eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს
ზაფხულის სეზონზე, როდესაც კუროტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით საყურადღებოა ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების დაცვა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. „დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! შესაბამისად უბედური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და მიაქციონ ყურადღება მაღალი ძაბვის ხაზების დაცვის ზონებში განთავსებულ გამაფრთხილებელ ნიშნებს.“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას” აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის მთავარმა ინჟინერმა ნუგზარ გოგუამ.  „მოსახლეობისთვის საყურადღებო უნდა იყოს ის, რომ აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის!“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ანალიზის რისკების შეფასების და ნორმატიული დოკუმენტების განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ალექსი ჭაფანძემ.  იმ შემთხვევაში, თუ ქსელში შეინიშნება რაიმე ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე: 032 247 17 07.
ბმული გვერდიდან:
სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს
„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა
"ენერგო-პრო"-ს მენეჯმენტმა, 2019 წლის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა ქ. რუსთავში, რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან გამართა. მხოლოდ გასულ წელს კომპანიამ განახორიცელა 112.2 მლნ ლარის ინვესტიცია, სახელმწიფო ბიუჯეტში კი 122 მლნ. ლარი გადაიხადა. განხორიცლებელი ინვესტიციები მოხმარდა როგორც დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროქსელის განვითარებას, ასევე გენერაციის ობიექტების, ჰესების რეაბილიტაციას. „გუმათი 1“ ჰესის და „რიონჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით 4,7 მგვტ. სიმძლავრე შეემატა. 2019 წელს კომპანიის მიერ შესყიდულმა და გატარებულმა ელექროენერგიამ ჯამურად 5 381 მილიონი კვტ/სთ შეადგინა, ხოლო განაწილებული და გატარებული ელეტქროენერგიის ჯამი შეადგენს 4 844 მილიონ კვტ/სთ. ქსელში დანაკარგები დაფიქსირდა 537 მოლიონი კვტ/სთ, რაც 9.97%-ს შეადგენს. 2019 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბათუმი 1“, „ბათუმი 2“, „ზუგდიდი 2“, ,,ბაკისუბანი“, ბორჯომი 2, ,,მესტია“, ბაკურიანი“, ,,გუდაური“, ,,პატარა რუსთავი“, ,,მარჯვენა სანაპირო“. აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა 35-10 კვ ახალი უჯრედები, ძალოვანი ტრანსფორმატორი, გაეწყო 35 კვ და 10-6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობები. ქვესადგურებში შეკეთდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შენობები, დამონტაჟდა 110 კვ ამომრთველები და გამთიშველები, დამონტაჟდა 110 კვ დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები. ბათუმში აშენდა ახალი ქვესადგური ,,სტადიონი“, აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა 35-10 კვ ახალი უჯრედები და ძალოვანი ტრანსფორმატორი. გარდა ამისა, აშენდა „ბათუმი 2“ და „ბათუმი სტადიონი“-ს ქვესადგურების დამაკავშირებელი 35 კვ საკაბელო ხაზი; განხორციელდა 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი ,,ერგე 1“-ის გაორჯაჭვება; 35 კვ გადამცემი ხაზი „ცემი 1“-ის ნაწილის რეაბილიტაცია. 23 ქვესადგურში, სადაც დანერგილია scada სისტემა ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები. კერძოდ, ქვესადგურებში „ბათუმი-3“, „ბათუმი-5“, „მახინჯაური“, „ფოთი-1“, „ივერია“ განხორციელდა scada სისტემის ინსტალაცია, გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება-გაშვება; ხოლო ქვესადგურებში „ბაკურიანი“, „გუდაური“, „ფოთი-4“, „გოდერძი“, „თეთრიწყარო“ ჩატარდა scada სისტემის რევიზია, პროფილაქტიკა და გამოცდა; scada სისტემის ტესტირება ჩაუტარდა აგრეთვე ქვესადგურებს „ჭიათურა-1“, „ჭიათურა-2“, „ჭიათურა-3“, „ჭიათურა-4“, „ჭიათურა-5“, „ტყიბული-1“, „ტყიბული-2“, „ტყიბული-3“. 2019 წელს ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 6/10კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 8 227 ცალი საყრდენი, 593 275 მეტრი სადენი, 53 104 მეტრი მიწისქვეშა კაბელი, 586 ცალი ახალი ტრანსფორმატორი. 0,4 კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი დამონტაჟდა 10 446 ცალი საყრდენი, 721 784 მეტრი სიპ-კაბელი. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 26 934 ცალი საყრდენი, 768 363 მეტრი სიპ-კაბელი, 816 545 მეტრი სადენი, 92 285 მეტრი 6/10 კვ კაბელი, 705 ცალი 6/10-0,4 კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები. მასშტაბური პროექტები განხორციელდა გუმათი 1, რიონის და ჩხოროწყუს ჰიდროელექტროსადგურებზე. „გუმათი 1“ ჰიდროელექტროსადგურის მეორე ჰიდროაგრგატის რეკოსტრუქციის შემდეგ, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 1,7 მგვტ-ით და შეადგინა 48,4 მგვტ. ხოლო „გუმათ ჰესების კასკადის“ სიმძლავრემ საერთო ჯამში შეადგინა 71,2 მგვტ. ანალოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ კი რიონჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა 3 მგვტ-ით და შეადგინა 54 მგვტ. 2019 წელს დაიწყო და 2020 დასრულდება შემდეგი პროექტები: გუმათი 2 ჰესის - №3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ზაჰესის - №6 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ლაჯანურ ჰესის - №3 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია, ძევრულ ჰესის - №2 ჰიდროაგრეგატის რეაბილიტაცია. კომპანიის კუთვნილი 15 ჰიდროელექტროსადგურის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის ჯამურმა მაჩვენებელმა შეადგინა 1 554 425 მგვტ/სთ. აგრეთვე, არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურზე. კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2019 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა. ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების ნაწილს, ჩაუტარდათ ტრეინინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. 2019 წელს სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ გენდერული თანასწორობისა და ქალებისთვის პროფესიული წინსვლის კუთხით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა მსხვილი ბიზნესის სექტორში. რაც შეეხება ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტს, მის ფარგლებში გრძელდება სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოძიებას. შეხვედრაზე ცალკე საკითხად განხილულ იქნა მესტიის რაიონის ელექტრომომარაგების პრობლემა, არაგონივრულად გაზრდილი მოხმარება და დატაცების ფაქტები. აღინიშნა, რომ 2019 წლის დეკემბერში ზემო სვანეთის მოხმარებამ გადააჭარბა ჯამურად 19 რაიონის მოსახლეობის მოხმარებას. “რეგიონალური პრესის წარმომადგენლებს გავაცანით 2019 წლის საქმინაობის ანგარიში, აგრეთვე განვიხილეთ 2020 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც დასრულდა 2019 წელს. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული შედეგები, რა თქმა უნდა, აგრეთვე ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. ვთვლით, რომ 2020 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის.” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. მისივე თქმით, კომპანია მიესალმება ევროპული რეგულაციების იმპლემენტაციას და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველჰყოფენ ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციის და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთის მხრივ მიღწეული იქნება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში.
ბმული გვერდიდან:
„ენერგო-პრომ“ 2019 წლის ანგარიში ქვემო ქართლში წარადგინა
მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მომხამრებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის გასამმაგებულია. მოხმარების ზრდა გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად გაიზარდა.   აღნიშნული პრობლემის შესახებ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხელ ბოცვაძემ დღეს, ქ რუსთავში რეგიონალური მედიისთვის, 2019 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. 2019 წლის დეკემბრში, მესტიის რაიონმა მოიხმარა იმდენივე ელექტროენერგია, რაც იმავე პერიოდში, ერთად აღებულმა 19 რაიონის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა, ეს რაიონებია: ამბროლაური, ასპინძა, ონი, თიანეთი, დმანისი, აბაშა, ხარაგაული, ვანი, ჩხოროწყუ, ცაგერ, ლენტეხი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ჩოხატაური, ბაღდათი, ქედა, შუახევი, წალკა, ხონი. ელექტროენერგიის ესოდენ გაზრდილი მოხმარება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქსელის მდგომარეობას და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. იმის გათვალისწინებით, რომ მაღალი ძაბვის არაერთი ქვესადგური თუ მაღალი ძაბვის ხაზი დატვირთულია 100% და მეტით, აშკარაა იმის საფრთხე, რომ მოხდეს მათი მწყობრიდან გამოსვლა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მესტიაში ათასობით აბონენტის ენერგომომარაგების ხანგრძლივ შეზღუდვას. კომპანიაში წარმოებული ანალიზი ადასტურებს, მოხმარების დრამატული ზრდის მიზეზი არის კრიპტივალუტის მწარმოებელი, საშუალო თუ მცირე, ფერმების მესტიაში გადატანა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალუტის ღირებულების შემცირების გამო, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება კომპანიის სხვა მომსახურების ცენტრებში. ამავდროულად, მიუხედავად მცდელობისა, კომპანია ვერ ახერხებს, მესტიის რაიონში განახორციელოს საბალანსო აღრიცხვის წრედების დამონტაჟება, რაც მარტივად უზრუნველჰყოფდა გაზრდილი მოხმარების კონტროლს და ქსელზე არალეგალურად მიერთებული მომხმარებლების გამოვლენას. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ კომპანია განაგრძობს ანალიზს, დაკვირვებას და კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოსვლისა თუ მასშტაბური ავარიების პრევენციის მიზნით. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, რათქმაუნდა კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გეგმას იმის შესახებ თუ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, გამოვლინდეს ყველა არაკეთილსინდისიერი მომხმარებელი, რომელთა მავნებლურმა ქმედებებმაც, უკვე სერიოზული ზიანი მიაყენეს ზემო სვანეთის მკვებავი ქსელს, რეგიონი გაწირეს ჩაბნელებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენეს დასახლებული პუნქტების ელექტრომომარაგება. დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში მოვახდინეთ რისკის იდენტიფიცირება, გაზრდილი მოხმარების გაანალიზება და ადგილობრივი სამართალდამცველ სტრუქტურებთან კოორდინირებული ქმედებების შედეგად, უკვე აღმოჩენილია არაერთი მსხილი დატაცების ფაქტი, თუმცა კიდევ ბევრი ლოკაციაა სადაც არსებობს მსგავსი პრობლემა და დაწყებული პროცესის გაგრძელდება კრიტიკულად აუცილებელია. შეგვიძლია დავასკვნათ რომ კრიზისიდან უკვე გამოვედით, რეგიონი სტაბილურად მარაგდება ელექროენერგიით, შეუფერხებლად მიმდინარეობს საკურორტო სეზონი, თუმცა მდგომარეობის სრულად დასტაბილურებას კიდევ სჭირდება მოქმედება. აუცილებლად მოწესრიგდება ყველა კომერციული მომხმარებლის მრიცხველი, აგრეთვე განხორციელედება საბალანსო აღრიცხვის წრედების მონტაჟი სატრანსფორტმატორო პუნქტებზე, რათა მომავალში უფრო მარტივად მოხდეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი თუ კომრციული ორგანიზაციების მიერ არალეგალური მოხმარების აღმოჩენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება. ინფორმაციისთვის ენერგო-პრო ჯგუფი უკვე 13 წელია, სრულად საკუთარი დაფინანსებით, უსასყიდლოდ აწვდის ელექტროენერგიას ზემო სვანეთის მოსახლეობას, ამ წლების განმავლობაში უკვე უსასყიდლოდ მიწოდებულია 588 მილიონი კვტ/სთ, რომლის ღირებულება დაახლეობით 50 მილიონ ლარს აჭარბებს. ხაზგასასმელია რომ ყოველი მიწოდებული კილოვატსაათი კომპანიის მიერ შეისყიდულია სხვადასხვა მომწოდებლისგან, გადახდილია ყველა მოსაკრებელი და გადასახადები.
ბმული გვერდიდან:
მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მომხამრებამ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბა
სს ენერგო-პრო ჯორჯია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს
5 პროფესიული სასწავლებლის ელექტროობის სპეციალობის 5 სტუდენტი და ორი უმაღლესი სასწავლებლის, ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის 4 სტუდენტი ,,ენერგო- პრო ჯორჯიასგან“ თვეში 200 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. სწავლის დასრულების შემდეგ ისინი დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად სასწავლებლების ადმინისტრაციების რეკომენდაციების და კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრების საფუძველზე. ,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ენერგეტიკოსი ჰყავდეს ქვეყანას. კომპანიის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა და მომავალში კიდევ განხორციელდება სკოლის მოსწლავეებისთვის თუ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გვინდა, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ენერგეტიკის და ელქტროინჟინერიის დარგით. ეს ახალგაზრდები, მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. მათ კი ვინც უკვე აირჩია ეს მიმართულება, ვცდილობთ მეტი მოტივაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. ,,მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა, საქართველოს რეგიონებში მდებარეობს, შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ პროფესია, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ საკუთარ რაიონშივე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის მომსახურების ცენტრში თუ ფილიალში“ - განაცხადა სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. ამ ეტაპზე სტიპენდიებს მიიღებენ: ახალციხეში არსებული კოლეჯის ,,ოპიზარის“, თბილისის პროფესიული სასწავლებლის ,,მერმისის”, ქუთაისის სასწავლებლის ,,იბერიას“ და ბათუმში არსებულ კოლეჯის ,,ბლექსის“, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
ბმული გვერდიდან:
სს ენერგო-პრო ჯორჯია ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას განაგრძობს
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით,  ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადიან დისტანცირ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებს და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე  ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/). ასევე, ხელმისაწვდომი იქნება  მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.
ბმული გვერდიდან:
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან
მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა
კომპანიამ  გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა და მარტში მომხამარებელთა ყველა განაცხადი, სააბონენტო გადასახადის განწილვადების ან გადავადების შესახებ სრულად დააკმაყოფილა, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა.  უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არცერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია. (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელ.მომარაგება დავალიანების გამო).  ,,ამ რთულ პერიოდში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, კომპანიასა და მის აბონენტებს შორის, რადგან ერთის მხრივ, კომპანიამ გაითვალისწინა მომხმარებელთა მძიმე მდგომარეობა და უარი თქვა გათიშვების წარმოებაზე, ხოლო მეორეს მხრივ აბონენტთა დიდმა ნაწილმა დროულად მოახდინა დავალიანების დაფარვა ან მოითხოვა გადახდის შეღავათიანი პირობები. აბონენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა კი არ განახორციელა ანგარიშსწორება და არც დავალიანების განწილვადება მოითხოვა“ - აცხადებენ კომპანიაში.   მომდევნო თვეებში, მნიშვნელოვანი დახმარება იქნება, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც, 200 კილოვატსაათის ჩათვლით მოხმარება, სრულად აუნაზღაურდებათ აბონენტებს. შესაბამისად, მოხარული ვართ რომ ვადაგაცილებული დავალიანების მქონე აბონენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შოკი  გადავლილია, აგრეთვე აბონენტთა უმრავლესობას შეეხება ხსენებული სუბსიდირება, აპრილში კომპანია გეგმავს ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს დარიცხული თანხების აკუმულირება, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებს ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის პროცედურას. შეზღუდვები პირველ რიგში შეეხება იმ აბონენტებს რომლებმაც, მარტის განმავლობაში არ განახორციელეს, თებერვალში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის, ანგარიშსწორება ან არ შეათანხმესგადახდის შეღავათიანი პირობები. აგრეთვე, რათქმაუნდა კვლავ გაგრძელდება მოსახლეობის მომართვების განხილვა და დავალიანების განწილვადების პირობებზე შეთანხმება, მომართვა შესაძლებელია კომპანიის ქოლ ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე ვებ გვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/)."- აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში   კომპანია არის სადისტრიბუციო პროფილის, რომელიც სხვადასხვა მომწოდებლებისგან შეისყიდის ელექტროენერგიას და აწვდის აბონენტებს. ამიტომ, დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის სრულად ვერშეგროვება ავტომატურად გამოიწვევს, ელექტროენერგიის მომწოდებლებთან ანგარიშსწორების შეფერხებას, რაც რათქმაუნდა კიდევ უფრო გაართულებს კომპანიაში არსებულ არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას.   ,,კომპანია, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელს რომლებიც, მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას და უზრუნველჰყოფენ სადისტრიბუციო ქსელის თუ ჰიდროელექტროსადგურების შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ვუსაურვებთ მათ და ყველა ჩვენს მომხმარებელს ჯანმრთელობას“-აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.
ბმული გვერდიდან:
მარტში სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, დააკმაყოფილა
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” სახელით სოციალურ ქსელებში და ვიდეო პლატფორმებზე კვლავ ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება. ვიდეოს გამოჩენისთანავე, 11 იანვარს, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ იურიდიულმა დეპარტამენტმა შეტყობინება გააგზავნა შსს-ს კიბერუსაფრთხოების ცხელ ხაზზე. ოფიციალური წერილი გაიგზავნა ასევე შსს-ს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან. გავრცელებულ ვირუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის  რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებსგარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში.   
ბმული გვერდიდან:
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება კვლავ ვრცელდება
სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს
საზაფხულო სეზონზე, როდესაც კურორტებზე, დასასვენებელ და რეკრეაციულ ზონებში მოქალაქეების კონცენტრაცია იზრდება, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობების, ხაზების, ქვესადგურების სიახლოვეს უსაფრთხოების წესების გათვალისწინება. სს ენერგო-პრო ჯორჯია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს. შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები.  დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთვის. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, სადენთან მიახლოება დაუშვებელია.  იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან სახიფათო მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს ნომერზე 0322471707.
ბმული გვერდიდან:
სს "ენერგო-პრო ჯორჯია მოსახლეობას" უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს
9 10 11 12 13