სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტმა, 2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ქუთაისში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო. განხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები თუ პრობლემები. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლები, აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი, კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდული მაჩვენებელი, წარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ა.შ.
აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2016 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2017 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.