eng

news

პროფესიული კოლეჯის სტუდენტს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ პირდაპირ ეთერში დაუნიშნა სტიპენდია

12 ნოემ, 2022
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტრაპაიძე, პროფესიული კოლეჯის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის, ენერგეტიკის პროგრამის სტუდენტთან გიორგი იაკობაშვილთან ერთად მიწვეული იყო ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში. საუბარი მიმდინარეობდა ენერგეტიკის მიმართულებების სტუდენტების წახალისების და დასაქმების შესახებ.

,,როგორც კი გავესაუბრე გიორგის, მივხვდი, რომ ის მოტივირებული ახალგაზრდაა და რაც მთავარია, ენერგეტიკის პროფესია შეგნებულად აქვს არჩეული. ასეთი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა წახალისდნენ, ამიტომ იქვე, პირდაპირ ეთერშივე მივიღე გადაწყვეტილება, რომ კომპანიას სტიპენდია დაენიშნა მისთვის. გარდა ამისა, ეს მაგილითი იქნება სხვა ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ენეგეტიკოსის პროფესიის არჩევა“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ადამიანი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
 
სწავლის დასრულების შემდეგ, გიორგი იაკობაშვილი უკვე ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დასაქმების შეთავაზებას მიიღებს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა წარმატებულად შედგება.
 
,,ენერგეტიკის დარგში მომავალი პროფესიონალების დეფიციტი რომ იქმნებოდა, დავინახეთ დაახლოებით 7 წლის წინ. მაშინვე დავიწყეთ მემორანდუმების გაფორმება ყველა საჯარო თუ კერძო პროფესიულ კოლეჯთან, სადაც ასწავლიან ელექტროინჟინერიას. მას შემდეგ, სტუდენტებს ვთავაზობთ ჩვენთან დასაქმებას. როცა შევამჩნიეთ სტუდენტების სიმცირე, წახალისების მიზნით, დავაწესეთ სტიპენდიები. მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტები  სს ,,ენერგო- პრო ჯორჯიასგან“ იღებენ სტიპედიებს. მოვუწოდებთ ყველას ჩააბარონ ენერგეტიკის მიმართულების ფაკულტეტებზე. სწავლის დასრულების შემდეგ მათ დავასაქმებთ ჩვენთან“ - თქვა გიორგი ტრაპაიძემ. ის ასევე აცხადებს, რომ ენერგეტიკოსობა მხოლოდ მამაკაცების პროფესია არ არის. ამიტომ გოგონებს, ქალბატონებს მოუწოდებს ჩააბარონ პროფესიული კოლეჯების ენერგეტიკულ ფაკულტეტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კი პირდება მათ, რომ სწავლის პერიოდში დაუნიშნავს სტიპენდიას. დასრულების შემდეგ კი დაასაქმებს კომპანიაში.