eng

news

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ რესურსების მართვის ახალი ონლაინ სისტემა დანერგა

05 იანვარი, 2017
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ში ახალი, რესურსების მართვის შვედური ონლაინ სისტემის, IFS-ის დანერგვა დასრულდა. IFS-ის მეშვეობით კომპანია შეძლებს ეფექტურად მართოს არსებული რესურსები, რომლებიც მოიცავს ფინანსურ, ლოჯისტიკურ, ტექნიკურ, პროექტების მართვის და სხვა მოდულებს. აღნიშნული ახალი სისტემით კომპანიას ექნება შესაძლებლობა ფლობდეს მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესახებ, აწარმოოს დეტალური ანგარიში და აღრიცხვა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად დაგეგმოს მომავალი პროექტები და მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

IFS ერთერთი პოპულარული მართვის სისტემაა ევროპაში და რეიტინგებით, საშუალო ზომის კომპანიებისთვის შედის პირველ სამეულში. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში სრულად მოახდინა აღნიშნული მართვის სისტემის დანერგვა. დანერგვის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა IFS-ის პოლონური ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სპეციალისტებს კომპანიის სათაო ოფისში, თბილისში ჩაუტარეს შესაბამისი ტრეინინგები.