,,სამწუხაროდ, კვლავ უმაღლესი ფინანსური ჯარიმა დაეკისრა სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგში“ შემავალ ქსელურ კომპანიას. გადაწყეტილებას ცალსახად უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ. მას რათქმაუნდა სასამართლოში გავასაჩივრებთ, დადგენილი წესით და სრულიად დარწმუნებულნი ვართ რომ ობიექტური განხილვის შედეგად, აუცილებლად გაუქმდება“ - აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე მიხეილ ბოცვაძე.
,,ზოგადად, ჩვენთვის უკვე მეტად შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია ენერგეტიკისა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიდგომები. კერძოდ, რაც შეეხება კონკრეტულად ჯარიმებს, საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში, კომპანია სულ ორჯერ იყო დაჯარიმებული ჯამური თანხით 30000 ლარი. ხოლო უკანასკნელი მხოლოდ 11 თვის განმავლობაში კომპანია უკვე მე-3 ჯერ სანქცირდება თანხით - 225 ათასი ლარით. მეორეს მხრივ ხაზგასასმელია, კიდევ ერთი საყურადღებო პროცესი, მარეგულირებელი კომისიის მოთხოვნით უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა 75 დან 500 ათას ლარამდე ზრდა იგეგმება. შესაბამისად ვიღებთ შემდეგ სურათს, გაურკვეველ მიზესთა გამო, დრამატულად გახშირდა ფინანსი ჯარიმის გამოყენება, ჯარიმები უსამართლო და არაადეკვატურია, იგეგმება ფინანსური სანქციების ოდენობის ზრდა 7 ჯერ. საგულისხმოა, მსგავსი სიდიდის (500 ათასი ლარი) ფინანსური სანქცია არც საქართველოში და არც ევროპული ქვეყნების მარეგულირებლების შემთხვევაში არ არსებობს, იმდაგვარ დარღვევებზე რაც თითქოს აღმოჩენილი იქნა ჩვენს შემთხვევაში“ - ამბობს მიხეილ ბოცვაძე. მისივე თქმით, მიუხედავად უსამართლო-დისკრიმოინაციული დამოკიდებულებისა, არაერთი ხელიშემშლელი ფაქტორისა, გასულ წლებში გადატანილი თავდასხმებისა თუ ფინანსური კრიზისებისა, ამ ეტაპზე არ ვცვლით ჩვენს მიდგომებს.
,,ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ინვესტირებას და ჩვენი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რამეთუ ვაცნობიერებთ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელობას ენერგეტიკის დარგისთვის და რომ წარმოვადგენთ ერთერთ უმსხვილეს ევროპულ ინვესტორს თუ დამსაქმებელს ქვეყანაში“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.