სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით გამართვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარდათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს ინფორმაცია საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების შესახებ და გამართეს შესაბამისი პრეზენტაცია.
პრეზენტაცია მიზნად ისახავდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებისთვის დეტალურად მიეწოდებუნათ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმისათვის, რომ კომპანიის თანამშრომლები, როგორც ამომრჩევლები, მაქსიმალურად ინფორმირებულები ყოფილიყვნენ აღნიშნული სიახლის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, ადგილზე განხორციელდა საარჩევნო აპარატების დემონსტრირება და ფუნქციური განმარტება. აგრეთვე, ჩატარდა კენჭისყრის იმიტაცია, რაც მოიცავდა უშუალოდ მონაწილეების მხრიდან ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას და სიმულირებული არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებას.
„სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამოდენიმე თვეა ემზადება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიმზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“ - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.