eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

06 ივლისი, 2023

სემეკის დღევანდელ  სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის 75 000 ლარით დაჯარიმების შესახებ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გადაწვეტილება არის არასწორი და მიუღებელი, შესაბამისად, ის გასაჩივრდება სასამართლოში.

 

„დარწმუნებული ვართ, სასამართლო ობიექტურად განიხილავს დავას და გამოტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, გაუქმდება დაკისრებული ჯარიმა“ - აცხადებენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.