიდვების მოცულობა ევროში, რაც პოზიტიურად აისახება ენერგო-პროს კაპიტალის სტრუქტურაზე“, - განაცხადა „ენერგო-პრო ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა პეტრ მილევმა.   energo-pro თითქმის 30 წელია სპეციალიზირებულია ჰიდროგენერაციის მიმართულებით. კომპანია ფლობს და ამუშავებს 34 ჰიდროელექტროსადგურს ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში, ჯამური დადგმული სიმძლავრით 859 მეგავატი. ის ასევე აქტიურია ლათინურ ამერიკაში და ამჟამად აშენებს ახალ ჰიდროელექტროსადგურს კოლუმბიაში.   ჯგუფი ფლობს ელექტროგამანაწილებელ ქსელს ბულგარეთში და საქართველოში, რომელიც ემსახურება 2,5 მილიონზე მეტ აბონენტს. ის არის ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, 9000-ზე მეტი თანამშრომლით.   energo-pro-სთან აფილირებული კომპანიები, ასევე, ფლობენ და მართავენ ორ ჰიდროელექტროსადგურს თურქეთში: alpaslan ii და karakurt ჯამური დადგმული სიმძლავრით 377 მეგავატი, ასევე ორ ჰიდროელექტროსადგურს ჩეხეთში. ჯგუფის ჯამური დადგმული სიმძლავრე 1248 მეგავატს აჭარბებს. ჯგუფის სამრეწველო საყრდენი არის ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროელექტრომექანიკური მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელი litostroj group.
ბმული გვერდიდან:
„ენერგო-პრო ჯგუფმა“ ესპანეთში 167 მგვტ სიმძლავრის ათი ჰესი შეიძინა
სს ,,ენერო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა
კურორტი გოდერძი ელექტროენერგიით ახალი, თანამედროვე ტიპის ქვესადგურიდან მარაგდება. მაღალი ძაბვის ქვესადგური უკვე შევიდა ექსპლუატაციაში და ეტაბრივად ხორციელდება აბონენტების მასზე დაერთება. ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორიცელა ახალი ქვესადგურის მშენებლოსთვის, რომელიც თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობებითაა აღჭურვილი და ასევე დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოწყობილობა.  მის მართვას, კომპანიის ცენტრალური სადისპეტჩერო, დისტანციურად ახორციელებს. კურორტ გოდერძიზე სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელიც ქვესადგურს  ახალი, 35კვ-ანი მიწისქვეშა ხაზით უკავშირდება. ახალი ქვესადგურის მშენებლობით და ელექტოგადამცემი ხაზის რეკონსტრუქცია-მშენებლობით, კურორტი გოდერძი, საიმედო და ხარისხიანი ელექტროენერგიით მარაგდება.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერო-პრო ჯორჯიამ“ კურორტ გოდერძიზე ახალი ქვესადგური ააშენა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ,,ჩხარი“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია მიეწოდება რაჭის რეგიონს და ტყიბულის მუნიციპალიტეტს.   ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხაზის მთელ სიგრძეზე სრულად განახლდა ამორტიზირებული მონაკვეთები, დამონტაჟდა ახალი საყრდენები, მოეწყო ახალი ფუნდამენტები, შეიცვალა სახაზო არმატურა, რაც უზრუნველჰყოფს  ელექტროგადამცემი ხაზის გაცილებით შეუფერხებელ და იმედიან ფუნქციონირებას. ,,ხაზის რეაბილიტაცია-რეკოსნტრუქცია დაახლოებით 1 წელი მიმდინარეობდა. კონტრაქტორი ფირმის წარმომადგენლები და ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამუშაოები ხარისხიანად შესრულებულიყო. სამუშაოების წარმოების ხანგრძლივობა იმის გათვალისწინებით დაიგეგმა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების გეგმიური შეზღუდვები ხშირი არ ყოფილიყო. საბოლოოდ ყველა სამუშაო ხარისხიანად შესრულდა“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა მამისეიშვილმა.   ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს მის კუთვნილ ქსელში არსებული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციისთვის 2 000 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა
10 11 12 13 14