მიხეილ ბოცვაძე - ,,ენერგო-პრო ჯორჯია” კვლავ უსამართლოდ დაჯარიმდა მარეგულირებელი კომისიის მიერ
,,სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. მას რათქმაუნდა სასამართლოში გავასაჩივრებთ, დადგენილი წესით და სრულიად დარწმუნებულნი ვართ რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“ - აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.