8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა
სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
2018 წელს კომპანიამ შეისყიდა 5 927 მლნ/კვტ/სთ ელექტროენერგია, წმინდა მოხმარებამ კი შეადგინა 5 891,4 მლნ/კვტ/სთ. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, კომერციული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 8%.
2018 წელს ჯგუფის შემოსავალმა შეადგინა 962 მლნ ლარი, საიდანაც 557 მლნ ლარი მოხმარდა ელექტროენერგიის შესყიდვას, 147 მლნ ლარი კომპანიამ გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტში, განხორციელდა 100 მლნ ლარის ინვესტიცია. კომპანიის სახელფასო ფონდმა გასულ წელს შეადგინა 77 მლნ ლარი, 46 მლნ ლარი მოხმარდა სასესხო ვალდებულებების დაფარვას, ხოლო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯმა შეადგინა 35 მლნ ლარი.
2019 წელს კი კომპანია 110.6 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
2018 წელს კომპანიამ შეინარჩუნა ,,bb“ რეიტინგი, რომელიც სარეიტინგო სააგენტო fitch ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში. კომპანია კვლავ რჩება ერთერთ უმსხვილეს ინვესტორად და დამსაქმებლად ქვეყანაში.
ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 6/10კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 10 751 ცალი საყრდენი, 553 430 მეტრი სადენი, 44 541 მეტრი მიწისქვეშა კაბელი, 572 ცალი ტრანსფორმატორი. 04 კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი დამონტაჟდა 6 407 ცალი საყრდენი, 503 215 მეტრი სიპ-კაბელი. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 20 872 ცალი საყრდენი, 735 926 მეტრი სიპ-კაბელი, 519 690 მეტრი სადენი, 35 723 მეტრი 6/10კვ კაბელი, 516 ცალი 6/10-0,4კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები.
მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ბათუმი 1“, „ბათუმი 2“, „ბათუმი 3“, „ბათუმი 5“, „მეგაპალასი“, „ივერია“, „ზუგდიდი 2“, „ხიდმაღალა“, „ახალციხე“, „ბაკურიანი“, „დუშეთი“ და „ლომისი“. აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა ახალი ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორები, აშენდა 35 კვ და 6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობები, შეკეთდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შენობები, დამონტაჟდა 10 კვ გამანაწილებებლი მოწყობილობების ახალი უჯრედები, დამონტაჟდა 110 კვ დენის ტრანსფორმატორები და ა.შ.
აშენდა „ბათუმი 2“ და „ბათუმი 5“ ქვესადგურების დამაკავშირებელი საკაბელო ხაზი, განხორციელდა 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი „მარაბდა 2“-ის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, 110 კვ გადამცემი ხაზების „ერგე 1“, „მოაშის“, „ცემი 1“-ის და „ჩხარის“ რეაბილიტაცია.
ქვესადგურებში „ბაკურიანი“, „გუდაური“, „კობი“, „ლარსი“, „ფოთი-4“, „გოდერძი“ და „თეთრიწყარო“ ჩატარდა scada სისტემის რევიზია, პროფილაქტიკა და გამოცდა; ხოლო ქვესადგურებში „ჭიათურა-1“, „ჭიათურა-2“, „ჭიათურა-3“, „ჭიათურა-4“, „ჭიათურა-5“, „ტყიბული-1“, „ტყიბული-2“ და „ტყიბული-3“ განხორციელდა scada სისტემის ინსტალაცია, გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება-გაშვება.
კახეთის ენერგოდისტრიბუცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მფლობელობაში წელიწადნახევრის წინ გადმოვიდა. აღნიშნული ქსელი იყო საკმაოდ მოძველებულ და რთულ მდგომარეობაში, მისი რეაბილიტაცია კი საჭიროებს მასშტაბურ სამუშაოებს და რესურსებს. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ასევე მომსახურეობის ცენტრებში, რაც გაგრძელდება 2019-20 წლებშიც. 2018 წელს კახეთის რეგიონში განხორციელდა 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია.
მასშტაბური პროექტები განხორციელდა ჩითახევის, ორთაჭალის, ლაჯანურის და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებზე. კომპანიის კუთვნილი 15 ჰიდროელექტროსადგურის მიერ კი დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც შეადგინა 1 820 მლნ კვტ/სთ. აგრეთვე, არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურზე, რამაც განაპირობა თბოსადგურის შეუფერხებელი მუშაობა.
კომპანიისთვის ერთერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2018 წელს განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა. ქოლ ცენტრის თანამშრომლებს და აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების ნაწილს, ჩაუტარდათ ტრეინინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, გაეშვა სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სრულიად ახალ ინიციატივას და ითვალისწინებს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოძიებას. აღნიშნული პროექტი 2019 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
“რეგიონალური პრესის წარმომადგენლებს გავაცანით 2018 წლის საქმინაობის ანგარიში, აგრეთვე განვიხილეთ 2019 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც დასრულდა 2018 წელს. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული შედეგები, რათქმაუნდა, აგრეთვე ვისაუბრეთ ნაკლოვანებებზე და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. ვთვლით, რომ 2019 წელი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპანიის განვითარებისათვის. კიდევ უფრო იზრდება საინვესტიციო პროექტების ოდენობა და ბიუჯეტი.” - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
მისივე თქმით, კომპანია დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესს, რომელიც გულისხმობს თვისობრივად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას. „მისასალმებელია ევროპული რეგულაციების იმპლემენტაცია და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ეს ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველჰყოფენ ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციის და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთის მხრივ მივაღწევთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში.“ - აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.
ბმული გვერდიდან: სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, გენდერული თანასწორობისა და ქალებისთვის პროფესიული წინსვლის კუთხით, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა მსხვილი ბიზნესის სექტორში. კომპანიამ წლების განმავლობაში „გენდერული ბალანსის“ გაუმჯობესებისა და აქ დასაქმებული ქალებითვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნის კუთხით, უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გასწია. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სიახლეებს ახორციელებს და ნერგავს, როგორც დასაქმების, ისე თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების სფეროში. „ენერგოკომპანიის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთან დასაქმებული ქალბატონების პროცენტული წილი თითქოს დიდი არ არის და მხოლოდ 15 % - მდეა, მაგრამ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, უსაფრთხო სამუშაო გარემო, დაცულობის შეგრძნება და დამატებითი ბენეფიტები, საშუალებას აძლევს ჩვენს ქალ თანამშრომლებს უკეთ დააბალანსონ სამსახურებრივი და პირადი ცხოვრება, გაანაწილონ სამუშაო საკუთარი ხედვით, რაც უმეტეს შემთხვევაში, დადებითად მოქმედებს შრომის ეფექტიანობაზე - ეს კი კომპანიის მთავარი მოგებაა,“ - აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ, რომელსაც მთელი კომპანიის სახელით გადაეცა გამარჯვებულის პრიზი. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ გამოცხადებულ კონკურში საქართველოში მოქმედი 33 სხვადასხვა ბიზნეს ორგანიზაცია იღებდა მონაწილობას. კონკურსი მიზნად ისახავდა იმ ბიზნესების და კომპანიების გამოვლენას და ხელშეწყობას, რომლებიც საქართველოში ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს ნერგავენ.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული გახდა
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას
6 პროფესიული სასწავლებლის, დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის სპეციალობის 8 წარმატებული სტუდენტი, მთელი სწავლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-სგან თვეში 200 ლარიან სტიპენდიას, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. სტუდენტები შეირჩნენ აკადემიური მოსწრების, რეიტინგების, თავად კოლეჯების ადმინისტრაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან, გასაუბრების საფუძველზე. ,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პროფესიონალი ენერგეტიკოსი ჰყავდეს ქვეყანას. კომპანიის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება განხორციელდა და მომავალში კიდევ განხორციელდება სკოლის მოსწლავეებისთვის თუ პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. გვინდა, რომ მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდეს ენერგეტიკის და ელქტროინჟინერიის დარგით. ეს ახალგაზრდები, მომავალში უნდა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. მათ კი, ვინც უკვე აირჩია ეს მიმართულება, ვცდილობთ მეტი მოტივაცია და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“ - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. ,,მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა, საქართველოს რეგიონებში მდებარეობს, შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ეძლევათ შესაძლებლობა, შეისწავლონ პროფესია, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, დასაქმდნენ საკუთარ რაიონშივე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამის მომსახურების ცენტრში თუ ფილიალში“ - განაცხადა სს ,,ენერგოპრო ჯორჯია“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ. მისი თქმით, ამ ეტაპზე სტიპენდიები მიიღეს: ახალციხის კოლეჯ ,,ოპიზარი“-ს, ფოთის კოლეჯ ,,ფაზისი“-ს, თელავის კოლეჯ ,,პრესტიჟი“-ს, საგურამოს ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი“-ს, თბილისის პროფესიული სასწავლებლების ,,მერმისი“-ს და ,,სპექტრი“-ს სტუდენტებმა. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ აღნიშნულ პროექტს სექტემბრიდან უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახორციელებს.
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციას
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს
ტურისტულ სეზონზე, როცა კურორტებზე მოსახლეობის დიდი ოდენობა იყრის თავს, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება უსაფრთხოების წესები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების, ქვესადგურების თუ ნებისმიერი სხვა ენერგოობიექტის სიახლოვეს. ენერგოობიექტების დაცვის ზონებში უნებართვო შესვლის ან მიახლოების შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს! შესაბამისად, მსგავს ადგილებში მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას არსებული უსაფრთხოების წესები. მოსახლეობისთვის დაუშვებელია მიწის ზედაპირზე, არხებში, ჭებში არსებულ საკაბელო ხაზებთან შეხება, რადგან ისინი მოქმედი ძაბვის ქვეშაა და მათთან მიახლოება სიცოცხლისთვის საშიშია! გარდა ამისა, აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ყველა სახის ტრანსპორტისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების გაჩერება, თივის ზვინების მოწყობა, შეშისა და სხვა მასალების დაწყობა, ცეცხლის გაჩაღება და საველე ბანაკების განლაგება. საჰაერო ხაზების დაცვის ზონებში ბანაობა და თევზაობა საშიშია სიცოცხლისთის, რადგან ძაბვა უხილავია და სახიფათო. სადენის გაწყვეტის შემთხვევაში, მასთან მიახლოება დაუშვებელია. ასევე, აღნიშნული საყურადღებოა მშობლებისთვის, რადგან ბავშვების თამაში ღია სადენებთან სიახლოვეს, საშიშია სიცოცხლისთის! იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქსელებში შეინიშნება რაიმე ავარიული ან საშიში მდგომარეობა, როგორიცაა სადენების გაწყვეტა და ჩამოვარდნა, ბოძების წაქცევა, სადენების მიწის ზედაპირთან მიახლოება, ძლიერი ნაპერწკლიანობა, ხანძარი და სხვა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შესაბამისი რაიონის მომსახურების ცენტრს ან კომპანიის ცხელ ხაზს.
ბმული გვერდიდან: უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მიმართავს
ქ. რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება
,,ენერგო-პრო ჯორჯია“ რუსთავში, ორი ქვესადგურის რეაბილიტაციის ფარგლებში, 2 000 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს. მიმდინარეობს მაღალი ძაბვის, 110 კვ-იანი ქვესადგურების ,,მარჯვენა სანაპიროს“ და ,,პატარა რუსთავის“ სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
,,საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ვაკეთებთ ქალაქისთვის. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება რუსთავის ენერგომომარაგება. ქვესადგურში ,,მარჯვენა სანაპირო“ დამატებით დამონტაჟდება ძალოვანი ტრანსფორმატორი, რაც კიდევ უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ქალაქის ენერგომომარაგების გაუმჯობესების პროცესს“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მაღალი ძაბვის ქსელის მართვის მენეჯერმა ზურაბ სიხარულიძემ.
ქვესადგურების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და ივნისის ბოლოს დასრულდება.
ბმული გვერდიდან: ქ. რუსთავის ენერგომომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდება
პროფესიული კოლეჯის სტუდენტს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პირდაპირ ეთერში დაუნიშნა სტიპენდია
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე, პროფესიული კოლეჯის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის, ენერგეტიკის პროგრამის სტუდენტთან გიორგი იაკობაშვილთან ერთად მიწვეული იყო ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. საუბარი მიმდინარეობდა ენერგეტიკის მიმართულებების სტუდენტების წახალისების და დასაქმების შესახებ.
,,როგორც კი გავესაუბრე გიორგის, მივხვდი, რომ ის მოტივირებული ახალგაზრდაა და რაც მთავარია, ენერგეტიკის პროფესია შეგნებულად აქვს არჩეული. ასეთი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა წახალისდნენ, ამიტომ იქვე, პირდაპირ ეთერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ კომპანიას სტიპენდია დაენიშნა მისთვის. გარდა ამისა, ეს მაგილითი იქნება სხვა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ენეგეტიკოსის პროფესიის არჩევა“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
სწავლის დასრულების შემდეგ, გიორგი იაკობაშვილი უკვე ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა წარმატებულად შედგება.
,,ენერგეტიკის დარგში მომავალი პროფესიონალების დეფიციტი რომ იქმნებოდა, დავინახეთ დაახლოებით 7 წლის წინ. მაშინვე დავიწყეთ მემორანდუმების გაფორმება ყველა საჯარო თუ კერძო პროფესიულ კოლეჯთან, სადაც ასწავლიან ელექტროინჟინერიას. მას შემდეგ, სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენთან დასაქმებას. როცა შევამჩნიეთ სტუდენტების სიმცირე, წახალისების მიზნით, დავაწესეთ სტიპენდიები. მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტები სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიასგან“ იღებენ სტიპედიებს. მოვუწოდებთ ყველას ჩააბარონ ენერგეტიკის მიმართულების ფაკულტეტებზე. სწავლის დასრულების შემდეგ მათ დავასაქმებთ ჩვენთან“ - თქვა გიორგი ტრაპაიძემ. ის ასევე აცხადებს, რომ ენერგეტიკოსობა მხოლოდ მამაკაცების პროფესია არ არის. ამიტომ გოგონებს, ქალბატონებს მოუწოდებს ჩააბარონ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკულ ფაკულტეტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კი პირდება მათ, რომ სწავლის პერიოდში დაუნიშნავს სტიპენდიას. დასრულების შემდეგ კი დაასაქმებს კომპანიაში.
ბმული გვერდიდან: პროფესიული კოლეჯის სტუდენტს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პირდაპირ ეთერში დაუნიშნა სტიპენდია
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ იწყებს სტუდენტთა „საზაფხულო დასაქმების პროგრამას“, რომელიც უმაღლესი სასწავლებლის ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ კომპანიაში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულების სტუდენტებსაც.
,,გარდა ამ პროგრამისა, ენერგო-პრო ჯორჯია ატარებს სხვა მრავალ ღონისძიებას, რომელიც ენერგტიკის დარგის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამავე მიზნით, კომპანიაში მომავალშიც არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება. დღეს უკვე არის პროფესიონალი ენრეგეტიკოსების დეფიციტი და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, ამიტომ, მოვუწოდებ ახალგაზრდებს, დაინტერესდნენ და აირჩიონ ენერგეტიკის პროფესია, ენერგო-პრო ჯორჯია კი წარმატებულ სტუდენტებს, თითქმის გარანტირებულად პირდება დასაქმებას კომპანიაში, სადაც საშუალო ხელფასი 1000 ლარს შეადგენს და თანამშომელს მუდმივად აქვს კარიერული წინსვლის საშუალება” - განაცხადა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
„შარშან ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ. შერჩეული მონაწილეებიდან 8 ახალგაზრდა დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია. წელსაც გვინდა სტუდენტებს პრაქტიკაში ვაჩვენოთ ენერგოკომპანიის მუშაობის სპეციფიკა. ისინი სამუშაო პროცესში გაეცნობიან, როგორ მუშაობენ პროფესიონალები მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელში, გამანაწილებელ ქვესადგურებში, ელ-მრიცხველების ლაბორატორიაში, გენერაციის ობიექტებში, შრომის, უსაფრთხოების, პროექტირების და დისპეტჩერიზაციის სამსახურებში. ასევე, ნახავენ როგორ ფუნქციონირებს კომპანიაში დანერგილი თანამედროვე ტექნიკური „scada” და „gis” სისტემები, აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრის) და სხვა” – აღნიშნა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ ინიცირებული „საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ მონაწილეები სტაჟირებასა და ტრენინგებს გაივლიან კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში, სათაო ოფისში (თბილისში) და რეგიონულ ფილიალებში (ქუთაისი, ბათუმი, ხაშური, თელავი). პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, მათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2019 წლის 20 და 21 ივნისს 11:00 საათზე კომპანიის სათაო ოფისში (თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის n19). დაინტერესებულმა პირებმა საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად 19 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია მისამართზე: https://forms.gle/8t3tcoxpmpv6ti5x6
ბმული გვერდიდან: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამა იწყება
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება ვრცელდება
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” სახელით სოციალურ ქსელებში და ვიდეო პლატფორმებზე ვრცელდება ყალბი სარეკლამო განცხადება. თაღლითური სქემის ავტორები კლასიკური ფინანსური პირამიდის მეშვეობით ცდილობენ თანხების მიზიდვას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება ყალბია და არანაირი შეხება არ აქვს კომპანიის საქმიანობასთან.
გავრცელებულ ვურუსულ ვიდეოში საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს რუსულ ენაზე მოუწოდებენ თანხის ჩადებას გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციაში. ენერგოკომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ შემოთავაზებებს და არ დარეგისტრირდნენ მათ პლატფორმაზე. ამჟამად კომპანიის იურიდიული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურები მუშაობენ, რომ შესაძლებელი გახდეს თაღლითური განცხადების გავრცელების შეზღუდვა.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ევროკავშირის ქვეყანას წარმოადგენს საქართველოში. ის არის ჩეხური კომპანიის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანაში და მის ფარგლებსგარეთ საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია საქართველოში.
ბმული გვერდიდან: სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელით ყალბი შეთავაზება ვრცელდება