სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას. კომპანიამ რუსთავში ახალი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა აბონენტების ენერგომომარაგება რუსთავში.
განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, გაიჭიმა ახალი მიწისქვეშა კაბელი და მოეწყო შესაბამისი ქსელის ინფრასტრუქტურა, შესაბამისად მნიშვნელოვნად შემცირდა ავარიული გამორთვების ალბათობა და გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი რუსთავში მე-11 მიკრო რაიონის, ტაბიძის, პუშკინის, ლესელიძის და თოდრიას ქუჩების 1040 აბონენტისთვის.
ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.