სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას პროექტების შეფასების მოდულის დასანერგად.
აღნიშნული მოდულის/პლატფორმის მოკლე აღწერილობა:
პროექტების შეფასების მოდული ფუნქციონალი უნდა მოიცავდეს შემდეგს:
- ორგანიზაციული სტრუქტურა (თითოეული დეპარტამენტიდან პასუხისმგებელი და მისი ხელმძღვანელი პირი);
- შეფასების მოდულს ჰქონდეს ადმინისტრირების და მომხმარებლის ინტერფეისები;
- შეფასების დაწყების ინიცირება, სისტემაში ცვლილებების და შესწორებების შეტანის შესაძლებლობა:
- მოდულის მეშვეობით შესაძლებელი იყოს:
- პროექტების შეტანა - საწყისი სიის განსაზღვრა;
- შესრულების ვადების, პრიორიტეტები მითითება;
- ხელმძღვანელთან დადასტურებაზე გადაგზავნა;
- განსაზღვრულ ვადაში ცვლილებების შეტანა - პროექტის რედაქტირება ვადის/წონის ცვლილება;
- შეფასების პერიოდში თვითშეფასების ქულის დაწერა შესრულებული პროექტების მიხედვით; კომენტარების ველი/პროექტის დეაქტივაცია;
- განსაზღვრულ ვადაში ხელმძღვანელის მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასება
- ადმინისტრატორებს შეეძლოთ ანგარიშგების ამოღება
o თითოეული პასუხისმგებელი პირის მიხედვით განსაზღვრული თარიღისთვის;
o შეფასების სტატუსის, ეტაპის, ქულის მიხედვით
o უარყოფილი, შეცვლილი პროექტების ჩამონათვალის შემოწმება
- ყოველ ეტაპზე შესაძლებელი იყოს, რომ პასუხისმგებელ პირებს მიუვიდეთ შეტყობინება/შეხსენება შესასრულებელი ეტაპის შესაბამისად.
ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შეთავაზება მითითებული სპეციფიკაციებით და პროექტის ღირებულებით.
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
• მსგავსი პროგრამის შექმნის და პრაქტიკაში განხორციელების გამოცდილება;
• რეკომენდატორი კომპანიების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო ინფორმაცია;
• სამუშაოს შესრულების საორიენტაციო ვადა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, დოკუმენტაცია წარმოადგინოთ დალუქული პაკეტით 2020 წლის 06 მარტის 18:00 საათამდე ირჟი კონეჩნის სახელზე, მისამართზე ქ. თბილისი 0186, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა #19, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სათაო ოფისი.
საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი, შესყიდვების სპეციალისტი მობ: 577 35 17 35;