eng

news

სს,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

01 ივნისი, 2021
სახელმწიფო დაფინანსებით, სრულად განახლდა ელექტროქსელი, რომელიც ბახმაროს ამარაგებს ელექტროენერგიით. ყველა მომხმარებელს დაუმონტაჟდა მაღალი კლასის ინდივიდუალური მრიცხველი.

იმისათვის, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, აბონენტების ინდივიდუალურად რეგისტრაცია მოხდეს, მაცხოვრებლებმა წერილობით უნდა მომართონ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერ ფილიალს თუ მომსახურების ცენტრს საქართველოს მასშტაბით და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამორიცხვის მიზნით, სასურველია ყველა დამსვენებელმა, კომპანიაში განცხადების შემოტანა განახორციელოს 15 ივნისამდე, საკურორტო სეზონის დაწყებამდე.  
აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის ყველას შეუძლია დაუკავშირდეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზს 0322471707