გარემოს ეროვნული სააგენტოსმიერ გავრცელებული ინფორმაციისა და 112-ის მიერ მოწოდებული მოკლე ტექსტური შეტყობინების საფუძველზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.
ამინდის მკვეთრიცვლილება მნიშვნელოვანგავლენას ახდენს ელექტროენერგიის ობიექტებზე, განსაკუთრებით,საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებზე. “ენერგო-პრო ჯორჯია” მოუწოდებს თავის მომხმარებლებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე ქარიშხლის ან სხვა სტიქიური მოვლენისშემთხვევაში, ელექტრული ტრავმების თავიდან ასაცილებლად.
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწვდითსასარგებლო და პრაქტიკულ უსაფრთხოების რჩევებს სტიქიურ სიტუაციებში სახელმძღვანელოდ:
- თუ აღმოჩნდებით ისეთ რაიონში, სადაც ქარიშხალი მძვინვარებს, მაქსიმალურად შორს დაიჭირეთ თავი ელექტრო სადენებისგან, ელექტრო ბოძებისგან, სატრანსფორმატორო ქვესადგურებისგან და სხვა ობიექტებისგან, რომლებიც ელექტროგამანაწილებელი ქსელის ნაწილია;
- თუ გაწყვეტილისადენი შენიშნეთ, არ მიუახლოვდეთ მას 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე და მიიღეთ ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებულიმესამე პირების შესვლასაფრთხის ზონაში. დროულად დაუკავშირდით “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ცხელ ხაზსნომერზე +995322471707ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს- 112;
- არ მიუახლოდეთ გაწყვეტილ ელექტროსადენებს. თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ელექტროსადენის გადაადგილება და შეუძლებელია სპეციალიზებული ჯგუფების მოსვლამდე ლოდინი, ეს უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, მინიმუმ 2 მეტრის სიგრძის პლასტმასის ან მშრალი ხის საგნისგამოყენებით;
- ჭექა-ქუხილის დროსარ შეეხოთ ლითონკონსტრუქციებს, ღობეებს, მოაჯირებს და სხვა ლითონის ბარიერებს;
- თუ ჭექა-ქუხილის დროს სახლში იმყოფებით, სასურველია გამორთოთ ელექტრომოწყობილობები, მაგ.: ტელევიზორი, კომპიუტერი, კონდიციონერი, მაცივარი და ა.შ..
ყურადღებითდა უსაფრთხოების წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ისეთიუბედურ შემთხვევების აცილება, რომლებიც მოიცავენ ადამიანების დაზიანების ან სიკვდილის რისკებს, რაც ამასთანავე დაზოგავს მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დროს.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა კომპანიას, რომელიც ფლობს დიდი ზომის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას, მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების წესები და სიფრთხილით იმუშაონ ელექტროგადამცემი ხაზებთან.
კლიმატური პირობების გაუარესებასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ შეიძლება შეექმნათ სირთულეები „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს 24-საათიან ქოლ ცენტრთან დაკავშირებისას. სატელეფონო ხაზებზე გადაჭარბებული დატვირთვის შემთხვევაში, კომპანია ახორციელებს დამატებითი პესონალის მობილიზებას არსებული პროცესების დარეგულირების მიზნით. ელექტროენერგიის გამანაწილებელქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად გამოქვეყნდება კომპანიისვებგვერდზე.