eng

news

ენერგო–პრო ჯორჯია ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს

10 სექტემბერი, 2015
ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა. კომპანიის ხელმძღვანელობამ, ენერგეტიკოსთა დღესთან დაკავშირებით ის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებსაც კომპანიის საქმიანობასა და ენერგეტიკის დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. კომპანიისგან მათ ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ. დაჯილდოვდა ენერგო-პრო ჯორჯიას 9 თანამშრომელი, რომლებსაც 30 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი აქვთ ენერგეტიკის სფეროში.

ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს და ენერგეტიკის დარგში დასაქმებულ ადამიანს ენერგეტიკოსების პროფესიულ დღეს! კომპანია მადლობას უხდის ყველა მის თანამშრომელს კომპანიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი თანამშრომელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე და ვამაყობთ, რომ კომპანიაში მუშაობს არაერთი პროფესიონალი. დღეს კი არის ის დღე, როდესაც განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, პროფესიონალი კადრები“ – განაცხადა ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ.