სს „ეპ ჯორჯია გენერაციას“ ესაჭიროება მომსახურება სახიფათო ნარჩენების გატანაზე და უტილიზაციაზე იმ შემთხვევისათვის თუ ნარჩენი წარმოიქნება შემდეგი ჰიდროელექტროსადგურებისათვის (შემდგომში ჰესები): აჭარისწყლის ჰესი, კინკიშა ჰესი, ჩხოროწყუჰესი, რიონჰესი, გუმათჰესი (გუმათი 1, გუმათი 2), ძევრულაჰესი, შაორჰესი, ლაჯანურჰესი, ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, სიონჰესი, საცხენისი ჰესი, მარტყოფჰესი. ბიორემედიაციისათის საჭირო პრეპარატი ზაჰესისათვის.
გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
• რომელ სახიფათო ნარჩენების კოდებზე აქვთ ნებართვა (წარმოადგინონ კოდები);
• ტრანსპორტირების ფასი ზემოთ ჩამოთვლილ ჰესებიდან.
• უტილიზაციის ფასი იმ კოდებით წარმოდგენილი ნარჩენებისა, რომელზეც აქვთ ნებართვა-კოდი და ფასი 1 კგ ნარჩენის უტილიზაციის;
• 1 ტონა ნიადაგის და/ან 1 მ2 ფართობის ადგილზე ბიორემედიაციის ფასი;
• შესაძლოა ნარჩენის (1 კგ) უტილიზაციის ფასში შევიდეს ტრანსპორტირების ფასიც.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ 2022 წლის 7 აპრილს 18:00 საათამდე.
საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი, Email: natela.megrelishvili@energo-pro.ge