ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დასრულდა
სს ენერგო–პრო ჯორჯიამ წარმატებით დაასრულა ქობულეთის რაიონის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რაიონი გამრიცხველიანდა მთლიანად (25 სოფელი, დაბა ჩაქვი და ოჩხამური, აგრეთვე ქალაქი ქობულეთი, საერთო ჯამში 24 000–მდე აბონენტი). ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით, აბონენტები ადვილად გააკონტროლებენ საკუთარ ენერგომოხმარებას. ქობულეთის რაიონში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტის განხორციელების მიზნით, სს ენერგო–პრო ჯორჯიამ 5 959 750 ლარის ინვესტიცია განახორციელა.