სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ USAID-თან თანამშრომლობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 50 სკოლაში „საჩვენებელ გაკვეთილებს“ ჩაატარებს. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დარგების პოპულარიზაცია, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის სტრატეგიის ნაწილია.
სწავლების პერიოდში, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს კომპანიის თანამშრომლები აუხსნიან ელექტროენერგიის გამომუშავების მეთოდებს; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ზონებსა და ხიფათის შემცველ სიტუაციებს; ჩაატარებენ ელექტროობასთან დაკავშირებულ მცირე ცდებს და სხვა. ამავე პროექტის ფარგლებში, კომპანიისგან სკოლებს საჩუქრად გადაეცემა ჰიდროელექტროსადგურები სპეციალური ასაწყობი მოდელები, ამკრძალავი პლაკატები, ბუკლეტები და სწავლებაზე დასწრების სერტიფიკატები.
რუსთავის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ექსკურსია კომპანიის შვილობილ აირტურბინულ ელექტროსადგურზე „ჯიფაუერი“.
ენერგეტიკის დარგში მეტი ახალგაზრდა კადრის მოზიდვის მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებული სტუდენტებისთვის კომპანია გასცემს სტიპენდიებს, აძლევს მათ საშუალებას გაიარონ პრაქტიკული მეცადინეობა კომპანიაში მომავალი დასაქმების პერსპექტივით;
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მონაწილეობს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტანდარტების განახლების პროცესში; აგრეთვე აქტიურად, იღებს მონაწილეობას დარგის პედაგოგების გადამზადებაში.