eng

news

თიანეთში ქვესადგურის რეკონსტრუქციის მიზნით, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 3 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს

20 მარტი, 2023

თიანეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებთ 3 მილიონი ლარია. რეაბილტაცია უტარდება მაღალი ძაბვის ქვესადგურს „თიანეთი-110“ და 2 მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, რითაც გაიზრდება მცხეთა-მთანეთისა და კახეთის რეგიონებს შორის ენერგომომარაგების საიმედოობა.

მთლიანად იცვლება და რეკონსტრუქცია უტარდება ქვესადგურში არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს, მონტაჟდება მეორე ძალოვანი ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თიანეთის ენერგომომარაგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს „მაღაროსკარი“, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტს თიანეთთან აკავშირებს და მ/ძ გადამცემ ხაზს „კვეტერა“, რომლითაც თიანეთის რაიონიდან ელექტროენერგია ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეწოდება.

სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროეტის განხორციელებაში ჩართული არიან, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი, ისე კონტრაქტორები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.