სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალს ახალი მენეჯმენტი ჰყავს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ კახეთის ფილიალის ახალი მენეჯმენტი და თელავის მომსახურების ცენტრის მენეჯერი წარადგინა. რეგიონალურ ფილიალს ბერდია გოგლოძე უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამხრეთ საქართველოს ფილიალის დირექტორად მუშაობდა. რეგიონის მენეჯმენტის საკვანძო პოზიცებზე აგრეთვე დაინიშნენ ზურაბ ჯაფარიძე და ლერი კაკაურიძე. ახალი მენეჯერი ჰყავს თელავის მომსახურების ცენტრსაც, რომელსაც ლევან შავლაყაძე უხელმძღვანელებს.