კომპნიათა ათეულის ჩამონათვალი, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი უცხური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში, ეკონომიკურმა საინფორმაციო სააგენტო bm.ge - მ გამოითხოვა საქსტატიდან. ინფორმაციის მიხედვით, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ აღნიშნულ კომპანიათა ათეულშია.
2018 წლის 9 თვის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ ქსელის განვითარების მიზნით, განახორცელა 34, 4 მილიონი ლარის ინვესტიცია. გარდა ამისა, მე-3 კვარტლის ბოლოსთვის კომპანიას ინვესტორებული აქვს 20.7 მილიონი ლარი, რომლის შესაბამისი პროექტების დასრულება იგეგმება უახლოეს პერიოდში.
,,ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს და ამ დროიდან თითქმის ყოველ წელს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ინვესტორთა ათეულშია. ეს იმის დასტურია, რომ კომპანია წარმატებით და ღირსეულად მოღვაწეობს ქვეყანაში. მაღალი, დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის განვითარების მიზნით, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, წლების მიხედვით გაწერილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება“- განაცხადა ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.
საქართველოში შემოსვლის დროიდან, კომპანია ასევე თითქმის ყოველ წელს ხვდება ყველაზე მსხვილ დამსაქმებელთა ათეულში. ამჟამად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ში 6 ათასამდე ადამიანი მუშაობს.