,,ენერგო-პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, კომპანია დამსაქმებელი კომპანიების TOP ათეულშია.
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამჟამად 5 000 ზე მეტი ადამიანი მუშაობს. დასაქმებულები არიან როგორც დედაქალაქში - სათაო ოფისში, ასევე რეგიონებში - ადგილობრივი მაცხოვრებლები.
,,დასაქმების პროცედურა ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალედ და ეფექტურად მიმდინარეობს ჩვენს კომპანიაში. ვცდილობთ ღირსეული სამუშაო პირობები შევუქმნათ თანამშრომლებს. ასევე საკმაოდ ბევრ ღონისძიებას ვატარებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ ენერგეტიკოსის პროფესიით“ - განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ტრაპაიძემ.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახდენს ელექტროენერგიის დისტრიბუციას და ეწევა კომპანიაში არსებული დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელების მომსახურებას. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 288 097-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით.