eng

ძიების შედეგები

8 შედეგი, საძიებო ფრაზისთვის "r"
მიზანი
მიზანი და ამოცანები ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის დისტრიბუცია.   გვქონდეს მაღალი ხარისხის მომსახურება აქტიურად განვახორციელოთ ინვესტიციები კომპანიის ობიექტების  განვითარებასა და გაუმჯობესებაში; ყოველთვის ვიმუშაოთ ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში; ხელი შევუწყოთ ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას; ყოველთვის ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე. კომპანიის ანგარიში 2021 კომპანია ანგარიში 2022კომპანიის ანგარიში 2023შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში 2023
ბმული გვერდიდან:
მიზანი
ენერგო–პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ტარიფს არასწორად დათვლას კატეგორიულად გამორიცხავს
სს „ენეგო–პრო ჯორჯია“ კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ბათუმში მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 17 თეთრად, არასწორად უანგარიშა. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე საინფორმაციო სააგენტო ჯი–ეიჩ–ენის მეშვეობით ავრცელებს. „ვფიქრობთ, რომ ბატონ ბლადაძეს აქვს მცდარი ინფორმაცია ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიის შესახებ. ტარიფი ითვლება სეწმეკის 2008 წლის 4 დეკემბრის n33 დადგენილების მიხედვით. კომპანიის მხრიდან დათვლის დროს რაიმე გადაცდომას კი კატეგორიულად გამოვრიცხავ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი ყორშიამ. კომპანია მზად არის ყველა დაინტერესებულ პირს აუხსნას და მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ითვლება მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი და პასუხი გასცეს ნებისმიერ აბონენტს მის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დამატებითი საეჭვო კითხვები გამოირიცხება. ცნობისათვის, ბათუმში აბონენტთა მხოლოდ 36%–ს დაუანგარიშდა დეკემბრის თვეში მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება 14,83 თეთრიანი ტარიფით დღგ–ს გარეშე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება.
ბმული გვერდიდან:
ენერგო–პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ტარიფს არასწორად დათვლას კატეგორიულად გამორიცხავს
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ სემეკის თავმჯდომარეს და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უკვე მიაწოდა სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროექტების შესახებ
ენერგეტიკის სამინისტროში დღეს გაიმართა შეხვედრა სემეკის, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობას შორის, სადაც კომპანიამ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავას და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს წარუდგინა სრული ინფორმაცია და ხარჯთარიცხვა აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ. საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება 950 მილიონ ლარამდეა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მიმდინარეობდა ქსელის რეაბილიტაცია და ამ მხრივ კომპანია ინვესტიციებს ახორციელებდა, წლების წინ გაძარცვული ქსელის გამართვა მოითხოვს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას და მუშაობას. „კომპანია მუდმივად ფლობს, აკონტროლებს და ანახლებს განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი ქსელის სუსტი წერტილები და მონაცემების წარსადგენადაც ყოველთვის მზად ვიყავით. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი მოიცავს დეტალურ ანალიზს. ანალიზი გამყარებულია კონკრეტული არგუმენტებით“ – განაცხადა კომპანიის ტექნიკურმა მენეჯერმა ალეკო ნემსაძემ. ენერგო-პრო ჯორჯია მიესალმება სახელმწიფოს მცდელობას, რომ გამოიძებნოს ამ პროექტების დაფინანსების წყაროები. თავის მხრივ კომპანია ისეთივე წარმატებით მოახდენს ყველა პროექტის განხორციელებას, როგორც უზრუნველყო ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტების განხორციელება, რისთვისაც კომპანიამ არაერთი მადლობა დაიმსახურა. ენერგო–პრო ჯორჯია ეხლაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. კომპანია ემსახურება 980 000 აბონენტს. ამ დროისთვის უკვე გამრიცხველიანებულია 750 000 აბონენტი და ინვესტიცია მხოლოდ ამ კუთით შეადგენს დაახლოებით 200 000 000 ლარს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაახლოებით 2 კვირის შემდეგ კვლავ მოხდება შეხვედრა სადაც კონკრეტული პრიორიტეტები დაისახება.
ბმული გვერდიდან:
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ სემეკის თავმჯდომარეს და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს უკვე მიაწოდა სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროექტების შესახებ
სავარაუდო ქურდობა ქვესადგურში
ენერგო–პრო ჯორჯიას კუთვნილ ქვესადგურში, რომელიც მდებარეობს ჭიათურაში სავარაუდო ქურდობა დაფიქსირდა. კერძოდ, ქვესადგურიდან გამომავალი 6 კვ #5 ფიდერზე დაფიქსირდა ხელოვნურად გამოწვეული ავარიული გათიშვა. ამას გარდა, კომპანიის ტექნიკური ბრიგადების მიერ ადგილზე განხორციელებული დათვალიერების შედეგად, დაფიქსირდა დაახლოებით 300 ლიტრი სატრანსფორმატორო ზეთის დატაცების ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი. აღნიშნული ფაქტის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა 1315 აბონენტს ჭიათურაში. გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით, ენერგო–პრო ჯორჯიას ოპერატიული ბრიგადის მიერ განხორციელდა ხაზის აღდგენითი სამუშაოები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა გათიშული აბონენტების დიდ ნაწილს. თუმცა, ამ დროისთვის გამორთული რჩება 60–მდე აბონენტი. ენერგო–პრო ჯორჯიამ პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის მიზნით, გამოყო ახალი ტრანსფორმატორი და ამჟამად მიმდინარეობს ახალი ტრანსფორმატორის მონტაჟი. სამუშაოები დასრულდება დღის ბოლომდე და მათი დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება დარჩენილ აბონენტებს.
ბმული გვერდიდან:
სავარაუდო ქურდობა ქვესადგურში
ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ წარმატებით დაასრულა ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რაიონი გამრიცხველიანდა მთლიანად (25 სოფელი, დაბა ჩაქვი და ოჩხამური, აგრეთვე ქალაქი ქობულეთი, საერთო ჯამში 24 000–მდე აბონენტი). ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, აბონენტები ადვილად გააკონტროლებენ საკუთარ ენერგომოხმარებას. ქობულეთის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის განხორციელების მიზნით, სს ენერგო–პრო ჯორჯიამ 5 959 750 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბოლო სოფელი, რომელიც გამრიცხველიანდა ქობულეთის რაიონში არის სოფელი ხალა, სადაც ბოლო მრიცხველის დამონტაჟებას დაესწრო ენერგო–პრო ჯორჯიას ხელმძღვანელობა და აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე. „ქობულეთის რაიონი არის ერთერთი პირველი რაიონი, სადაც ენერგო–პრო ჯორჯიამ მთლიანად დაასრულა აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი ჩვენთვის ერთერთი პრიორიტეტულია, რადგან ის იძლევა ინდივიდუალური აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ზუსტი აღრიცხვის საშუალებას, რაც აბონენტისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამასთან, გამრიცხველიანების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს ქსელის საიმედოობის გაზრდას და აბონენტების უსაფრთხო ენერგომომარაგებას“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას დასავლეთ რეგიონალური ფილიალის დირექტორმა ირაკლი ვახტანგიძემ. ინდივიდუალური გამრიცხველიანების პარალელურად სს ენერგო–პრო ჯორჯიამ განახორციელა ელექტროქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც, რომლთა ფარგლებშიც შეიცვალა ამორტიზირებული სადენები და ბოძები, ახალი იზოლირებული კაბელებით და რკინა–ბეტონის დგარებით. რეაბილიტაციის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდა ქსელის ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაიზრდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და შესაბამისად მომსახურების ხარისხი. სს ენერგო–პრო ჯორჯია განაგრძობს ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც და 2015 წლისთვის გამრიცხველიანებული იქნება მთელი საქართველო.
ბმული გვერდიდან:
ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
სს ენერგო–პრო ჯორჯიაში ცვლილებებია
სს ენერგო–პრო ჯორჯიას მენეჯმენტში ცვლილებებია. დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი. ნიკოლაი ნიკოლოვი დღემდე კომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 14 ნოემბრიდან მან სს ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა.  „ენერგო–პრო ჯორჯია განაგრძობს ყველა იმ პროექტზე მუშაობას, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა. კომპანია გეგმავს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. შედეგად გააუმჯობესდება ქსელის მდგომარეობა, გაგრძელდება რეგიონების გამრიცხველიანება არსებული გეგმის მიხედვით და გაიზრდება აბონენტების მომსახურების ხარისხიც“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ახალმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების განვითარება; შესაბამისად, კომპანია მუდმივად ზრუნავს წარმატებული თანამშრომლების კარიერულ წინსვლაზე, რაც დასტურდება ბოლო დროს კომპანიაში განვითარებული ცვლილებებით.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა იარომირ ტესარმა. სს ენერგო–პრო ჯორჯიას ახალ გენერალურ დირექტორს ეყოლება სამი მოადგილე: გენერალური დირექტორის მოადგილედ ადმინისტრაციის, ფინანსების და რეგულირების დარგში დაინიშნა ნინო დადუნაშვილი, რომელსაც დღემდე კომპანიაში ეკავა ფინანსური მენეჯერის პოსტი; გენერალური დირექტორის მოადგილედ კომერცულ დარგში დარჩა მიხეილ ბოცვაძე, რომელიც აგრეთვე მოღვაწეობს ბულგარეთში ენერგო–პრო ვარნას მმართველ დირექტორად; გენერალური დირექტორის მოადგილედ ბილინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში დაინიშნა გიორგი ყორშია, რომელიც აგრეთვე მუშაობს ბულგარეთში ენერგო–პრო ვარნას მმართველი დირექტორის რანგში.
ბმული გვერდიდან:
სს ენერგო–პრო ჯორჯიაში ცვლილებებია
გამოფენა „ფერადი ფიქრები“
დღეს გალერეა „ევროპის სახლში“ ქართველი მხატვრის აკაკი გაჩეჩილაძის პერსონალური გამოფენა “ფერადი ფიქრები” გაიხსნება. გამოფენა 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერია სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, კომპანია სადაც“აკაკი გაჩეჩილაძე 2005 წლიდან მუშაობს – აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსი დისპეტჩერის პოზიციაზე. აკაკი გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგტიკოსია. თუმცა, თავის იდენტობას მხატვრობაშიც ხედავს. გამოფენაზე „ფერადი ფიქრები““ ნამუშევრების უმეტესობა 2013 წლით თარიღდება. ასევე, მნახველს საშუალება აქვს შეაფასოს აკაკი გაჩეჩილაძის გასული წლების რამდენიმე ცნობილი ტილოც. „ფერადი ფიქრები““ მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა – აქ წარდგენილი იქნება 60 ფერწერული ტილო. აკაკი გაჩეჩილაძის დებიუტი გერმანიაში შედგა. მისი გამოფენები წარმატებით გაიმართა 2010 წელს ქ. მერბუშში (ჯგუფური გამოფენა ”gruppe108&friends”), 2011 წელსქ. მერბუშში (პერსონალური გამოფენა ”impression, emotion, momentaufbahmen”), 2011 წელს ქ. ჰამბურგში (ჯგუფური გამოფენა), 2012 წელს დუსელდორფში (პერსონალური გამოფენა ”akaki aus tiflis”), 2012 წელს დიუდესლდორფში (პერსონალური გამოფენა “ფანტასტიკური რეალიზმი”). 2012 წლიდან აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრები საქართველოში გამოიფინა – იმერეთში, სოფელ ზემო წევის საჯარო სკოლის სივრცეში (პერსონალური გამოფენა პროექტის “580 მეტრი ზღვის დონიდან”“ ფარგლებში) და 2013 წელს თბილისში, გალერეა აპოლოში (პერსონალური გამოფენა “რეალური”). აკაკი გაჩეჩილაძის შემოქმედებით შესაძლებლობებს, რომელიც ექსპრესიონიზმიდან სურეალიზმამდე დიაპაზონს მოიცავს, გერმანელი სპეციალისტები წარმატებულ მომავალს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ უწინასწარმეტყველებდნენ. მხატვრის პროდუქტიულობა და უშრეტი ფანტაზია მართლაც შესანიშნავია. აკაკი გაჩეჩილაძის ხელოვნება მოკლებულია მყვირალა ეფექტებს. მისი უხვფერებიანი კომპოზიციები დამაჯერებლად არის შესრულებული. სიუჟეტურად ისინი მრავაფეროვანი და მდიდარია, რის გამოც მნახველს ყოველთვის რჩება გარკვეული საფიქრალი. ნამუშევართა დიდი ნაწილი სიმბლოებით არის დატვირთული. აკაკი გაჩეჩილაძის ინსპირაციის წყარო ყოველდღიური ემოციაა – თანგრძნობა, სიყვარული, პატივმოყვარეობა, შიში, გულგრილობა, მომხვეჭელობა და სხვ. ისინი მის შემოქმედებაში ირეალურ, ილუზიურ სამყაროსა და მის პერსონაჟებში აირეკლება. აკაკი გაჩეჩილაძის საავტორო ხელწერა მკვეთრად გამორჩეულია და თავისუფალია გავლენებისგან. მისი ნამუშევრები მნახველში გაუნელებელ შთაბეჭდილებებს ტოვებენ. აკაკი გაჩეჩილაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებსა და არტ ფესტივალებში – 2013 წელს არტფესტივალი ქალაქ მარბელაში (ესპანეთი), 2013 წელს საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად (ივენთჰოლი), 2012 წელს inter art (ბათუმი). მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (უკრაინა, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი).
ბმული გვერდიდან:
გამოფენა „ფერადი ფიქრები“
პროფესიული სასწავლებლების მომავალ სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს
ენერგო–პრო ჯორჯია დასაქმების ახალ პროექტს იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს და რომლებიც მიმდინარე წელს ჩაირიცხება პროფესიულ სასწავლებლებში ელექტრიკოსის, შემდუღებლის და სხვა მსგავსი პროფილის ფაკულტეტებზე, სწავლლების პერიოდში კომპანიისგან მიიღებენ 150-200 ლარის ოდენობის სტიპენდიას. სწავლების ბოლო ეტაპზე სტუდენტები სს ენერგო–პრო ჯორჯიაში გაივლიან 1-3 თვემდე ხანგრძლივობის სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აღნიშნულთან დაკავშირებით ენერგო–პრო ჯორჯიასა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდება. „პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ და ავუმაღლოთ მოტივაცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ მიიღონ პროფესიული განათლება. აღნიშნული პროექტი დაეხმარება დარგის პოპულარიზაციასაც. თავის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს სტუდენტების შემდგომ დასაქმებას კომპანიაში და მათ კარიერულ ზრდას. აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა. სტიპენდიის მიღების მსურველებმა მიმდინარე წლის 27 აპრილამდე უნდა შემოიტანონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში ან ფილიალებში, ასევე მათ შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ელექტრონულად კომპანიის ვებ გვერდზე. შემდეგ მოხდება გასაუბრება კანდიდატებთან, გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთაც პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში დაენიშნებათ სტიპენდია ენერგო–პრო ჯორჯიასგან. კონკურსის პირობების მიხედვით განაცხადის შემომტანი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა, საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს არა ნაკლებ საშუალო განათლება და დაწყებით დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენებს. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აღნიშნულ პროექტში ჩაერთვებიან ასევე ბავშვთა სახლებიც. კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ასევე გეგმავენ შეხვდნენ ბავშვთა სახლების დირექტორებს. შეხვედრის მიზანი იქნება ის, რომ აღსაზრდელებს, რომლებიც მალე დაიწყებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, მოტივაცია გაუჩნდეთ ჩააბარონ პროფესიულ სასწავლებლებში შესაბამის სპეციალობებზე. შესაბამისად კომპანია მათ სწავლის განმავლობაში გადაუხდის სტიპენდიას მომავალი დასქმების პერსპექტივით.
ბმული გვერდიდან:
პროფესიული სასწავლებლების მომავალ სტუდენტებს ენერგო–პრო ჯორჯია დაასაქმებს
1 2 3