eng

news

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის სტიპიენდიების გადახდას განაგრძობს

26 თებ, 2024
პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების ელექტროობის მიმართულების 20 წარმატებულ სტუდენთან სს  ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უკვე გააფორმა ხელშეკრულება. კომპანია მათ სწავლის პერიოდში სტიპენდიას გადაუხდის. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგზარდებს კომპანიაში ანაზღაურებადი სტაჟირების, ბოლოს კი დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
 
,,გასაუბრების შემდეგ, სტიპენდიის დანიშვნას არ ველოდით, რადგან საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. ვეცდებით ჩვენს პროფესიაში წარმატებებს მივაღწიოთ. სტიპენდია ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს ახალგაზრდას, რომ სწავლა გაიღრმავოს“ - ამბობენ ,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ელექტროობის მიმართულების სტუდენტები ეკატერინე შველიძე და ნინო ბერიძე.
 
,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ პროფესიას სქესი არ აქვს და ამიტომ მოუწოდებენ გოგონებს  - აირჩიონ სინათლე, ჩააბარონ ელექტროობის პროგრამებზე. კომპანია კი მათ კარიერაზე ზრუნვას ჰპირდება.