სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს
საქართველოში არსებული უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის, სხვა ტექნიკური და ფინანსური მიმართულებების დამამთავრებელი კურსების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, თბილისში და რეგიონებში საშუალება ეძლევათ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 2 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ. სტაჟირების დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტები სრულ განაკვეთზე დასაქმების შეთავაზებას მიიღებენ.