მიზანი და ამოცანები
ჩვენი მიზანია ვუზრუნველყოთ ეფექტური და საიმედო ელექტროენერგიის დისტრიბუცია.
კომპანიის ანგარიში 2021
კომპანია ანგარიში 2022
კომპანიის ანგარიში 2023
აბონენტების რაოდენობისა და მომსახურების არეალის გათვალისწინებით, სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ერთერთ ყველაზე დიდ ენერგოკომპანიას ამიერკავკასიის რეგიონში. კომპანია დაყოფილია 6 ფილიალად და ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.
სს “ენერგო–პრო ჯორჯია” არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში.
წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში.