სს “ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს ფასთა გამოკითხვას სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მიერ 2019 წელს განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების დასკვნების მომზადების თაობაზე შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:
• საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობა;
• მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობა;
• საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას საექსპერტო მომსახურების (საპროექტო ან სხვა საწყის დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა; მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობის დადგენა) განხორციელებისთვის აუცილებელი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიმწოდებელმა საექსპერტო დასკვნა უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა;
გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მიმდინარე წლის 04 აგვისტომდე დეტალური ინფორმაციის მისაღებად
საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი
ტელ: 577351735
ელ-ფოსტა: natela.megrelishvili@energo-pro.ge