eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებას, პირველი ივლისიდან დაიწყებს

20 ივნისი, 2024
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს შეხვედრები იმ სტუდენტებთან, რომლებმაც საზაფხული დასაქმების პროგრამაში მონაწილების სურვილი გამოთქვეს. კომპანიის შესაბამისი მიმართულებების, დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

სტუდენტებს აქვთ საშუალება აირჩიონ მათთვის სასურველი მიმართულება და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება შესარჩევი გასაუბრებები.

საზაფხული დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სხვადასხვა უმაღლესი თუ პროფესიული სასწავლებლების  სტუდენტებმა.