eng

news

სს ენერგო–პრო ჯორჯიაში ცვლილებებია

14 ნოემ, 2013
სს ენერგო–პრო ჯორჯიას მენეჯმენტში ცვლილებებია. დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი. ნიკოლაი ნიკოლოვი დღემდე კომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 14 ნოემბრიდან მან სს ენერგო–პრო ჯორჯიას გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა. 

„ენერგო–პრო ჯორჯია განაგრძობს ყველა იმ პროექტზე მუშაობას, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა. კომპანია გეგმავს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. შედეგად გააუმჯობესდება ქსელის მდგომარეობა, გაგრძელდება რეგიონების გამრიცხველიანება არსებული გეგმის მიხედვით და გაიზრდება აბონენტების მომსახურების ხარისხიც“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ახალმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალი კადრების განვითარება; შესაბამისად, კომპანია მუდმივად ზრუნავს წარმატებული თანამშრომლების კარიერულ წინსვლაზე, რაც დასტურდება ბოლო დროს კომპანიაში განვითარებული ცვლილებებით.“ – განაცხადა ენერგო–პრო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა იარომირ ტესარმა.

სს ენერგო–პრო ჯორჯიას ახალ გენერალურ დირექტორს ეყოლება სამი მოადგილე: გენერალური დირექტორის მოადგილედ ადმინისტრაციის, ფინანსების და რეგულირების დარგში დაინიშნა ნინო დადუნაშვილი, რომელსაც დღემდე კომპანიაში ეკავა ფინანსური მენეჯერის პოსტი; გენერალური დირექტორის მოადგილედ კომერცულ დარგში დარჩა მიხეილ ბოცვაძე, რომელიც აგრეთვე მოღვაწეობს ბულგარეთში ენერგო–პრო ვარნას მმართველ დირექტორად; გენერალური დირექტორის მოადგილედ ბილინგისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში დაინიშნა გიორგი ყორშია, რომელიც აგრეთვე მუშაობს ბულგარეთში ენერგო–პრო ვარნას მმართველი დირექტორის რანგში.