სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ აბონენტთა მომსახურების ახალი ცენტრები გახსნა. ცენტრის დანიშნულებას წარმოადგენს აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, აბონენტებისთვის კომფორტული მომსახურების გარემოს შექმნა, შემოსულ განცხადებებზე სწრაფი და დროული რეაგირება.
ქუთაისის აბონენტთა მომსახურების ახალ ცენტრში, რამდენიმე საათის განმავლობაში, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ს აბონენტთა მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ნაცვლიშვილი თავად იღებდა აბონენტებს და პასუხობდა მათ შეკითხვებს.
ყველა ახალი მომსახურების ცენტრი იქნება უნივერსალური და მოემსახურება არა მხოლოდ მის ქალაქში არსებულ აბონენტებს, არამედ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ნებისმიერ მომხმარებელს. კიდევ უფრო გამარტივებული იქნება განცხადების მიღებისა და მასზე რეაგირების პროცედურები, რაც აბონენტთა მომსახურების ეფექტურობას გაზრდის. კოპანიის აბონენტთა მომსახურების ცენტრებში, ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომფორტულ გარემოში, უშუალოდ ოპერატორთან შემოიტანოს განცხადება და გაიაროს კონსულტაცია მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ამ დროისთვის მომსახურების ცენტრები გახსნილია თბილისსა და ქუთაისში. უახლოეს მომავალში აბონენტთა მომსახურების ცენტრები გაიხსნება გორში და კომპანიის სხვა ფილიალებშიც.
აბონენტთა მომსახურების კუთხით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ფუნქციონირებს ქოლ ცენტრიც. ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. აბონენტს დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიის აბონენტთა მომსახურების სამსახურს და მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია. ქოლ ცენტრის ნომერია: 0322471707. გარდა ამისა, აბონენტებს შეუძლიათ მოიწერონ კომპანიის სოციალურ გვერდზე და ელ-მისამართზე: customers@energo-pro.ge.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მომავალშიც განაგრძობს აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, ახალი პროექტების დანერგვას.