სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს განახლებულ ოფისში, ქუთაისის მომსახურების ცენტრის ადმინისტრაცია, ტექნიკური სამსახური და აბონენტთა მომსახურების სამსახური განთავსდება, რომელიც მომხმარებლებს ადგილზე გაუწევს კონსულტაციას, მიაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას და აქვე მიიღებს მათ განცხადებებს შემდგომი რეაგირებისთვის.
ქუთაისის მომსახურების ცენტრის ახალი ოფისი, სს ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურ დირექტორთან ნიკოლაი ნიკოლოვთან ერთად, იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქ. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნეს.
ქუთაისის მომსახურების ცენტრი სს ენერგო-პრო ჯორჯიას ერთ-ერთი უმსხვილესი ერთეულია აბონენტთა რაოდენობის თვალსაზრისით. ენერგოკომპანია ქუთაისში 70 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურებს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია სისტემატურად ატარებს სარებილიტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს და ახორციელებს ახალ პროექტებს ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში.