eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

01 სექტემბერი, 2023
2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესი ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით გაიმართება. შესაბამისად, საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილი დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს მეორედ შეხვდა.  „სს ენერგო-პრო ჯორჯია მომავალი არჩევნებისთვის, უკვე რამოდენიმე თვეა  ემზადება.  აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის და ცესკოს წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში გაიმართა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მჭიდროდ თანამშრომლობს კომისიასთან. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს საარჩევნო უბნებისთვის ელექტროენერგიის სტაბილურ მომარაგებას. თუმცა, უამინდობის ან სხვა მიმზეზით გამოწვეული ენერგეტიკული ქსელის დაზიანების შემთხვევაში, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები მზად იქნებიან ოპერატიული რეაგირებისთვის“ - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენობებში, სადაც საარჩევნო უბნები იქნება განთავსებული, შიდა ქსელი იყოს მოწესრიგებული, გამხოლოვებული და ადგილებზე იმყოფებოდნენ  ელექტროგაყვანილობაზე პასუხისმგებელი პირებიც.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ცესკო კომპანიას მიაწვდის საარჩევნო უბნების ზუსტ მისამართებს და ყველა სხვა საჭირო მონაცემს თუ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების შეუფერხებელ ენერგომომარაგებას, ხოლო კომპანია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად შეეცდება რომ საარჩევნო პროცესმა უმტკივნეულად ჩაიაროს, ელექტრომომარაგების კუთხით.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საარჩევნო პროცესის შეფერხების გარეშე დასრულება, როგორც ვხედავთ, ქსელურმა კომპანიამ არჩევნებამდე 18 თვით ადრე დაიწყო მზადება, რაც ადასტურებს ჩვეთვის საკითხის მნიშვნელობას, მითუფრო მაშინ როდესაც პირველად, ყველა უბანზე არჩევნები სრულად ელექტრონული ტექნილოგიების გამოყენებით ჩატარდება. ზოგადად ქსელში ავარიული გათიშვა არასდროს არის გამორიცხული, თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელში არსებული ავარიების ოდენობა და სიხშირე ცალკე განხილვის საკითხია და ამაზე უფრო ღიად სასაუბროდაც მზად ვართ, რადგან აქ კომპანიის პასუხისმგებლობა მინიმალურია. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, დარწმინებული ვართ, რომ აღნიშნულ კიდევ ერთ გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ და გარდა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობისა, ეს იქნება მკაფიო პასუხი სხვადასხვა ინსინუაციებზე.” - განაცხადა სს ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.