სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების დასკვნების მომზადება
გამოქვეყნებულია: 29.11.2022 ბოლო ვადა: 12.12.2022
სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიერ 2021 წელს განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების დასკვნების მომზადების თაობაზე შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:
საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობა;
მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა;
საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას საექსპერტო მომსახურების (საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა; მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის დადგენა) განხორციელებისთვის აუცილებელი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიმწოდებელმა საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტოსი;
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მიმდინარე წლის 12 დეკემბრამდე დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
მისამართი: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. #19
საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი
ტელ: 577351735
ელ-ფოსტა: natia.megrelishvili@energo-pro.ge
შემოთავაზების მიღების საბოლოო ვადა: 12/12/2022 18:00 სთ