"ეპ ჯორჯია გენერაციის“ მიერ 2020 წელს განხორციელებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებული სამუშაოების დასკვნების მომზადება
გამოქვეყნებულია: 09.09.2021 ბოლო ვადა: 17.09.2021
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ მიერ 2020 წელს განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების დასკვნების მომზადების თაობაზე, შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:
• საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობა;
• მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა;
• საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას საექსპერტო მომსახურების (საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა; მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის დადგენა) განხორციელებისთვის აუცილებელი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიმწოდებელმა საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 1 მაისისა;
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მიმდინარე წლის 17 სექტემბრამდე.
მისამართი: თბილისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. #19
საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი
ელ-ფოსტა: natela.megrelishvili@energo-pro.ge
შემოთავაზების მიღების საბოლოო ვადა: 17/09/2021 18:00 სთ